კრემლის ვერსია სკრიპალებზე ქართულენოვან მედიაში

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

40
VIEWS

ოფიციალური მოსკოვისა და რუსული კრემლისტური მედიის პოზიცია, თითქოს ბრიტანული გამოძიების მიერ სკრიპალების მოწამლვაში ეჭვმიტანილი პირები რეალურად უდანაშაულონი არიან, ქართულენოვან მედიაშიც გავრცელდა.

Sputnik-საქართველო: “რუსეთის მოქალაქეებმა ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა, რომლებიც ლონდონში „სკრიპალების საქმეში” ეჭვმიტანილები არიან, უარყვეს, რომ დიდ ბრიტანეთში თან ჰქონდათ რაიმე სახის მომწამვლელი ნივთიერება, ამის შესახებ მათ RT-სა და Sputnik-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს” (13 სექტემბერი).

საქინფორმი: “ რუსეთის მოქალაქეები კატეგორიულად უარყოფენ სოლსბერიში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობას და იმედს გამოთქვამენ, რომ ბრიტანული მხარე ნამდვილ დამნაშავეებს იპოვის” (14 სექტემბერი).

დავით აქუბარდია, სპექტრი: “აი, ეხლა “რაშა თუდეიმ” გაუშვა ის ორი ტიპი, რომ აჩვენეს… ის ტერეზა მეი ვერაა ცოტა საწყალი და ვიღაცა ორი ტიპი აჩვენეს გრუს აგენტები არიანო. ეს საწყალი ბიზნესმენები ყოფილან და სასეირნოდ წასულნ იქა და დღეს აჩვენეს ინტერვიუ ამ, ვითომ გრუ-ს აგენტების.”

სკრიპალების მოწამვლის შესახებ ბრიტანულმა გამოძიებამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვით საქმის ორი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა. ეჭვმიტანილები ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელით 2 მარტს ლონდონში ჩავიდნენ,  სკრიპალების მოწამვლის დღეს კი სოლსბერიში იმყოფებოდნენ. მათი პასპორტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული. რუსული მედია ცდილობს ეჭვმიტანილები სამოქალაქო პირებად და ტურისტებად წარმოაჩინოს. Russia Today-სთან ინტერვიუში ეჭვმიტანილების განცხადებები, თითქოს სოლსბერის ტურისტული მიზნით ეწვივნენ, თვითონ კი ბიზნესმენები არიან,  არ ემთხვევა Bellingcat-ის, The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიებისა და ბრიტანული საგამოძიებო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლიან ეჭვს აჩენს რუსი მოქლაქეების სოლსბერიში ტურისტული მოტივით სტუმრობისა და მათი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კავშირების შესახებ.

ქართულია მედია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების შესახებ კრემლის პოზიციას ტირაჟირებს.

ბრიტანულმა გამოძიებამ გაასაჯაროვა  ფაქტები ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ.

  • ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები  გათვიკის აეროპორტში პარასკევს, 2 მარტს  ჩაფრინდნენ. შემდეგ ისინი ლონდონში მატარებლით გაემგზავრნენ, სადაც 1 საათი სადგურ “ვატერლოოზე” გაატარეს. ამის შემდეგ ისინი მივიდნენ სასტუმრო City stay hotel-ში, სადაც შაბათამდე გაჩერდნენ. როგორც გამოძიებამ დაადგინა,  სასტუმროში მომწამვლელი აგენტის ”ნოვიჩოკის”  კვალი აღმოაჩინეს. იგი მოთავსებული იყო ყუთში, რომელიც ნინა რიჩის სუნამო “Premier Jour”-ს იდენტურია.
  • პეტროვმა და ბოშიროვმა 3 მარტს დატოვეს სასტუმრო და მეტროთი მივიდნენ სადგურ “ვატერლოოზე”, საიდანაც ქალაქ სოლსბერიში გაემგზავრნენ. იქ  მათ რამდენიმე საათი გააატრეს და შემდეგ უკან, ლონდონში დაბრუნდნენ. როგორც გამოძიებამ აღნიშნა, მათი მიზანი ტერიტორიის “შესწავლა” იყო.
  • მკვლელობის დღეს, 4 მარტს, ისინი იმავე მარშრუტით სოლსბერიში ჩავიდნენ. სკრიპალების სახლთან ძალიან ახლოს ისინი კამერებმა დააფიქსირა. გამოძიება დარწუმენულია, რომ სწორედ ამ დროს მოწამლეს მათ სკრიპალების შესასვლელი კარის სახელური.
  • პეტროვი და ბოშიროვი იმ დღესვე დაბრუნდნენ ვატერლოოს სადგურზე, შემდეგ კი ჰითროუს აეროპორტიდან 22:30 სთ-ზე მოსკოვში გაემგზავრნენ.
  • ორივე ეჭვმიტანილს რეალური პასპორტები ჰქონდა, რომლებიც რუსლან ბოშიროვისა და ალექსანდრე პეტროვის სახელზე 2016 წელს გაიცა. თუმცა, უცანურია, რომ მათ პასპორტები თითქმის ერთდროულად აიღეს, და განსხვავება პასპორტის ნომრებს შორის მხოლოდ ბოლო ციფრია (1294 და1297).

ეს საქმე Bellingcat-მა და The Insider-მა შეისწავლეს და 14 სექტემბერს შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნეს:

  • მასალაში გამოქვეყნებულია  ალექსანდრე პეტროვის  დოკუმენტები, რომლის მიხედვით პეტროვი არის ფედერალური მიგრაციის სამსახურის (FMS) წევრი. მის დოკუმენტებს აქვთ ნიშანი ” ინფორმაცია არ გაიცმა“. სტანდარტული სამოქალაქო პასპორტის ფაილში კი მსგავსი ბეჭედი “ინფორმაცია არ გაიცემა” უბრალოდ არ არსებობს.

"

  • იმ  ფაილს, რომელსაც აწერია  “ინფორმაცია არ გაიცემა”, პეტროვს მინიჭებული აქვს ნომერი 195-79-66. BBC-ის წყარომ ფედერალური მიგრაციის სამსახურიდან განაცხადა, რომ ეს ბეჭედი განთავსებულია სპეციალური სამსახურების ოფიცრებისა და მაღალჩინოსნების დოკუმენტებზე, რათა მათი პირადი ინფორმაცია იქნეს დაცული სხვა სამსახურებისგან. ამავდროულად, “ნოვაია გაზეტა” მიიჩნევს, რომ ეს არა კოდი, არამედ ტელეფონის ნომერია,  რომელიც უკავშირდება ATS 195- ს ხოროშევსკში, მოსკოვის რაიონში. ამავე არეალში მდებარეობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს GRU- ს შტაბ-ბინა.

"

  • ABC News ჟურნალისტმა პატრიკ რიველმა და დამოუკიდებელი რეპორტიორმა ოლივერ კაროლმა ერთსა და იმავე  დროს დარეკეს Bellingcat-სა and The Insider-ის ანგარიშში მითითებულ ნომერზე. ორივე მათგანს  დაუდასტურეს რომ ნომერი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, თუმცა კაროლს  კითხვაზე, მუშაობდა თუ არა პეტროვი იქ, პასუხი არ გასცეს..

5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სკრიპალების საქმის გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადება გააკეთა. როგორც ის ამბობს, ეჭვმიტანილი პირები რუსეთის სახელმწიფო სადაზვეროვო სამმართველოს თანამშრომლები არიან.

ტერეზა მეი: “მარტში ვთქვი, რომ ამ საქმეში რუსეთი პასუხისმგებელი იყო. ახლა ჩვენ გვყვავს საქმეში ჩართული პირები, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წასვლა “.

მისი თქმით, მაისიდან ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებისთვის საფუძვლიანი და მეთოდური მუშაობა ჩატარდა. 25 დეტექტივი 11 000 საათის განმვალოვობაში დანაშაულის კვალზე მუშაობდა და ახლა გამოძიებას დამნაშავეების დასაკავებლად საკმარისი მტკიცებულება აქვს.

“და როცა ეს ადამიანები დატოვებენ რუსეთს, ჩვენ ყველა შესაძლო ნაბიჯს გადავდგამთ მათი დაპატიმრებისთვის და ექსტრადირებისთვის, რათა აქ, გაერთიანებულ სამეფოში, მართლმსაჯულების წინაშე პასუხი აგონ”, – განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტერეზა მეის განცხადებას გამოეხმაურა. მან ამ საქმესთან რუსეთისა და ეჭვმიტანილი პირების რაიმე კავშირი გამორიცხა.

ვლადიმერ პუტინი: “ჩვენ, რა თქმა უნდა, შევამოწმეთ ვინ არიან ეს ადამიანები. ჩვენ ვიცით ვინც არიან ისინი, ჩვენ ისინი ვიპოვეთ. ისინი, რა თქმა უნდა, სამოქალაქო პირები არიან… ვიმედოვნებ, ისინი გამოჩნდებიან და თავად იტყვიან ყველაფერს. ასე აჯობებს ყველასთვის”.

მეორე დღესვე, 13 სექტემბერს საქმეში ეჭმიტანილმა პირებმა ინტერვიუ Russia Today- ს მისცეს, სადაც განაცხადეს, რომ სოლსბერის მოსანახულებლად ტურისტული მიზნით მეგობრების რჩევით ჩავიდნენ და სკრიპალების საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

ინტერვიუში ეჭვმიტანილების განცხადებები არ ემთხვევა ონლაინ საგამოძიებო ჯგუფის Bellingcat-ის, The Insider-ის და ბრიტანული საგამოძიებო ჯგუფის გამოქვეყნებულ ინფორმაციას.


ეჭვიმატანილების ვერსია RT-ზე რეალური ფაქტები
მეგობრების რჩევით დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ სოლსბერში მოგზაურობას, მისი გოთიკური არქიტექტურის სანახავად აქვეყნებს ავიაკომპანია აეროფლოტის სამგზავრო მანიფესტს, რომლის მიხედვით, მათ ფრენა 1 მარტს, მოსკოვის დროით 22:00 ანუ გამგაზვრების წინა ღამეს დაჯავშნეს.

მათ დამატებით 4 მარტს მოსკოვში უკან დასაბრუნებელი ორი ბილეთიც იყიდეს.

ეჭვმიტანილები აცხადებენ, რომ სოლსბერის კათედრალის სანახავად წავიდნენ, ქალაქში სეირნობის დროს შესაძლოა, მიაღწიეს კიდეც სკრიპალების სახლს, მაგრამ არ იცოდნენ სად იყო იგი. სოლსბერის კათედრალი არის მხოლოდ 15 წუთის სავალზე ადგილობრივი მატარებლის სადგურიდან, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. თუმცა, ორივე მათგანი ზუსტად საპირისპირო მარშრუტით, სამხრეთით პირდაპირ სერგეი სკრიპალის სამეზობლოში გაემართა. სათვალთვალო კამერებმა ისინი დააფიქსირა ბენზინგასამართ სადგურთან, რაც ერთი წუთის სავალზეა სკრიპალების სახლიდან.
ბოშიროვი და პეტროვი მოკლე ვიზიტს სოლსბერში ცუდი, ტალახიანი და თოვლიანი ამინდით ხსნიან. შაბათს ტემპერატურა სოლსბერიში 5 გრადუსი იყო ანუ 12 გრადუსით მაღალი, ვიდრე მოსკოვში.

4 მარტს, კვირას თოვლი მთლიანად იყო დამშრალი ყველგან, რაც CCTV ფოტოებზეც ჩანს.

შაბათს სოლსბერში მხოლოდ 1 საათი გაატარეს, შემდეგ ისინი სადგურზე ყავისთვის წავიდნენ. მათ ლონდონის სასტუმროდან სოლისბერის მატარებლის სადგურამდე 2საათი და 30 წუთი დაყვეს. ისინი სოლსბერში 2 საათი იმყოფებოდნენ.
პეტროვი და ბოშიროვი საკათედრო ტაძარს ზუსტად აღწერენ.

მათ ასევე განაცხადეს, რომ მსოფლიოში ცნობილი ქვის ხანის ძეგლის Stonehenge-ის ნახვა სურდათ, მაგრამ ცუდი ამინდის გამო ვერ მოახერხეს.

აღწერა ვიკიპედიის ინფორმაციის იდენტურია.

ამინდი სოლსბერში ბევრად უკეთესი იყო კვირას, ხოლო ტურისტული ღირშესანიშნაობა მნახველებისთვის ღია იყო.

პეტროვი და ბოშიროვი თავს კვებითი დანამატების, ფიტნესისა და ჯანსაღი კვების ბიზნესმენებად ასაღებენ. მეწარმეები ამ ინდუსტრიაში რეკლამირებას უკეთებენ თავიანთ მომსახურებას და პროდუქციას ფართო მასშტაბით, მათ შორის მედიის საშუალებით. თუმცა, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში ძებნისას მათი სახელები ამ ინდუსტრიასთან არ ასოცირდება

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ტერეზა მეის სპიკერმა აღნიშნულ ინტერვიუს “დაზვერვის სამსახურის შეურაცხყოფა”უწოდა და განაცხადა, რომ იგი სავსე იყო ტყუილებით და აშკარა გაყალბებებით”. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანთმა თვითერზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა: “დროა შევაჩეროთ ყალბი ტელე-გადაცემები- მთელმა მსოფლიომ დაინახა რუსეთი ამ საქმეში”.

ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ რუსი მოქალაქეების ფოტო-მასალებზე რუსული მედიის გზავნილები რამდენჯერმე შეიცვალა

  • 9 სექტემბერს გამოქვეყნებული Newsland-ის სტატიის  მიხედვით, ფოტოზე აღბეჭდილი რუსი მოქალაქეები ბრიტანელი მსახიობები არიან.
  • მოგვიანებით თავად ფოტოები მანიპულაციურად გამოცხადდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ  განაცხადა, რომ ფოტოები გაყალბებულია და მასზე დატანილი გადაღების დრო არის შეცვლილი.
  • შემდგომი  გზავნილები ადასტურებდნენ, რომ ფოტოზე ნამდვილად რუსი მოქალაქეები იყვნენ, თუმცა ისინი მხოლოდ ტურისტული მიზნით ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში.
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist