კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

4k
VIEWS

15 დეკემბერს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა Russia Today, ВЕСТИ, Радио Sputnik, Известия, News-Front, Ren TV, Лента новостей Киева, Вече, Eurasia Daily, ასევე Цариграда-ის ბელარუსულმა გამოცემამ უკრაინის პრეზიენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტის ფოტოსურათი გაავრცელეს. კარიკატურულ გრაფიტიზე ზელენსკი კალიის ფორმაშია გამოსახული და ევროკავშირით იკვებება. მედიასაშუალებების თანახმად, გრაფიტი მადრიდში ჯგუფ Typicaloptical-ის ხელოვანებმა დახატეს. ბლოგერეგმა, რომლებმაც ფოტო ინტერნეტსივრცეში გაავრცელეს, მას კომენტარად შემდეგი ფრაზა დაურთეს: “წადი სახლში, კალიავ! მადლობა”.

მადრიდში ასეთი გრაფიტის არსებობის შესახებ ინფორმაცია ფოტოს დართვის გარეშე შემდეგმა რუსულენობანმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს: Политика Сегодня, SM News, Народные новости, Федеральное Агентство Новостей

გრაფიტის ფიტო ინდივიდუალირმა რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც გაავრცელეს. (1,2,3,4,5)qhalbi zelenski madridshi კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს

qhalbi zelenski madridshi 1 1 კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს

გავრცელებული ფოტო პროგრამურალად არის დამუშავებული. რეალურად, მადრიდში, Plaza de las Cortes ქუჩაზე, ასეთი გრაფიტი არ გვხვდება. 27 დეკემბერს ამ ადგილას გადაღებული ფოტოებით  ამ ქუჩაზე ასეთი გრაფიტის არსებობა არ დადასტურდა. ფოტოს პირველწყარო ინსტაგრამ-ანგარიშია, რომელმაც ზელენსკის კარიკატურული გრაფიტის გაყალბებული ფოტოები წარსულშიც გაავრცელა. 

იმ ადგილის ზუსტი მდებარეობის დადგენაში, სადაც ფოტოს მიხედვით, გრაფიტი უნდა იყოს დახატული, “მითების დეტექტორს” ფაქტების გადამოწმების ეპსანური გამოცემა Maldita დაეხმარა. ეს ადგილი მადრიდში Plaza de las Cortes ქუჩაზე მდებარეობს. Google Street View-ს დახმარებით მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებაც შესაძლებელია.

qhalbi zelenski madridshi 2 კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
.                                                                                  წყარო: Google Street View

Google Street View-დან Plaza de las Cortes ქუჩის კადრებზე გზისა და ტროტუარის ისეთივე გამყოფი ბლოკები ჩანს, როგორიც გავრცელებულ ფოტოზე. გარდა ამისა სურათების ფონზე ერთი და იგივე შენობა ჩანს. 

თავის გვერდზე ინსტაგრამ-ანგარიშმა Typicaloptical-მა ფოტოსურათი 9 ნაწილად დაყოფილი სახით გამოაქვეყნა. ფოტოს ერთ-ერთ ნაწილზე ქუჩის აღმნიშვნელი აბრა უკეთესად ჩანს. გამოსახულება იმ აბრის იდენტურია, რომელიც  Google Street View-ს კადრზე ასახული შენობის კედელზე ჩანს.

qhalbi zelenski madridshi 3 კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
წყარო: Typicaloptical                                                                           წყარო: Google Street View

მადრიდის ცენტრში ქუჩების აღმნიშვნელო ტაბლოების დიდი ნაწილი კერამიკულია და ინდივიდუალური დიზაინი აქვს. Plaza de las Cortes ქუჩის აღმნიშვნელი ტაბლო ასე გამოიყურება:

qhalbi zelenski madridshi 4 კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
Plaza de las Cortes ქუჩის ტაბლო

27 დეკემბერს მითების დეტექტორის თხოვნით, ადგილზე, სადაც გრაფიტი უნდა იყოს დახატული, ორგანიზაცია The Critical Mass-ის თანამშრომელი თინათინ ჯაფარიძე მივიდა. მის მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ რეალურად, Plaza de las Cortes ქუჩაზე ზელენსკის გრაფიტი დახატული არ არის.

qhalbi zelenski madridshi 5 კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
კადრები გდაღებულია 27 დეკემბერს

აღსანიშნავია, რომ სააგენტო Donutstudio.pl-ის 3D მხატვრობის სპეციალისტების, ლუკაშ პოლიაკის და პშემისლავ ვოიჩაკის თქმით, 3D სტილის გრაფიტის წაშლის შემდეგაც ზედაპირზე შესაბამისი კვალი რჩება. ლოკაციის ფოტოებში კი ასეთი კვალი არ ჩანს.

  • ინსტაგრამ-ანგარიში Typicaloptical ზელენსკის კარიკატურების 3D გრაფიტის გაყალბებულ ფოტოები წარსულშიც გაავრცელა

ზელენსკის კარიკატურის გრაფიტის გაყალბებული ფოტო ინსტაგრამ-ანგარიშმა Typicaloptical გაავრცელა. ამჟამად ანგარიშის გვერდზე ფოტო ნაწილ-ნაწილ არის გამოქვეყნებული და ერთიან კოლაჟს ქმნის.

qhalbi zelenski madridshi 6 კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს

ანგარიშს სხვა კონტეტნტი ამჟამად გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა წარსულში Typicaloptical-მა ზელენსკის 3D გრაფიტის ორი გაყალბებული ფოტო გაავრცელა.

გაყალბებული ფოტოები, რომლებიც Typicaloptical-მა გაავრცელა იმავე ქუჩების რეალური ფოტოები
111 კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს 22 კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
ვარშავა, ზოლოტაიას ქუჩისა და იოანე-პავლე II-ის ქუჩის კვეთა. წყარო: Укринформ
33 კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს 44 კრემლის მედია ამჯერად ზელენსკის მადრიდში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
პარიჟი, გალიენის ქუჩა, მეტროსადგურ Saint-Mande-ს შესასვლელი. წყარო: მითების დეტექტორი

3D გრაფიტი, რომელიც გავრცელებული ცნობებით, პარიზში იყო დახატული, მითების დეტექტორმა დეკემბრის დასაწყისში გადაამოწმა – ადგილზე ასეთი გარფიტი დახატული არ არის. ხოლო გრაფიტი, რომელიც ვარშავაში უნდა ყოფილიყო დახატული, რამდენიმე სააგენტომ: Delfi-მ, უკრაინულმა მედიასააგენტომ Укринформ-მა და ფაქტების გადამოწმების პოლონურმა პროექტმა Konkret 24-მა გადაამოწმეს. დაწვრილებით იხილეთ მითების დეტექტორის მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist