კრემლის News Front ამტკიცებს, რომ 3 050 = 20 000-ს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

efefg
98
VIEWS

2 თებერვალს კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ლიბერალები აჭარაში ახალ ანტირუსულ პროვოკაციას იდეურად ამზადებენ”. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართულ მედიაში რუსულ ინვესტიციებზე საუბრობენ და აპროტესტებენ, მაშინ, როდესაც საფრთხე თურქეთიდან მოდის.

News Front Georgia იმეორებს ძველ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის წლებში 20 000 თურქეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ამით აჭარაზე თურქეთის გავლენის გაზრდას შეუწყო ხელი.

News Front Georgia: “სააკაშვილმა, 20 000 თურქს დაურიგა მოქალაქეობა და აჭარა დავიბრუნეო, გვახარა, თურქულ ინვესტიცებს თურქული კვარტლები მოჰყვა, ბათუმში ოკუპანტებზე კი რაც ჩასაბარებელი იყო აჭარიდან დაწყებული კოდორის ხეობამდე დასრულებული, ყველა სტრატეგიული ობიექტი ლანგრით მიართვა რუსულ კომპანიებს.”

ცნობა, იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლების დროს 20 ათას თურქეთის მოქალაქეს მოქალაქეობა მიენიჭა, სტატისტიკით მანიპულირებაა, რადგან იუსტიციის სამინისტრორს ოფიციალური მონაცემებით,  2004 წლიდან 2018 წლის 11 აპრილამდე საქართველოს მოქალაქეობა ჯამში თურქეთის 3 050 მოქალაქეს მიენიჭა და არა 20 ათასს.

სტატისტიკით მანიპულაცია, თითქოს წინა ხელისუფლების დროს 20 000 თურქეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, წლებია გრძელდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2004 წლიდან 2018 წლის 11 აპრილამდე საქართველოს მოქალაქეობა ჯამში თურქეთის 3 050 მოქალაქემ მიიღო. 

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს  (2004-2013) მოქალაქეობა სულ 2 886 თურქეთის მოქალაქეს მიენიჭა.


2005 2007 2009 2010 2011 2012 2013
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება 1 3 8 16 40 22 2 796

ქართული ოცნების მმართველობის დროს (2014-2018) წლებში კი საქართველოს მოქალაქეობა სულ 164 თურქეთის მოქალაქეს მიენიჭა.

2014 2015 2016 2017 2018
 

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება

21 40 73 26 4

დეზინფორმაციის წყაროები

სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა წყაროები ახდენდნენ, მათ შორის პატრიოტთა ალიანსი.


გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: “სააკაშვილი კიდევ 6 წელი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დღეს აჭარა აღარ იქნებოდა საქართველოს შემადგენლობაში. დამიჯერეთ, რომ ესე იქნებოდა. დღეს რაც ხდება აჭარაში, ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილს ეს გეგმა ჰქონდა. 25 000-მა თურქმა მიიღო ქართული პასპორტი და ცხოვრობს აჭარაში, 25 000-მა. ხვალ, ზეგ 10 000 -15 000 რომ დაემატოს, ფაქტიურად თურქულ პარტიას შექმნიან როგორც მოხდა ეს ბულგარეთში და მერე შეიძლება პლებისციტიც კი ჩაატარონ და გამოეყონ საერთოდ საქართველოს“. დავით აქუბარდია, წამყვანი: “23 000 თურქს აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი. აი მათ რომ ადგილობრივ არჩევნებში მიიღონ ახლა შემოდგომაზე მონაწილეობა პირველ ადგილზე გავლენ ბათუმში.” სიმონ კილაძე, ანალიტიკოსი, რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული: “თურქეთის მოქალაქეობა 40 ათასმა „ახისკა თურქმა“ („მესხეთელმა თურქმა“) მიიღო. ნოემბერში ისინი საქართველოდან გასახლების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.”
ობიექტივი, ღამის სტუდია, 21 მარტი, 2018 კავკასია, სპექტრი, 15 მარტი, 2017 სიმონ კილაძე, 17 სექტემბერი, 2019

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:  დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთის 25 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist