“კოვიდ ფაშიზმის” გაპროტესტება თუ ბრაზილიის პრეზიდენტის მხარდაჭერა?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

45
VIEWS

2021 წლის 8 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინო ნინომ საპროტესტო გამოსვლების ამსახველი რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებშიც ათასობით დემონსტრანტია შეკრებილი. ნინო ნინო ამტკიცებს, რომ აღნიშნული ვიდეოები ბრაზილიაში “კოვიდ-დიქტატურის” წინააღმდეგ გამოსვლებს ასახავს, რომლებსაც 100 მილიონი ადამიანი ესწრებოდა. 11 სექტემბერს ბრაზილიაში გამართული მიტინგების ამსახველი რამდენიმე ვიდეო კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა მამუკა ქარჩხაძემაც გაავრცელა. ქარჩხაძის პოსტშიც აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში საპროტესტო გამოსვლები “კოვიდ ფაშიზმს” უკავშირდებოდა.

15 სექტემბრის მონაცემებით, “ნინო ნინოს” პოსტს 936 გაზიარება აქვს, ხოლო მამუკა ქარჩხაძის პოსტი 2100-ზე მეტმა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა.

"
პოსტები ვიდეომანიპულაციას წარმოადგენს. რეალურად, კადრები არა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებს, არამედ 2021 წლის 7 სექტემბერს – ბრაზილიის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მხარდასაჭერად გამართულ აქციებს ასახავს. ბოლსონარუს მხარდამჭერი გამოსვლების მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტთან დაპირისპირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმპიჩმენტი და ბრაზილიის საარჩევნო სისტემის ცვლილება იყო. 

  • მტკიცება, თითქოს ბრაზილიაში “კოვიდ ფაშიზმი” 100 მილიონმა ადამიანმა გააპროტესტა, დეზინფორმაციაა. 

ბრაზილიაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები 2021 წლის დასაწყისიდან იმართება, თუმცა ისინი პოლიტიკურ შინაარსს ატარებს და ძირითადად ჟაირ ბოლსონარუს მთავრობის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მიერ არის ორგანიზებული. ბოლსონარუს მოწინააღმდეგეები პრეზიდენტსა და მთავრობას პანდემიის წარუმატებელ მართვაში ადანაშაულებენ, 2021 წლის ივლისში კი ბოლსონარუს წინააღმდეგ ქვეყნის პროკურატურამ კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვის პროცესში კორუფციული გარიგებების დადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწო. ბოლსონარუს წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება 2021 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც მან ბრაზილიის ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში გაყალბების შესაძლებლობის შესახებ  დაუსაბუთებელიგანცხადებები გააკეთა, რასაც ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

ბოლსონარუს საწინააღმდეგო აქციების პარალელურად დემონსტრაციებს პრეზიდენტის მხარდამჭერებიც აქტიურად აწყობენ. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოსვლა კი 2021 წლის 7 სექტემბერს – ბრაზილიის დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის 24 ქალაქში ერთმანეთის პარალელურად ჩატარდა. ბოლსონარუს მხარდამჭერ აქციებს ასობით ათასი ადამიანი ესწრებოდა, ხოლო ქვეყნის დედაქალაქში და სან პაულოში შეკრებილ მხარდამჭერებს თავად პრეზიდენტმა მიმართა. ბოლსონარუმ უზენაეს სასამართლოს კონსტიტუციის დარღვევაში დასდო ბრალი და ელექტრონული საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. 7 სექტემბერს მხარდამჭერების პარალელურად აქციებს ბოლსონარუს მოწინააღმდეგეებიც მართავდნენ და მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. “კოვიდ ფაშიზმის” გაპროტესტება დასახელებული აქციებიდან არცერთის მიზანი არ ყოფილა. ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები კი  სწორედ 7 სექტემბერს ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ამ აქციებზეა გადაღებული.

  • “ნინო ნინოსა” და მამუკა ქარჩხაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქში 7 სექტემბერს ჩატარებულ ბოლსონარუს მხარდამჭერ გამოსვლებს ასახავს. 

ფეისბუქ მომხმარებლის “ნინო ნინო” მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები კორონავირუსის კონტექსტში პირველად 8 სექტემბერს Telegram-ის იტალიურენოვან არხით “Ugo Fuoco 🔥 Stop Dictatorship” გავრცელდა. არხის მოდერატორის მტკიცებით, ბრაზილიაში სამედიცინო დიქტატურის გასაპროტესტებლად 100 მილიონი ადამიანი შეიკრიბა.

"
“ნინო ნინოს” მიერ გამოქვეყნებულ პირველ ვიდეოში, რომელშიც დემონსტრანტებით სავსე ქუჩა ჩანს, ბრაზილიის შტატის სალვადორის ზღვისპირა ქალაქ ბარაშია გადაღებული. ნახევარწუთიანი ვიდეოს ერთ-ერთ კადრში ვხედავთ დაწესებულების ბანერს, რომელზეც ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზას” გამოსახულება და წარწერა – “Copyart” იკითხება. “Google Maps”-ის საძიებო სისტემის მიხედვით “Copyart” დოკუმენტების ასლების გასაკეთებელი მაღაზიის სახელწოდებაა, რომლის რამდენიმე ფილიალი ბრაზილიის ქალაქ ბარაში, ერთ-ერთი კი სწორედ სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს და ისეთივე ბანერი აქვს, როგორსაც საპროტესტო აქციის ვიდეოში ვხვდებით.

"
2021 წლის 7 სექტემბერს, ბრაზილიის სხვა ქალაქების მსგავსად, პრეზიდენტ ბოლსონარუს მხარდამჭერი აქცია ბარას სანაპიროზე მართლაც გაიმართა. გუგლის საძიებო სისტემაში იძებნება არა მხოლოდ ბარაში გამართული საპროტესტო აქციების ამსახველი ფოტომასალა, არამედ ის ნახევარწუთიანი ვიდეოც, რომელსაც “ნინო ნინო” და ტელეგრამის მომხმარებლები ავრელებდნენ. აღნიშნული ვიდეო ბრაზილიელმა იუთუბერმა 2021 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნა.

"
“ნინო ნინოს” მეორე ვიდეო და მამუკა ქარჩხაძის მიერ გამოქვეყნებული ორი ვიდეო ( 1,2) ბოლსონარუს მხარდამჭერების 7 სექტემბრის გამოსვლების ყველაზე მასშტაბურ შეკრებას ასახავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. “ნინო ნინოს” და მამუკა ქარჩხაძის ვიდეოებში ხალხით სავსე მოედნის ცენტრში მდგომი თეთრი სატვირთო მანქანები და მოედნის ირგვლივ განლაგებული სიმეტრიული, მწვანებანერიანი შენობები სხვადასხვა რაკურსით ჩანს, რომელთა ამოცნობაც 2021 წლის 7 სექტემბრის ბრაზილიის მთავარი დემონსტრაციისას გადაღებულ სხვადასხვა  კადრშიაცშესაძლებელი.

"
მამუკა ქარჩხაძის ერთ-ერთი ვიდეო საერთაშორისო გამოცემა Reuter-ის მიერ 7 სექტემბრის საპროტესტო გამოსვლების შესახებ მომზადებული სიუჟეტიდანაა აღებული.

"
რაც შეეხება “ნინო ნინოს” მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთ ვიდეოს, რომელიც ხიდზე მომავალ მსვლელობას ასახავს, ბრაზილიის სამხრეთ შტატის ესპირიტო სანტოს ქალაქ ვიტორიაშია გადაღებული და ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას ე.წ. “მესამე ხიდს” ასახავს. ადგილობრივი მედიის მიხედვით, ვიტორიაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები არ ჩატარებული, თუმცა ცნობილ ხიდზე მასობრივი გამოსვლები 7 სექტემბერს პრეზიდენტ ბოლსონარუს მხარდასაჭერად მოეწყო. 7 სექტემბერს ათასობით დემონსტრანტმა ხიდი თითქმის მთლიანად დაიკავა.

"
დაბოლოს, მამუკა ქარჩხაძის მიერ გაზიარებული ერთ-ერთი ვიდეო, ზემოთ განხილული ვიდეოების მსგავსად, 7 სექტემბერსაა გადაღებული. ვიდეო სან პაულოს ცენტრალურ გამზირზე ბოლსონარუს მხარდასაჭერად შეკრებულ ხალხს ასახავს, რომელთაც მოგვიანებით პრეზიდენტმა მიმართა. მამუკა ქარჩხაძის ვიდეოში იდენტიფიცირებადია სან პაულოს ხელოვნების მუზეუმის შენობის ფრაგმენტიც, რომელიც ქალაქის იმავე გამზირზე მდებარეობს, სადაც 7 სექტემბერს პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა.

"

"
მამუკა ქარჩხაძის მიერ გამოქვეყნებული კადრები სან პაულოს 7 სექტემბრის აქციის ამსახველ იმ ვიდეოკოლაჟებშიც გვხვდება, რომლებსაც ბოლსონაროს მხარდამჭერი მემარჯვენე იუთუბერები ავრცელებდნენ.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ბრაზილია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist