კრემლის მედია ბრიტანეთის ელჩს ირანის საპროტესტო აქციის ორგანიზებას აბრალებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

წერგ
92
VIEWS

12 იანვარს კრემლისტურმა მედიამ News Front Georgia გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ირანელებმა ბრიტანელ ელჩს ჭკუა ასწავლეს”, რომელიც  11 იანვარს ირანში გაერთიანებული სამეფოს ელჩის რობერტ მაკეირის საპროტესტო აქციაზე დაკავებას შეეხება. News Front Georgia მტკიცებით, ელჩი მაკეირი ირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო, აქციის მონაწილეებს მითითებებს აძლევდა და მიმდინარე პროტესტს ტელეფონით იღებდა. სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ აშშ-ს თეირანში საელჩო არ აქვს და სწორედ ამიტომ ამერიკელები ირანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ვერ ახერხებენ.

ინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთის ელჩი ირანში საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის დააკავეს, კიდევ არაერთმა კრემლისტურმა მედიამ გაავრცელა, მათ შორის: Ria Novosti, Sputnik.kg, gazeta.ru, Russia Today, lenta.ru. ისინი წყაროდ ირანულ გამოცემა Tasnim News Agency-ს ასახელებენ.

კრემლის და ირანული სახელისუფლებო მედიის მტკიცება, თითქოს გაერთიანებული სამეფოს ელჩი ირანში საპროტესტო აქციას ხელმძღვანელობდა, დეზინფორმაციაა. ირანის ოფიციალური პირები მის დაპატიმრებას გაუგებრობას უწოდებენ, თავად ელჩი კი დემონსტრაციებში მონაწილეობას უარყოფს.

BBC-ის და Telegraph-ის ცნობით, 11 იანვარს გაერთიანებული სამეფოს ელჩი  ავიაკატასტროფაში დაღუპულებისათვის პატივის მისაგებად გამართულ საჯარო სამძიმარს ესწრებოდა და ის უკანა გზაზე საელჩოში დაბრუნებისას დააკავეს. რობერტ მაკეირმა ტვიტერზე საპროტესტო აქციაში მონაწილეობა უარყო და აღნიშნა, რომ როდესაც საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო, მან ტერიტორია დატოვა. მაკეირი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

ირანული გამოცემა Tasnim News Agency, რომელსაც კრემლის მედია წყაროდ ასახელებს, ნახევრად ოფიციალური, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული სააგენტოა. ცნობები, თითქოს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, ოფიციალურ წყაროებში არ დადასტურებულა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილე და ირანის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში აცხადებენ, რომ რობერტ მაკეირის დაპატიმრება გაუგებრობა იყო.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, ირანი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist