კრემლის მედია არჩილ ტატუნაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

sad
989
VIEWS

2 აპრილს საქართველომ ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღე აღნიშნა. ამ ფაქტს 5 აპრილს Sputnik Ossetia გამოეხმაურა სტატიით, რომელშიც ექსპერტად მოხსენიებული პირი, სახელად იგორ ჩოჩიევი ტატუნაშვილის კონტრაბანდასთან კავშირზე საუბრობდა.

 

იგორ ჩოჩიევი: “როგორც ლენინგორის, ისე წეროვანის რაიონის ყველა მაცხოვრებელმა იცის, რომ ტატუნაშვილმა კონტრაბანდული საქმიანობა და ლენინგორის რაიონის ტერიტორიაზე შესვლა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ცალკეული თანამშრომლების დაჟინებული თხოვნის შემდეგ დაიწყო”

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება და კრემლის დაფინანსებული “სპუტნიკი” არჩილ ტატუნაშვილის დისკრედიტაციას მისი გატაცების დღიდან, 2018 წლის 22 თებერვლიდან, ცდილობდნენ. ტატუნაშვილის სახელს ხან ქართულ სპეცსამსახურებთან, ხან ლენინგორში ტერაქტის მცდელობასთან აკავშირებდნენ.

"'

ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი გარდაცვალების მიზეზზეც. ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით Sputnik Ossetia წერდა, რომ ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა. გარდაცვალების სხვა ვერსია გულის უკმარისობა იყო. საქართველოში გადმოსვენების შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას სხეულზე მრავლობითი დაზიანება და წამების კვალი აღენიშნებოდა.

სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. სპუტნიკმა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, საერთაშორისო არენაზე საინფორმაცია სააგენტო RIA Novosti და “რუსეთის ხმა” ჩაანაცვლა. პლატფორმას დიმიტრი კისილიოვი ხელმძღვანელობს. 2017 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, სპუტნიკი სხვა რუსულ მედიებთან ერთა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა.  ევროკავშირის სატრატეგიული კომუნიკაცების უწყების (East StratCom Task Force) პროექტი EUvsDisinfo სპუტნიკს კრემლის საინფორმაციო ზეგვალენის კამპანიების ფლაგმანს უწოდებს.


მოამზადა ნანა რაფავამ

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist