კრემლის ვირუსი საქართველოში: 3 დეზინფორმაცია ღორის გრიპის შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

foto - Copy
5k
VIEWS

ბოლო პერიოდში ღორის გრიპთან დაკავშირებით დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები სოციალურ მედიასა და ტაბლოიდურ გამოცემებში ვირუსულად ვრცელდება. ღორის გრიპის შესახებ 3 ყველაზე გავრცელებული კონსპირაციაა, თითქოს:

  1. ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა;
  2. ღორის გრიპი ხელოვნურად შექმნილი ეპიდემიაა და ის ბიზნეს ინტერესებთან არის დაკავშირებული;
  3. საქართველოში იმპორტირებულ ბანანებში ღორის გრიპის ვირუსია.

აღნიშნული კონსპირაციების ახალი ტალღა, რომელთა შესახებაც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, სათავეს კრემლის პროპაგანდისტული წყაროებიდან იღებს, როგორიცაა:

  1. რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული  Sputnik.ru;
  2. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზია  TV Zvezda,
  3. პეტერბურგის ტროლების ქარხნის ერთ-ერთი პროექტი  Риа Фан,
  4. რუსი ოლიგარქის და დონბასში სეპარატისულ საქმიანობასთან დაკავშირებული  კონსტანტინ მალოფეევის ტელევიზია Tsargrad tv და სხვები.

"


მედიები პოლიტიკური კავშირები
sputnik სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. ის რუსეთის ფერგლებს გარეთ კრემლისტური პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მედია პლატფორაა
Звезда რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზია
Риа Фан პეტერბურგის ტროლების ქარხნის ერთ-ერთი პროქტი
tsargrad.tv რუსი ოლიგარქის კონსტანტინ მალოფეევის ტელევიზია. მალოფეევი დონბასში სეპარატისულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რის გამოც ის აშშ-მ და ევროკავშირმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა
360tv.ru რუსეთის ოლქის გუბერნატორის და დუმის დეპუტატის  ბორის გრომოვის მიერ დაარსებული ტელევიზია
სხვა მედიები gazeta.ru, sm-news.ru, polit.info

ლუგარის კვლევით ცენტრს ღორის გრიპის და სხვადასხვა ეპიდემიის გავრცელებაში ოფიციალური მოსკოვი,  მათ შორის, რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატი და ყოფილი მთავარი სანიტარი, გენადი ონიშჩენკო და რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსსელხოზნადზორი”) პრესმდივნი იულია მელანო წლებია ადანაშაულებენ.

დეზინფორმაცია 1. თითქოს ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა

კრემლის პროპაგანდისტური ნარატივი, თითქოს ღორის გრიპი ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან არის დაკავშირებული, პირველად სოციალურ მედიაში  4 იანვარს ქართული მარშის ყოფილმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა, შემდგომ კი ყოფილმა ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ და ადვოკატმა ანა ჟღენტმა გაახმოვანეს. 4 იანვირადან  8 იანვრის ჩათვლით მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტები 17-მა სხვადასხვა მედიამ ცალმხრივად, მტკიცებით ფორმაში გაავრცელა, მათ შორისაა: ალია, ინტერმედია, თბილისელები, ახალი თაობა, 2020news და სხვა.


დეზინფომრაციის წყარო მედია საშუალება – ავრცელებს მხოლოდ ერთ პოზიციას
ფბ პოსტი: ლადო სადღობელაშვილი, ქართული მარშის ყოფილი წევრი alia.ge

2020news.ge

metronome.ge

www.infopostalioni.com

euronews.ge

www.worldnews.ge

onone.ge

ინსტაგრამ პოსტი: ხატია სიჭინავა, ყოფილი ტელეწამყვანი cyc.ge

geonius.ge

otime.ge

ფბ პოსტი: ანა ჟღენტი, ადვოკატი geonius.ge

euronews.ge

tvm.ge

intermedia.ge

http://tbiliselebi.com

akhalitaoba.ge

one.newsnow.ge

news.net.ge

timenews.ge


დეზინფორმაცია 2. ღორის გრიპი ხელოვნურად შექმნილი ეპიდემიაა და ის ბიზნეს ინტერესებთან არის დაკავშირებული

საქართველოში ღორის გრიპის გავრცელების შესახებ კიდევ ერთი შეთქმულების თეორია ბიზნეს ინტერესებსა და ფინასურ სარგებელს უკავშირდება.


დეზინფომრაციის წყარო ნარატივი მედია საშუალება – ავრცელებს მხოლოდ ერთ პოზიციას
ნინო გვაზავა, ღორის გრიპით ინფიცირებული მცირეწლოვანის დედა  

ღორის გრიპი ერთი შეკრული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ეპიდემიაა

www.primetime.ge

c.pain.ge

vanoggg.ge

მამა პეტრე – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ღორის გრიპი ხელოვნურად გავრცელდა მედიკამენტების გასაღების მიზნით. www.newsmedia.ge
გიორგი გიგაური, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი  

ღორის გრიპის ვირუსი არა რსებობს. ის გამოიგონეს, რათა ვიღაცებმა ვაქცინის დამზადებით ფული გამოიმუშავოს.

alia.ge

www.worldnews.ge

qartuliazri.reportiori.ge

cyc.ge

vanoggg.ge

გიორგი მუხიგულაშვილი – ქართული ძალის აქტივისტი  

ღორის გრიპის საწინააღმდეგი მედიკამენტების ფასი ხელოვნურად იზრდება. ეს საქმე  სუს-მა უნდა გამოიძიოს.

primetime.ge

alia.ge

cyc.ge


3. საქართველოში იმპორტირებულ ბანანებში ღორის გრიპის ვირუსია.

კონსპირაცია, თითქოს ღორის გრიპის ვირუსი ბანანებშია შეყვანილი, სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. პირველად ეს კონსპირაცია ქართულ ონლაინ სივრცეში 2016 წელს გამოჩნდა, ხელახალი ტალღა კი 2018 წლის დეკემბრისა და 2019 წლის იანვარში გრიპის ვირუსის რაოდენობის ზრდას უკავშირდება. ამ კონსპირაციას ძირითადად ე.წ. clickbait საიტები ავრცელებენ, რომელთა მიზანი სენსაციური სათაურების მეშვეობით კლიკების გაზრდა და შემოსავლის მიღებაა. ონლაინ საიტების გარდა ბანენებზე კონსპირაცია ფეისბუქის სპამ ჯგუფებშიც ვრცელდება.

"

"

რეალური ფაქტები აღნიშნულ კონსპირაციებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია “მითების დეტექტორის” შემდეგ მასალებში:

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist