“კოვიდ ფაშიზმი” თუ უსაფრთხოების ახალი კანონი – რას აპროტესტებდნენ საფრანგეთში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

277
VIEWS

14 დეკემბერს სოციალურ ქსელში ანტივაქსერმა აქტივისტმა Nina Marji-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც პოლიციასა და მოქალაქეებს შორის არსებულ ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს. პოსტის ავტორის თქმით, შეტაკებები საფრანგეთში 13 დეკემბერს მოხდა, რამდენადაც ფრანგ ხალხს “კოვიდ-ფაშიზმი” ყელში ამოუვიდა და პოლიციას ფიზიკურად გაუსწორდა. 13 დეკემბერს იდენტური ვიდეო ფეისბუკ მომხმარებელმა ლილუ ლილუ-მაც გამოაქვეყნა.
"
სოციალურ ქსელში ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება. სინამდვილეში იგი საფრანგეთში, 2020 წლის ნოემბერშია გადაღებული და უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის გამო მომხდარ დაპირისპირებას ასახავს. შესაბამისად, მას მწვანე პასპორტების ან  სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროტესტთან კავშირი არ აქვს.

ვიდეო, რომელსაც ქართულ სოციალურ ქსელში პარიზში გამართულ კოვიდსაწინააღმდეგო პროტესტს მიაწერენ, სინამდვილეში, 2020 წლის ნოემბერშია გადაღებული და უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტს ასახავს.
"
2020 წლის 28 ნოემბერს ნოემბერში პარიზში უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის საწინააღმდეგოდ და ფრანგი პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მუსიკოსის ცემის გამო პროტესტი გაიმართა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა.
"
კანონპროექტი „გლობალური უსაფრთხოების შესახებ” ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. ახალმა კანონმა 2020 წლის ნოემბერში მედიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ის სიტყვის თავისუფლებას შეუქმნიდა საფრთხეს. 28 ნოემბერს გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეების ნაწილმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინა, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში  სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელდა საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს გამართული საპროტესტო აქციების კადრები, რომელთაც “კოვიდ-ფაშიზმისა” და მწვანე პასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციებს მიაწერდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
სოციალურ ქსელში რუმინეთის 2017 წლის ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება;
ესპანელები “კოვიდ-ფაშიზმის” თუ არგენტინელები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ? – სოციალურ ქსელში ვიდეომანიპულაცია ვრცელდება;
საპენსიო რეფორმა თუ პროტესტი კოვიდრეგულაციების გამო? – რას ასახავს ვიდეო;
რას მოჰყვა რეალურად პოლიციელების პროტესტი, რომელსაც ვაქცინებს და კორონავირუსს უკავშირებენ?


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist