“La Stampa”-ს მიგნებები იტალიაში რუსეთის მისიის მიერ სადაზვერვო მონაცემების შეგროვებაზე დადასტურებულია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

asd
2k
VIEWS

გლობალური საფრთხეებისა და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (IGTDS) თანახმად, რუსეთი იტალიურ გაზეთს ოფიციალურად ემუქრება იმის გამო, რომ გამოცემამ იტალიაში მივლენილი რუსული სამხედრო მისიის ნამდვილ მიზანზე კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტური მასალის ანალიზის შედეგად დასტურდება “La Stampa”-ს მიერ გაკეთებული დასკვნები, რომლის მიხედვითაც რუსული მისიის რეალური მიზანი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაა, რომელსაც იგი ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დახმარების საფარქვეშ ახორციელებს.

'

იტალიელი ჟურნალისტის, კრისტიან როკკას თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც იტალიაში სამხედროები და აგენტები გააგზავნა, იტალიელ ჟურნალისტებს ისევე ემუქრება, როგორც საკუთარ ქვეყანაში სჩვევია. ეს განცხადება მოჰყვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის მიერ, რომში რუსეთის საელჩოს საშუალებით გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც იგი იტალიელ ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით ემუქრება: Qui fodit foveam, incidet in eam – ვინც ორმოს თხრის, თვითონვე ვარდება მასში.

სინამდვილეში, ის, რაც რუსეთმა გააკეთა საელჩოს საშუალებით, იყო მუქარა იტალიელი ჟურნალისტების მიმართ. აღნიშნული მუქარის გავრცელება ოფიციალური დიპლომატიური არხებით არის ევროკავშირში გამოხატვის თავისუფლების სერიოზული გამოწვევა, რადგან რუსეთს ევროკავშირის ტერიტორიაზე მსგავსი საქციელი აქამდე არ ჩაუდენია.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, იტალიაში მივლენილი სამხედროები ადგილობრივი ქვეყნის ენას სწავლობდნენ, რაც სამხედრო ექიმების პასუხისმგებლობაში საერთოდ არ შედის.

ამჟამად, ღია წყაროები საშუალებას იძლევა იტალიაში რუსული მისიის შესახებ ინფორმაცია გაანალიზდეს და ლა სტამპას მიერ წარმოდგენილი დასკვნები დადასტურდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ ტელეკომპანია ზვეზდასთან ინტერვიუში, ქიმიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის, იგორ კირილოვის განცხადებით, იტალიაში მოცემული ძალების 66 სამხედრო იქნა მივლენილი. საველე ჯგუფს მეთაურობს რუსეთის ქიმიური თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილე სერგეი კიკოტი.

მიუხედავად ამისა, პრატიკა დი მარეს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე რუსული მისიის ჩამოსვლის ვიდეომასალიდან ნათლაც ჩანს, რომ რუსი სამხედროების აღჭურვილობაზე არსებული შევრონები ქიმიურ თავდაცვის ძალებს არ განეკუთვნება. ამასთან, რუსეთმა საბჭოთა პრაქტიკა ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც კგბ-ს ოპერატიული მუშაკების სამხედრო უნიფორმა ითვალისწინებდა საჰაერო ძალების ან კავშირგაბულობის ძალების განმასხვავებელი ნიშნების გაკეთებას. აქედან გამომდინარე, სამხედროები და სამხედრო სადაზვერვო ოფიცრები აუცილებლად სხვა სამხედრო დანაყოფის ნიშნით იქნებოდნენ იტალიაში ჩასულნი.

""

IGTDS-ს ანალიტიკოსებმა გამოარკვიეს, რომ იტალიაში ჩასული მინიმუმ ერთი რუსი სამხედრო, რომელიც სიაში მითითებული იყო, როგორც კიროვში არსებული სამხედრო სამედიცინო აკადემიის წევრი, სინამდვილეში აღმოჩნდა 48-ე ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი, სპეციალიზებული ბიოლოგიური იარაღის საკითხებში. ტელეკომპანია ზვეზდას ვიდეო ამაზე მოწმობს:

'

ტელეკომპანია ზვეზდასთან მიცემულ ინტერვიუში იტალიის გენ.შტაბის უფროსი ენცო ვეკიარელი აღნიშნავდა, რომ იტალიას სჭირდებოდა ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის მოწყობილობები. რუსეთმა კი იტალიას ის აღჭურვილობა გამოუგზავნა, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება მძიმე სამხედრო ტექნიკის ქიმიური დაბინძურებისგან დეზინფექციისთვის.

რუსეთის მიერ გამოგზავნილი აღჭურვილობა შემდეგი სახისაა:

  • ანალიზისა და გენოტიპის მოდული;
  • ინფორმაციის დამუშავების მოდული (აღნიშნული მოდულის გამოგზავნა არ იყო საჭირო, რადგან ვირუსის შტამი ჯერ კიდევ დაუდგენელია) ;
  • გაურკვეველი მოდულებით დატვირთული 4 სამხედრო მანქანა;
  • ARS-14KM ტიპის 13 სადგური, რომელიც გამოიყენება როგორც აღჭურვილობის დეზინფექციისთვის, ისე მაღალი სიზუსტის იარაღისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.
  • 3 დეზინფექციის აეროზოლური კომპლექსი.

2020 წლის მარტში, რუსეთის ქიმიურმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური სამხედრო დანაყოფის ტერიტორიაზე სწავლება ჩაატარეს, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების მიღებას. ოფიციალური ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ სამხედროები აღჭურვილები არიან ბიოლოგიური საფრთხისგან დამცავ უნიფორმებში.

თუმცა, იტალიაში მივლენილი რუსული მისიის შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ რუსი სამხედრო პერსონალი არღვევს დაცვის პროტოკოლის საბაზისო წესებს, არღვევს უსაფრთხოების რეგულაციებს, რის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ ის სხვა ტიპის სამხედრო ძალებს წარმოადგენს.

"

ასევე საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ რუსმა სამხედროებმა იმ მოხუცებულთა თავშესაფარს ჩაუტარეს დეზინფექცია, სადაც Covid-19-ის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

იტალიაში ჩასული მისიიდან ორი – რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ტელეკომპანია “ზვეზდას” თანამშრომლები არიან. მათ შორის არის კონსტანტინ ხუდოლეევი, რომელიც ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად საუბრობს და სირიაში ყოფნისას დაიჭრა. იგი ასევე ჩართული იყო ბოლივიაში მიმდინარე პროცესების დისკრედიტაციაში. მეორე წევრი, ვიაჩესლავ ამელიუტინი ოპერატორია, რომელიც ესტონეთიდან გამოაძევეს პროპაგანდისტულ კამპანიაში მონაწილეობის გამო. ორივე ჟურნალისტის წარსული მიღწევებიდან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ისინი რუსული სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები არიან და სადაზვერვო საქმიანობაში მონაწილეობენ.

'
კონსტანტინ ხუდოლეევი

|
ვიაჩესლავ ამელიუტინი

კრემლისთვის იტალიაში ჩატარებული ოპერაცია უმნიშვნელოვანესი იდეოლოგიური კამპანიაა. იტალიაში საკუთარი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნას რუსეთი აღიქვამს და განიხილავს 1799 წლის 13 აპრილის მოვლენების კონტექსტში, როცა რუსეთის იმპერიის არმიამ, ალექსანდე სუვოროვის ხელმძღანელობით გადაკვეთა ალპები და ბერგამოში შევიდა, როგორც რუსეთის იტალიური კამპანიის ნაწილი. რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიმდინარე ოპერაციას განიხილავს როგორც ქმედებას, რომელსაც შეუძლია გაიმეოროს რუსეთის ძლევამოსილი, გამათავისუფლებელი იტალიური კამპანია  დასავლეთის წინააღმდეგ. (რეალურად NATO-ს წინააღმდეგ)

პროპაგანდისტულ და სიმბოლურ ასპექტებთან ერთად, რუს სამხედროებს ტექნიკური და სამხედრო დავალების შესრულებაც შეუძლიათ. რუსულმა კოლონამ რომთან ახლოს მდებარე პრატიკა დი მარეს ბაზიდან ლობმარდიამდე 600 კილომეტრი გაიარა. ეს ქმედება ლოგიკას მოკლებულია, რადგან ბერგამოს 100 კილომეტრის რადიუსში 4 აეროდრომია, რომელსაც Candid-ის ტიპის სატვირთო ხომალდების (Il-76)  მიღება შეუძლია.

პრატიკა დი მარეს ბაზაზე დაშვებულ თვითმფრინავთა რაოდენობა და მათი დასხდომის ინტერვალი ემსგავსება ყირიმში, 2014 წელს, რუსეთის მიერ ჩატარებლ ოპერაციას, როცა სამხედრო ჯგუფი ნახევარკუნძულზე რამდენიმე საათში რუსული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავით ჩაიყვანეს იქამდე, სანამ დაკავებული იქნებოდა საკვანძო სტრატეგიული წერტილები, დაიბლოკებოდა უკრაინული სამხედრო დანაყოფები და საბოლოო ჯამში – ნახევარკუნძულის ანექსია მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, იტალიაში ჩატარებული ოპერაცია შესაძლოა წვრთნად ჩავთვალოთ, რომელიც მოიცავდა სამხედრო ჯგუფის გადასროლის საჰაერო კომპონენტს ნატოს ერთ-ერთი მოკავშირის ტერიტორიაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რადგან რუსული კოლონა იტალიაში გადაადგილდებოდა, სამხედროები შეიმუშავეს გეგმა გაზის (ქიმიური) შეტევის პირობებში. კერძოდ, შემოწმდა სისტემები ჭარბი წნევის შესაქმნელად სატრანსპორტო კაბინებში, აგრეთვე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოქმედება ჯარების რესპირატორული უსაფრთხოების სფეროში. ამრიგად, La Stampa– ს მიერ წარმოდგენილი ვარაუდების დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ იტალიაში გაგზავნილი რუსული დახმარების 80%, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია, ხოლო იტალიაში ჩასული სამხედროები არა მხოლოდ სამხედრო ექიმები, არამედ დაზვერვის ოპერატიული-მუშაკები, სპეცდანიშნულების ოფიცრები და სამხედრო ქიმიკოსები არიან.

მომზადებულია IGTDS-ის მიხედვით

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist