კურსკის ოლქის თავზე წმინდა მატრონას ხატის შემოტარებაზე გიორხელიძის სახელით სატირული პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

4.4k
VIEWS

8 აგვისტოს ფეისბუქზე გავრცელდა სქრინშოტი (1;2;3;4), რომლის მიხედვითაც ანალიტიკოსმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დემურ გიორხელიძემ დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, კურსკის ოლქის თავზე წმინდა მატრონას ხატი შემოატაროს. “ეს აუცილებლად მოასწავებს რუსეთის გადარჩენას და ბანდერნაციკების სინსილის გაწყვეტას. ისტორია მეორდება!” – ვკითხულობთ სქრინშოტზე.  

კურსკის ოლქი

კურსკის ოლქის თავზე წმინდა მატრონას ხატის შემოტარებაზე დემურ გიორხელიძის სახელით გავრცელებული პოსტი სატირული შინაარსის არის. რეალურად, გიორხელიძეს ფეიბუქ-გვერდზე მსგავსი განცხადება არ გამოუქვეყნებია და სქრინშოტი გაყალბებულია.  

დემურ გიორხელიძის სახელით გავრცელებული პოსტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტმა კურსკის თავზე მატრონას ხატის შემოტარების გადაწყვეტილება მიიღო, სატირული შინაარსის არის. რეალურად, ანალიტიკოსს აღნიშნული პოსტი საკუთარ ოფიციალურ-გვერდზე არ გამოუქვეყნებია და სქრინშოტი გაყალბებულია. ამის შესახებ მან თავადაც დაწერა.  

კურსკის ოლქი

სქრინშოტები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრისპირა და მახლობლად მდებარე ოლქებზე იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, უკრაინა კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.  

აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი წყაროებით არ იძებნება (1;2) ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, შემოატაროს მატრონას ხატი კურსკის ოლქს.  

გაყალბებულ სქრინშოტში საუბარია “ისტორიის გამეორებაზე”. თუმცა, მითია, თითქოს 1941 წელს სტალინი მატრონას შეხვდა და მისი რჩევით ფრონტის ხაზზე გაიტანეს ღვთისმშობლის ხატი, რომელმაც სსრკ ფაშისტებისგან დაიცვა. “მითების დეტექტორმა” მათ შეხვედრაზე ცნობები მას შემდეგ გადაამოწმა, რაც 2024 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების საკათედრო ტაძარს “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა შესწირეს წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist