კრემლი და ქართველი აქტორები თბილისის საპროტესტო აქციებს უკრაინის მაიდანთან და “სახელმწიფო გადატრიალებასთან” აიგივებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რუს ქართ მედია - Copy
185
VIEWS

საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, ვიზიტის გასაპროტესტებლად 20-21 ივნისს გამართულ აქციებთან დაკავშირებით რუსულ და ქართულ მედიაში ახალი ნარატივები გაჟღერდა, რომლებიც პარალელს ავლებენ, ერთი მხრივ, თბილისის აქციებსა და ვარდების რევოლუციას შორის, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალებად წარმოაჩენენ, მეორე მხრივ კი, საქართველოში მიმდინარე პროტესტს 2014 წელს უკრაინაში მაიდანზე განვითარებულ მოვლენებს ადარებენ.

"

გზავნილი, თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 21 ივნისის ღამეს “ვარდების რევოლუციის” სცენარით სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, აქტიურად ვრცელდება “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების მიერ. იდენტური ნარატივს აქვეყნებენ რუსული მედია-საშუალებებიც, მათ შორის 5-tv, Versia და Московский Комсомолец-ი.

რაც შეეხება პარალელის გავლებას თბილისის საპროტესტო აქციებსა და უკრაინაში “მაიდანზე” გამართულ დემონსტრაციებს შორის, ეს განცხადებები ტრისტან წითელაშვილმა და საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა, არნო ხიდირბეგიშვილმა გაავრცელეს, რაც შემდგომ სპუტნიკ-საქართველომ გადაბეჭდა. მსგავსი ნარატივი გავრცელდა Sputniknews-ის ვებგვერდზეც.

  • ნარატივი N1: მიხეილ სააკაშვილს „ვარდების რევოლუციის“ გამეორება და სახელმწიფო გადატრიალებდა ჰქონდა დაგეგმილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 20-21 ივნისის მოვლენები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლად მოიხსენიეს და ამ კონტექსტში 2003 წლის „ვარდების რევოლუციასა” და 1991 წლის შეიარაღებულ პუტჩს შორის ტოლობის ნიშანი დასვეს. ბახტაძის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, ხოლოდ 21 ივნისის ღამეს პარლამენტზე შტურმი მესამედ მიიტანეს. მისი თქმით, წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით ამჯერად სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს აღეკვეთათ “უმძიმესი სცენარი ქვეყნისთვის”.

2003 წელს მშვიდობიან პროტესტს არჩევნების გაყალბებსი გამო პრეზიდენტ ედუარდ შვარდნაძის გადადგომა მოჰყვა, ხოლო 1991 წელს ხელისუფლებასა და მის მოწინააღმდეგებეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

რუსული გამოცემები 5-tv.ru, Versia.ru და Московский Комсомолец-ი წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე დასაბრუნებლად ახალი „ფერადი რევოლუცია“ სჭირდებოდა. Versia.ru-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილს უკრაინაში ძალიან მცირე პოლიტიკური შანსები აქვს, და საქართველოში დაბრუნება სურს; „ვარდების რევოლუციის“ ხელახლა მოწყობა კი იმიტომ მოინდომა, რომ “პოლიტიკური შურისძიებით თვითშეფასება აემაღლებინა და ამასთანავე ცარიელი საფულე შეევსო”.

„საქართველოში ვარდების სუნია“- ასე დაიწყო სტატია Московский Комсомолец-მა. სტატიაში მაგალითად მოყვანილია მიმართვა, როდესაც სააკაშვილმა პოლიციელებს მოუწოდა, ხალხის მხარეს დამდგარიყვნენ და აღნიშნულია, რომ ეს „ფერადი რევოლუციის“ წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ცნობილი ტაქტიკა და კლასიკური სვლაა.

  • ნარატივი N2: 20 ივნისი “თბილისური მაიდანი” იყო, სააკაშვილს სისხლი სჭირდებოდა, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში

საქართველოში რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებულმა გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2014 წელს მაიდანზე ცეცხლი ქართველმა ბოევიკებმაც გახსნეს, რომლებიც სააკაშვილს ექვემდებარებოდნენ. წითელაშვილის თქმით 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილს “სჭირდებოდა სისხლი, მსგავსად მაიდნის მოვლენებისა” და მომიტინგეთა პარლამენტში შეჭრასთან ერთად გეგმავდა კიევში მყოფი „ზონდერების მობილიზაციას თბილისში გადმოსატყორცნად.” აღნიშნული ინტერვიუ tvalsazrisi.ge-ს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

იდენტური გზავნილი გააჟღერა „საქინფორმის“ რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმაც, რომელიც „სპუტნიკ საქართველოს“ ვებგვერდსა და თავად „საქინფორმზე“ გამოქვეყნდა. ხიდირბეგიშვილმა 20 ივნისის მოვლენებს „ვარდების რევოლუციის მოწყობის დისტანციური მცდელობა“ უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს უფრო მეტად გავდა უკრაინულ მაიდანს, “რადგან სააკაშვილს სურდა პროტესტი სისხლში ჩახშობილიყო” და ამიტომაც ხელისუფლებას ძალის გამოყენება აიძულა.

20 ივნისის მოვლენებს “თბილისური მაიდანი” უწოდეს „sputniknews-ის პუბლიკაციაშიც. სტატიაში აღნიშნულია, რომ “მაიდანს” თბილისში, ისევე როგორც კიევში, სიკეთე არც ეკონომიკისთვის მოუტანია.

2014 წლის თებერვალში, კიევში, უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნით მაიდანზე საპროტესტო აქციები იმართებოდა, რასაც 18-20 თებერვლის პერიოდში დემონსტრანტების დარბევა მოჰყვა. მოვლენები “ევრომაიდნის” სახელითაა ცნობილი, რომლის განმავლობაშიც 100-ზე მეტი დაიღუპა და ათასამდე ადამიანი დაშავდა.

 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist