კრემლის ალტერნატიული “ჩერნობილი”

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

მირა - Copy
126
VIEWS

Medium-ის მასალის მიხედვით

HBO-ს “ჩერნობილი” IMDb-ზე ყველაზე რეიტინგული სერიალია, რომელიც გამოსვლისთანავე კრემლის და რუსეთის სახელმწიფო მედიის სამიზნე გახდა. მათ “ჩერნობილი” შეაფასეს, როგორც ამერიკული პროპაგანდის ნიმუში, რომელიც საზოგადოების თვალში საბჭოთა კავშირის იმიჯის შელახვას ცდილობს.

სერიალი არერთმა რუსულმა მედიამ გააკრიტიკა: Россия 24-ის ჟურნალისტმა სტას ნატანზონმა, აღნიშნა, რომ დასავლეთი საბჭოთა კავშირს მხოლოდ დახვრეტებთან, გულაგებთან და რეპრესიულ რეჟიმთან აიგივებს, შესაბამისად HBO უბრალოდ ვერ გაიგებდა თუ როგორ ზრუნავდა საბჭოთა კავშირი საკუთარ ხალხზე. 

დამოუკიდებელმა ონლაინ-გამოცემა Meduza-მ “ჩერნობილთან” დაკავშირებით კრემლის პროპაგანდისტულ მედია-საშუალებებში გამოქვეყნებულ სტატიებს თავი ერთად მოუყარა, რომელთა სათაურებია: “ტყუილების კედელი:  მინისერიალი “ჩერნობილი” შესანიშნავი პროპაგანდისტული იარაღია”, “ჩერნობილი” არის მინისერიალი საკუთარი ტყავის გადარჩენაზე და არა სულის”, “მინისერიალი “ჩერნობილი” Rosatom-ის (რუსეთის სახელმწიფო ატომური კომპანია) კონკურენტების საჩუქარია?”

"

“ჩერნობილი” ასევე ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალია KinoPoisk-ზე, რაც IMDb-ის რუსული ვერსიაა. სერიალის შეფასება 9.1/10-ია, თუმცა KinoPoisk-ს ის ტოპ 20-ეულში შეყვანილი არ ყავს.

"

ალტერნატიული “ჩერნობილი”

HBO-ს “ჩერნობილის” საპასუხოდ NTV-მ სერიალის საკუთარი ვერსია გადაიღო, რომლისთვისაც რუსეთის კულტურის სამინისტრომ 30 მილიონი რუბლი გამოყო. რუსული “ჩერნობილის” სცენარისტმა ალექსეი მურადოვმა განაცხადა, რომ არსებობს თეორია ჩერნობილის კატასტროფაში აშშ-ის კვალის შესახებ და სერიები სინამდვილეს ფარდას აუცილებლად ახდის. NTV-ს სერიალის ტრეილერი უკვე გამოსულია.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/9B2xPPy_y-s.jpg?itok=tyOh-Z-7″,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=9B2xPPy_y-s”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ “იდეოლოგიური მანიპულაციის” გამო HBO-ს “ჩერნობილის” აკრძალვა მოითხოვა და მის შემქმნელებს ჩივილით დაემუქრა. კრემლისთვის ფილმის ან ტელევიზიის ცენზურა სიახლეს არ წარმოადგენს, მაგალითისთვის, რუსეთში 2018 წელს კულტურის სამინისტრომ პოლიტიკური სატირა “სტალინის სიკვდილი” (The Death of Stalin) იმ მიზეზით აკრძალა, თითქოს დასავლეთი ამ ფილმით რუსეთის დესტაბილიზაციას ცდილობდა.

რუსეთის კონსპირაციული ნარატივი

რუსული კონსპირაციების მონიტორინგისთვის, რომელიც ჩერნობილის აფეთქებაში CIA-ს მონაწილეობას ეხებოდა, ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების ლაბორატორიამ (DFRLab) საძიებო სიტყვები Чернобыль და ЦРУ (CIA) რუსულ ონლაინ პლატფორმებზე მოძებნა და Sysomos-ის პროგრამის მეშვეობით 6 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით ამ ორი სიტყვის ერთობლივად ხსენების სიხშირე გააანალიზა. პროგრამამ ყველა პლატფორმაზე ჯამში ძიების 1 470 შედეგი დააფიქსირა და აჩვენა, რომ საძიებო სიტყვების სიხშირემ 4-5 ივლისს იმატა, რაც სწორედ ის პერიოდია, როდესაც “ჩერნობილის” ფინალური სერია გამოვიდა.

"

BuzzSumo-ს სტატიების ანალიზის მიხედვით კი, რომელიც შეიცავდა საძიებო სიტყვა ”Chernobyl”-ს, ყველაზე მეტი ინტერაქცია maximonline.ru-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ჰქონდა. აღნიშნული სტატია ეხებოდა ინგლისელი ქალის კრიტიკას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სერიალში შავკანიანი მსახიობები არ მონაწილეობდნენ. მესამე ყველაზე ინტერაქციული სტატია კი, რომელიც svoboda.org-ზე გამოქვეყნდა, ეხებოდა კომუნისტური პარტიის მოწოდებას რუსეთში სერიალ “ჩერნობილის” აკრძალვაზე.

"

Sysomos-სა და BuzzSumos-ს ანალიზის შედეგად 2 სხვადასხვა ნარატივი გამოიკვეთა: 1. 1986 წელს აფეთქება ჩერნობილში CIA-ს ოპერატიულმა ჯგუფმა გამოიწვია; 2. შავკანიანი მსახიობების არყოფნა სერიალში HBO-ს რასობრივ დისკრიმინაციაზე მეტყველებს.

“მითების დეტექტორი” რუსეთის მიერ სერიალი “ჩერნობილის” კრიტიკაზე ადრეც წერდა. მას შემდეგ, რაც მინისერიალმა პოპულარობა მოიპოვა, კრემლისტურმა მედიამ, ყველა სერია დეტალურად შეისწავლა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებიდან საბჭოთა მაღაროელების არყის სმის მეთოდებამდე სერიალში არაერთი “უზუსტობა” იპოვა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist