კრემლის მედია პოლონელი პოლიტიკოსის ციტატას არასრული კონტექსტით ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

146
VIEWS

16 თებერვალს რუსულ პროპაგადისტულ მედიასა – Ukraina.ru, argumenti.ru  და ფეისბუკის ქართულ ანგარიშზე გავრცელდა პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერის – მიხალ კამინსკის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომლის მიხედვითაც, კამინსკიმ თქვა, რომ დღეს, უკრაინელები ჰომოსექსუალობის უფლებისთვის იღუპებიან. argumenti.ru წერს, რომ როგორც იქნა, პოლონელმა სენატორმა აღიარა, თუ რატომ ებრძვის ნატო რუსეთს. 

პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერის, მიხალ კამინსკის ინტერვიუს ფრაგმენტი არასრულად ვრცელდება. რეალურად, ინტერვიუში იგი შემდეგ ფრაზას ამბობს: “დღეს უკრაინელები იღუპებიან იმისთვის, რომ ჰქონდეთ უფლება იყვნენ ჰომოსექსუალები, მემარცხენეები, მემარჯვენეები, კათოლიკები, მართლმადიდებლები ან ათეისტები; ჰქონდეთ უფლება თავად აირჩიონ თავიანთი პრეზიდენტი, სენატორი, დეპუტატი და ა.შ.”

რადიო Zet-ის ინტერვიუ მიხალ კამინსკისთან 2022 წლის 21 სექტემბერსაა ჩაწერილი და იმ პერიოდში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. კამინსკიმ ინტერვიუში პოლონეთის მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უკრაინას საკმარისად არ ეხმარება. 

მისი თქმით, პოლონეთის მთვარობას დაავიწყდა, რომ ეს არ არის ომი უბრალოდ ორ ერს შორის, არამედ ღირებულებების ომია და მთელი დასავლეთი უკრაინის მხარეს სწორედ ამიტომ იჭერს.   

მიხალ კამინისკი, პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერი: პოლონეთის მთავრობას არ ახსოვს, რომ ეს არის, პირველ რიგში, ღირებულებების ომი. დღეს უკრაინელები იღუპებიან იმისთვის, რომ ჰქონდეთ უფლება იყვნენ ჰომოსექსუალები, მემარცხენეები, მემარჯვენეები, კათოლიკები, მართლმადიდებლები ან ათეისტები; ჰქონდეთ უფლება თავად აირჩიონ თავიანთი პრეზიდენტი, სენატორი, დეპუტატი და ა.შ. ისინი იღუპებიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროინტეგრაციისთვის, რასაც ეს ხელისუფლება (პოლონეთის ხელისუფლება) აკრიტიკებს და შეძლებისდაგვარად ანელებს“. 

ინტერვიუში კამინისკიმ აღნიშნა, რომ, რადგან პოლონელმა ხალხმა საკუთარ თავზე აიღო უკრაინელების დახმარების ტვირთი, ლოგიკური იქნებოდა, თუ უკრაინის აღდგენის თემაზე გასამართი კონფერენცია ბერლინის ნაცვლად ვარშავაში ჩატარდებოდა. მისი განმარტებით, კონფერენციის ვარშავის ნაცვლად ბერლინში გამართვაც პოლონეთის ხელისუფლების ბრალია. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist