კრემლთან დაკავშირებული მედია და სიძულვილის ჯგუფები თურქეთის თავდაცვის მინისტრის ყალბი FB გვერდის დეზინფორმაციას ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დიდი ინფოგრაფიკა
388
VIEWS

2019 წლის 14 ოქტომბერს Facebook გვერდმა – MSB Hulusi Akar, რომელიც თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 11 ივლისს შექმნილი ყალბი გვერდია, გაყალბებული რუკა გამოაქვეყნა. აღნიშნულ რუკაზე ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, სირიის, ერაყის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილი, მათ შორის ბათუმიც თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. რუკას თან ახლავს თურქულენოვანი წარწერა: “ჩვენ არავის მიწაზე არ დაგვიდგამს თვალი, ჩვენ უბრალოდ უკან დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია”.
17 ოქტომბერს MSB Hulusi Akar-ის ყალბი გვერდი წაიშალა

"|

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ყალბ ფეისბუქ გვერდზე დაყრდნობით დეზინფორმაცია 16 ოქტომბერს პრო-რუსულმა ვებ-გვერდმა News Front-მა გაავრცელა, ხოლო 17 ოქტომბერს News Front-ის სტატია აგრეთვე პრო-რუსულმა ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გააზიარა. News Front-მა მოგვიანებით სტატია ჩაასწორა და აღნიშნა, რომ მითითებული გვერდი თურქეთის თავდაცვის მინისტრს არ ეკუთვნის და გაყალბებული რუკის შესახებ თურქეთის კონსულმა “ნეტგაზეთს” აცნობა.

16-17 ოქტომბერს თურქეთის თავდაცვის მინისტრის ყალბი გვერდი და News Front-ის სტატია წყაროდ გამოიყენეს და დეზინფორმაცია გაავრცელეს სიძულვილის ჯგუფების პლატფორმებმა: “საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობა ქართული იდეა”, “სტალინი”, “თურქეთი ოკუპანტია”, “ჯაბა მუსელიანის ბლოგი”, დავით ჟღენტი და ქართული მარშის წევრი სანდრო ლობჟანიძე.

MSB Hulusi Akar-ის მანიპულაციურ რუკაზე დაყრდნობით, 16 ოქტომბერს დეზინფორმაცია ასევე გამოაქვეყნეს ე.წ. clickbait საიტებმა geomediapress.ge-მ და georgians.gr-მ.

პრო-რუსული მედია სიძულვილის ჯგუფები Clickbait საიტები
News Front საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობა ქართული იდეა geomediapress.ge
საქართველო და მსოფლიო სტალინი georgians.gr
თურქეთი ოკუპანტია
ჯაბა მუსელიანის ბლოგი
დავით ჟღენტი
სანდრო ლობჟანიძე

MSB Hulusi Akar- ის მიერ გამოქვეყნებული Facebook პოსტი და რუკა ყალბია. საქართველოში თურქეთის კონსული და ელჩი აცხადებენ, რომ აღნიშნული Facebook გვერდი თურქეთის თავდაცვის მინისტრს არ ეკუთვნის. დეზინფორმაცია კი რუსეთთან დაკავშირებულმა მედიებმა და სიძულვილის ჯგუფების ფეისბუკ გვერდებმა ვირუსულად გაავრცელეს.

  • თურქეთის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი გაყალბებულია

MSB Hulusi Akar-ის Facebook გვერდი 2018 წლის 11 ივლისს შეიქმნა, ხოლო თურქეთის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური გვერდი არ იძებნება, იძებნება მხოლოდ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდი, რომელზეც მსგავსი შინაარსის პოსტი/რუკა განთავსებული არ არის.

"

"

 

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ გავრცელებული რუკა გაყალბებულია და სასურველია მოქალაქეები მხოლოდ იმ ინფორმაციას ენდონ, რომელსაც ოფიციალური პირები გაავრცელებენ.

ამის შესახებ 17 ოქტომბერს ინფორმაცია ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალურ Facebook გვერდზეც გამოქვეყნდა:

"

ასევე 17 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აჭარასთან და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით დეზინფორმაციები ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება. “დავინახეთ, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის დიდი ტალღა წამოვიდა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვარი დელიმიტირებული, გავლებული და აღნიშნულია” – განაცხადა მან.

News front-ის შესახებ

News front ონლაინ მედია გამოცემაა,  რომელიც 2014 წელს შეიქმნა. რეგისტრირებულია რუსეთში და ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ, რუსულ, სერბულ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ და უნგრულ ენებზე. News Front, მაგალითად, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების, დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია. ამავე საიტზე ხშირად ქვეყნდება კრემლთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას კონსპირაციები ლუგარის ლაბორატორიაზე.

"

News Front-ის რუსული პლატფორმა მანიპულაციურ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ადრეც ავრცელებდა, იხილეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული მასალები:

 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist