კრემლის ტროლების ინფილტრაცია ცნობილი დასავლური მედიების პლატფორმებზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

37
VIEWS

კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ღიად კრემლისტურ საინფორმაციო გავლენის კამპანიას მიაკვლიეს, რომელიც დასავლური მედია საიტების კომენტარების ველის “პროვოკაციულად პრორუსული ან ანტიდასავლური გზავნილებით” გავსებაზეა ორიენტირებული. კვლევის თანახმად, ფართომასშტაბიანი გავლენის ოპერაცია სისტემატურად მანიპულირებს დასავლურ მედიაზე, რათა კრემლის ინტერესების ხელშემწყობი პროპაგანდა და დეზინფორმაცია გაავრცელოს.

როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, მსგავსი ტიპის ოპერაციის სამიზნე 16 ქვეყნის 32 ცნობილი მედიასაშუალება გახდა. მათ შორის ისეთი ვებგვერდები, როგორიცაა ბრიტანული The Times, The Daily Mail და Daily Express, ამერიკული Fox News და Washington Post, ფრანგული Le Figaro, გერმანული Der Spiegel და Die Welt, ასევე, იტალიური La Stampa.

მკვლევართა გუნდმა დასავლურ მედიაში რუსეთის თემაზე გამოქვეყნებული 242 სტატია გამოავლინა, რომელთა კომენტარებშიც, შინაარსის საპასუხოდ, პროვოკაციულად პრორუსული ან ანტიდასავლური განცხადებები ქვეყნდებოდა. მოცემულ კომენტარებს კი,  შემდგომ, მთელი რიგი რუსულენოვანი მედიასაშუალებები პოლიტიკურად სადავო მოვლენებზე მომზადებული საკუთარი სტატიების ლეგიტიმაციისათვის იყენებდნენ. აღნიშნული კომენტარების ხარჯზე, აღნიშნული მედიასაშუალებები რუსულ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის აუდიტორიებს დასავლეთში საზოგადოებრივი აზრის შესახებ მცდარ შთაბეჭდილებას უქმნიდნენ. ფსევდო მედიასაშუალებებთან ერთად, მსგავსი კომენტარებს აშუქდებდნენ ისეთი ვებსაიტებიც, რომლებიც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში არიან შემჩნეულნი, ნაწილი კი დასავლური სპეცსამსახურების მიერ რუსულ დაზვერვასთან კავშირშია მხილებული.

აღნიშნული გავლენის ოპერაცია მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე ონლაინ აქტივობების კვლევის ფარგლებში გამოვლინდა. მაგრამ, მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ეს ტაქტიკა 2018 წლიდან მოყოლებული სულ უფრო აქტიურად გამოიყენება.

კარდიფის უნივერსიტეტის დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მარტინ ინესმა აღნიშნა, რომ გავლენის ეს კონკრეტული კამპანია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი საერთაშორისო მასშტაბისა და მედიასაშუალებების, ვებსაიტებისა და სოციალური მედიის კოორდინირებულად მანიპულირების დახვეწილი მეთოდის გამო. დასავლური მედიების კომენტარების სექციებზე თავდასხმით, კამპანიამ შეძლო, საკუთარი პროპაგანდა, ძირითად, გაბატონებული აზრად წარმოეჩინა.

ინესის თქმით, დასავლური მედიები, რომლებიც კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, განსაკუთრებით დაუცველნი არიან ამ სახის მანიპულაციის წინაშე, რადგან მათ ამგვარი ტაქტიკიების გამოსავლენი, შემაკავებელი და აღსაკვეთი უსაფრთხოების მექანიზმები არ გააჩნიათ. ტროლებს მარტივად შეუძლიათ ვინაობის ცვლილება, რასაც ტექნოლოგია რეალურად შესაძლებელს ხდის.

პროკრემლისტური კომენტარების გამავრცელებელი ანგარიშების დეტალური შესწავლისას გამოიკვეთა ისეთი ანგარიშებიც, რომლებიც ხშირად იცვლიდნენ ვინაობას და ადგილმდებარეობას. მაგალითად, ერთ-ერთმა ანგარიშმა გასული (2020) წლის ივნისში, შექმნის შემდეგ, ადგილმდებარეობა 69-ჯერ, ხოლო სახელი – 549-ჯერ შეიცვალა.

კვლევით, აგრეთვე, დასტურდება კოორდინაცია რუსულ სახელმწიფო მედიასა და არასახელმწიფო Patriot Media Group-თან დაკავშირებულ გამოცემებს შორის, რომლებიც აკვირდებოდნენ და იყენებდნენ ამ კომენტარებს, რათა გაევრეცელებინათ სტატიები სათაურით “Daily Mail-ის მკითხველები ამბობენ, რომ…” და “Der Spiegel-ის მკითხველები ფიქრობენ…”, იმის დასამტკიცებლად, რომ დასავლეთში რუსეთისა და პუტინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. ამგვარი რუსულენოვანი სტატიები, ასევე, ვრცელდებოდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით ბულგარეთში.

პროფესორი ინესი აღნიშნავს, რომ ვინაიდან მეინსტრიმული სოციალური მედია პლატფორმები უფრო ფრთხილნი გახდნენ უცხო ქვეყნის გავლენის ოპერაციების რისკების მიმართ, დეზინფორმაციულმა აქტორებმა და პროპაგანდისტებმა მედია ეკოსისტემაში ახალი სისუსტეების ძებნა დაიწყეს, რასაც აღნიშნული გავლენის ოპერაციაც ცხადყოფს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist