კრემლის მედიის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ დონეცკში აკრძალული კასეტური ჭურვი გამოიყენა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

339
VIEWS

14 ივნისს რუსეთის პირველ არხის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ამტკიცებენ, რომ უკრაინამ დონეცკში აკრძალული ფრანგული წარმოების კასეტური ჭურვები გამოიყენა. სიუჟეტის თანახმად, საფრანგეთმა ჯერ კიდევ 2007 წელს მოაწერა ხელი გაეროს კონვენციას, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას და შესაბამისად, საფრანგეთს ყველა კასეტური საბრძოლო მასალა განადგურებული უნდა ჰქონდეს. პირველი არხი მტკიცებულებად ჭურვის ფოტოებს იყენებს, რომელიც, მათი თქმით,  ფრანგული კასეტური ჭურვი CAESAR-ია.

Screenshot 1 2 კრემლის მედიის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ დონეცკში აკრძალული კასეტური ჭურვი გამოიყენაScreenshot 3 6 კრემლის მედიის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ დონეცკში აკრძალული კასეტური ჭურვი გამოიყენა

ინფორმაცია, თითქოს უკრაინა დონეცკში აკრძალულ კასეტურ ჭურვებს იყენებს, სხვა რუსულმა მედიებმაც 1,2,3 გაავრცელეს.

Screenshot 4 7 კრემლის მედიის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ დონეცკში აკრძალული კასეტური ჭურვი გამოიყენა

მტკიცება, თითქოს უკრაინა აკრძალულ კასეტურ ჭურვებს იყენებს სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ვიდეოში გამოსახულია ფრანგული წარმოების 155 მმ კალიბრიანი აქტიურ-რეაქტიული ჭურვი, რომელიც  სამხედრო ტექნიკის კლასიფიკაციით, არ განეკუთვნება კასეტურ საბრძოლო მასალას და, შესაბამისად, არცერთი საერთაშორისო კონვენციითა თუ საერთო შეთანხმებით არ არის აკრძალული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მითების დეტექტორი შეიარაღების სპეციალისტს – გიგა ინაშვილს დაუკავშირდა. ინაშვილმა გაანაცხადა, რომ ფოტოზე გამოსახულია ფრანგული კომპანიის – NEXTER-ის მიერ გამოშვებული მსხვრევად-ფუგასური ჭურვი და მისი გამოყენება აკრძალული არ არის. მისი თქმით, მტკიცება, თითქოს უკრაინა ფრანგულ კასეტურ ჭურვს იყენებს კრემლის დეზინფორმაციის ნაწილია.

გიგა ინაშვილი: აღნიშნული საბრძოლო მასალა არის ფრანგული წარმოების 155 მმ კალიბრიანი LU211 ტიპის მსხვრევად-ფუგასური, აქტიურ-რეაქტიული ჭურვი. არ განეკუთვნება კასეტური საბრძოლო მასალების კატეგორიას და არაა აკრძალული არცერთი კონვენციით. ეს ჭურვები უკრაინას CAESAR-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებთან ერთად მიეწოდა მიმდინარე სამხედრო დახმარების ფარგლებში.

ინაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ტიპის ჭურვებს შიგნიდან RDX (ყვითელი ფეთქებადი ნივთიერება) აქვს ჩადებული. ასეთი კონსტრუქცია კი მსხვრევად-ფუგასურ ჭურვებს აქვთ.

Screenshot 5 8 კრემლის მედიის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ დონეცკში აკრძალული კასეტური ჭურვი გამოიყენა
სქრინშოთი: researchgate.net

ინფორმაცია ამ ტიპის ჭურვზე კომპანია nexter-group-ის საინფორმაციო ბროშურაშიც არის   წარმოდგენილი.  LU211 ტიპის ჭურვი უზრუნველყოფს შორ მანძილზე ცეცხლის გახსნას. შეუძლია 30 კილომეტრის მანძილზე დაფარვა და ორჯერ აღემატება კონვენციური M107 155მმ ჭურვის ეფექტურობას. 

Screenshot 6 8 კრემლის მედიის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ დონეცკში აკრძალული კასეტური ჭურვი გამოიყენა
სქრინშოთი: nexter-group.fr

აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა უკრაინისთვის 155მმ კალიბრიანი ჭურვები გაეგზავნა, CAESAR ტიპის საარტილერიო სისტემასთან ერთად.

კონვენციას კასეტური საბრძოლო მასალების შესახებ საფრანგეთმა ხელი 2008 წელს მოაწერა, რატიფიკაცია კი 2009 წლის 25 სექტემბერს განხორციელდა. 2016 წელს საფრანგეთმა დაასრულა ყველა კასეტური საბრძოლო მასალის განადგურება. 

Screenshot 12 9 კრემლის მედიის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ დონეცკში აკრძალული კასეტური ჭურვი გამოიყენა
კონვენციის წევრი ქვეყნები, რომლებმაც დაასრულეს კასეტური საბრძოლო მასალების განადგურება წყარო: the-monitor.org

 


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist