კრძალავს თუ არა წითელი ჯვარი ვაქცინირებულებისთვის სისხლის დონაციას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

92
VIEWS

23 მაისს ფეისბუკ მომხმარებელმა Goria Shova-მ გამოაქვეყნა  პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის წითელმა ჯვარმა  ვაქცინირებული ადამიანების სისხლის დონაციაზე უარი თქვა. პოსტის თანახმად, ვაქცინირებულების სისხლი და დნმ “გაფუჭებულია”. (atticsandmore.com)
;

ამერიკის წითელი ჯვარი სისხლის და პლაზმის შემოწირულობებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი პაციენტებისგან არ კრძალავს იმ შემთხვევაში, თუ დონორი თავს კარგად გრძნობს და იცის, რომელი ვაქცინა აქვს მიღებული. ასევე მცდარია პოსტის ავტორის მტკიცება, რომ ვაქცინა დნმ-ს “აფუჭებს”.

ამერიკული წითელი ჯვრის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია სისხლის დონაციის მიღებას აგრძელებს, იმის მიუხედავად, არის თუ არა დონორი აცრილი. ასევე განმარტებულია, რომ დონაციის გასაკეთებლად ვაქცინირებული ადამიანი თავს კარგად უნდა გრძნობდეს და არანაირი სიმპტომი არ უნდა აღენიშნებოდეს. ასევე მან უნდა იცოდეს, რომელი ვაქცინით არის აცრილი, რადგან სხვადასხვა ვაქცინის შემთხვევაში სისხლის დონაციამდე მოცდის დრო სხვადასხვაგვარია. მაგალითისათვის, AstraZeneca-ს, Janssen/J&J-ს, Moderna-ს, Novavax-ის და Pfizer-ის ვაქცინით აცრილებისათვის ვაქცინაციიდან სისხლის ჩაბარებამდე მოცდის დრო დაწესებული არ არის, ხოლო ინაქტივირებული ვაქცინებისათვის, როგორებიცაა Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები, სისხლის ჩაბარებამდე მოცდის დრო 2 კვირაა.

Politfact-თან კომენტარში წითელი ჯვრის  სპიკერი, ჯესიკა მერილი აღნიშნავს, რომ ვაქცინირებული ადამიანისთვის სისხლის დონაციის პროცესი ზუსტად იგივეა, რაც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევებში იყო. სისხლის ჩაბარებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება, რაც მოიცავს რეგისტრაციას, კონფიდენციალური კითხვარის შევსებას ჯანმრთელობის ისტორიისა და მოგზაურობის ადგილების შესახებ და ტემპერატურის, ჰემოგლობინის, არტერიული წნევისა და პულსის შემოწმებას.

”სხვა ვაქცინების მსგავსად, როგორიცაა წითელა, ყბაყურა ან გრიპი, კოვიდ 19-ის საქინააღმდეგო ვაქცინა შექმნილია იმუნური რეაქციის სტიმულირების მიზნით, რომელიც ადამიანს დაავადებისგან თავის დაცვაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ თავად ვაქცინის კომპონენტები სისხლის მიმოქცევაში არ გვხვდება”, –  აღნიშნა ჯესიკა მერილმა.

ასევე მცდარია მტკიცება, რომ ვაქცინა ადამიანის დნმ-ს “აფუჭებს”. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილ ვაქცინებს ადამიანის დნმ-ის შეცვლა არ შეუძლიათ, რამდენადაც ისინი უჯრედის ბირთვში ვერ აღწევენ და დნმ-ზე ვერ ზემოქმედებენ.
ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:
ორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – მითები და რეალური მდგომარეობა?
Pfizer-სა და Moderna-ს გვერდითი ეფექტები იშვიათია, ხოლო რნმ ტექნოლოგია უსაფრთხოა
რეკომენდირებულია თუ არა ვაქცინაციამდე სპერმის გაყინვა?

მითები ვაქცინირებული ადამიანისგან სისხლის გადასხმის შესახებ ადრეც ვრცელდებოდა. ამ თემაზე დეტალურად იხილეთ:
უსაფრთხოა თუ არა ვაქცინირებული ადამიანისგან სისხლის გადასხმა ან მასთან სექსი?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist