კრძალავს თუ არა არიზონას გუბერნატორი კოვიდ ვაქცინებს უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

47
VIEWS

16 ივნისს ფეისბუქ გვერდმა “ბექა ვარდოსანიძის ბლოგი•Beka Vardosanidze’s blog” არიზონის გუბერნატორის განკარგულება, რომელიც ყველა სტუდენტისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას ეხება, გამოაქვეყნა. პოსტის ავტორი ბექა ვარდოსანიძე წერს, რომ არიზონის გუბერნატორის აღმასრულებელი ბრძანებით, სკოლებში კოვიდ ვაქცინები, ნიღბები და ტესტები აკრძალულია. ვარდოსანიძე ასევე წერს, რომ სტუდენტებს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების და ასევე კოვიდ ტესტის ჩაბარების ან ნიღბების ტარების უფლება არ აქვთ. პოსტში მოყვანილია გუბერნატორის ციტატაც, რომლის მიხედვითაც ის აცხადებს, რომ ვაქცინა მუშაობს და მოსახლეობას მის მიღებას ურჩევს, თუმცა თვლის, რომ ეს ინდივიდუალური არჩევანია.

 

;
ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. გუბერნატორმა მართლაც გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ნებისმიერი სტუდენტი უნდა დაუშვან, იმისდა მიუხედავად, აცრილი არიან თუ არა ისინი. თუმცა, აღნიშნული ბრძანებით არც აცრა, პირბადის ტარება და კოვიდ19-ის ტესტის გაკეთება არ შეზღუდულა, რაგან ეს ნებაყოფლობით არჩევანს ეფუძნება, ხოლო სავალდებულო ტესტირება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის სტუდენტებზე მოქმედებს. 

2021 წლის 15 ივნისს არიზონას გუბერნატორმა დაგ დუსიმ აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და სათემო კოლეჯებში ყველა სტუდენტი უნდა დაუშვან, იმის მიუხედავად, აცრილია თუ არა ის. განკარგულების მიხედვით, სტუდენტები არ უნდა დაავალდებულონ, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ და სასწავლებელში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინონ.

;
შესაბამისად, გუბერნატორი კრძალავს უმაღლესი სასწავლებლების მხრიდან სტუდენტებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნას და არა ზოგადად კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს, ტესტებსა და ნიღბებს, როგორც ამას ბექა ვარდოსანიძე წერს, რადგან ეს პროცესი ნებაყოფლობით არჩევანს უფუძნება.

“ვაქცინა მუშაობს და არიზონის მოსახლეობას მოვუწოდებთ აიცრან. თუმცა ეს არჩევანია და ასე უნდა შევინარჩუნოთ” – აცხადებს გუბერნატორი დუსი.

დუსის ბრძანების მიხედვით, კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა არ უნდა მოითხოვონ კამპუსში ნიღბის ტარება ან კოვიდ19-ის ტესტის გაკეთება, ხოლო გამონაკლისი შესაძლოა იყვნენ ის სტუდენტები, ვინც კლინიკებში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობს. გამონაკლისია ასევე ისინიც, ვინც კლინიკურ კვლევებში მონაწილეობს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრძანება არ ზღუდავს სასწავლო დაწესებულებებს ვაქცინაციისკენ მოწოდებისგან ან ნებაყოფლობითი ტესტირებისა და პირბადეების ტარებისგან.

;
გუბერნატორის განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ არიზონაში თანდათან უფრო მეტი ადამიანი იცრება, რითაც კოვიდ19-სგან გამოწვეული რისკი შემცირებულია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist