კონსპირაცია, თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით ადრე არსებობდა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

374
VIEWS

2021 წლის 28 დეკემბერს Facebook მომხმარებელმა “Tamuna Tamo” ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო ამტკიცებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა ლეპტოპები და მობილური ტელეფონები, წარსულშიც არსებობდა, თუმცა ამ ფაქტს მოსახლეობას უმალავდენ.

teqnologia კონსპირაცია, თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით ადრე არსებობდა

მტკიცება, თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიები წარსულშიც არსებობდა, კონსპირაციული თეორიაა და იმ აზრის დასამკვიდრებლად გამოიყენება, თითქოს მთავრობები მოსახლეობას ტექნოლოგიურ პროგრესს უმალავენ, რათა ამისგან სარგებელი მიიღონ და მოსახლეობას იმაში გადაახდევინონ ფული, რაც უფასო უნდა იყოს. ფოტოები, რომლებიც ვიდეოში ჩანს, არა წარსულში გამოყენებულ თანამედროვე ტექნოლოგიას, არამედ იმ დროში გავრცელებულ ნივთებს ასახავს. ვიდეოში ნაჩვენები დანარჩენი ფოტოები კი ტექნოლოგიური იდეების მისრეპრეზენტაციას ახდენს. 

ვიდეო ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი მაურო რამოსის შავ-თეთრი სურათით იწყება, რომელსაც ხელში თასი უჭირავს. ფოტო ბრაზილიის ნაკრების 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხოსლოვაკიაზე გამარჯვებას ასახავს. ვიდეოში წითლად არის შემოხაზული რამოსისკენ მიმართული ნივთი, რითაც ავტორს სურს შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ის მობილური ტელეფონია. ასეთი ტექნოლოგია 1996 წელს გამოიგონეს, სურათზე კი რეალურად ხელის კამერა ჩანს, რომელსაც კვადრატული ფორმა აქვს და ერთ ბოლოზე ლინზა აქვს მიმაგრებული, მეორეზე კი ფირი. ამ კამერებიდან ყველაზე პოპულარული Kodak-ის “Brownie” იყო, რომლის პირველი მოდელი 1900 წელს გამოვიდა.

teqnologia 2 კონსპირაცია, თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით ადრე არსებობდა

ვიდეოს შემდეგ ნაწილში ქალის გამოსახულება ჩანს, რომელსაც თითქოს ხელში ტელეფონი უჭირავს. ეს კადრები 1938 წლიდან იღებს სათავეს და სავარაუდოა, რომ ქალს ხელში საფულეს მსგავსი საგანი უჭირავს, თუმცა, სურათი ბუნდოვანია და საგანი ნათლად არ ჩანს. 

ვიდეოში ქანდაკებებისა თუ ჩუქურთმების არაერთი გამოსახულება ჩანს, რომლებიც, ვიდეოს ავტორის მტკიცებით, ძველ დროში ლეპტოპების და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ასახავს. მაგალითად, ერთ-ერთ ფოტოზე ნაჩვენებია ქანდაკება, რომელიც, რეალურად ბერძნულ სამგლოვიარო ქანდაკებას ასახავს, ის ძვ.წ. 100 წლით თარიღდება და არა ლეპტოპს, არამედ სამკაულების ზარდახშას ან ხელის სარკეს ასახავს. ეგრეთ წოდებული USB პორტები კი რეალურად ხვრელებია, რომლებიც ბრინჯაოს ან მარმარილოს საგნების დასამაგრებლად გამოიყენებოდა;

teqnologia 3 კონსპირაცია, თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით ადრე არსებობდა

კიდევ ერთი ფოტო, რომელიც თითქოს ძველ დროში გამოყენებულ ლეპტოპს ასახავს, რეალურად 21-ე საუკუნეში შექმნილ ნამუშევარს წარმოადგენს. რაულ კრუზმა, რომლის ინსპირაციის წყაროს აცტეკებისა და მაიას ხელოვნება წარმოადგენდა, თავდაპირველად სურათი 2006 წელს Strange Horizons-ის ნომრისთვის შექმნა და მას „მომავლის წინაპრები“ დაარქვა. კრუზმა 2015 წელს შექმნა აღნიშნული ნამუშევრის მინაბოჭკოვანი ასლი სახელწოდებით „Memoria del futuro“ [მომავლის მეხსიერება].

teqnologia 4 კონსპირაცია, თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით ადრე არსებობდა

ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ფოტოები, სადაც ელექტროსკუტერები და ელექტრომანქანებია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ეს ტექნოლოგია მოსახლეობისგან დამალული იყო, ინტერნეტში არსებული უამრავი სტატია ადასტურებს, რომ მსგავსი ტექნოლოგია ნამდვილად არსებობდა, თუმცა ისინი უბრალოდ მოდიდან გადავიდა.

teqnologia 5 კონსპირაცია, თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით ადრე არსებობდა

ელექტროსკუტერები პირველად 1915 წელს კომპანია Autoped-მა შექმნა და მათ ტურისტებში მალევე მოიპოვეს პოპულარობა. თუმცა, სკუტერებმა საბოლოოდ კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწიეს, ვინაიდან ისინი ველოსიპედზე უფრო ძვირი ღირდა და ნაკლებად მოსახერხებელი იყო. როდესაც აშშ-მა საგზაო მოძრაობის უფრო მკაცრი კანონები შემოიღო, ამან სკუტერის მწარმოებლებს შემდგომი ფინანსური სირთულეები შეუქმნა, რამაც საბოლოოდ მათი საავტომობილო ბაზრიდან გაქრობა გამოიწვია.

აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელი კომპანია Studebaker ელექტრომანქანების წარმოებით დაინტერესდა, რის გამოც მან 1902-1911 წლებში დაახლოებით 1800 ელექტრომობილი გამოუშვა, ისინი ფინანსურად ან ტექნოლოგიურად ნაკლებად ეფექტური იყო და გაზზე მომუშავე ავტომობილებს კონკურენციას ვერ უწევდა. იმ დროს Studebaker ელექტრომობილს შეეძლო გაევლო 40 მილი დაახლოებით 20 მილი/საათში  სიჩქარით, სანამ ძალას დაკარგავდა. მანქანების დატენვის მარტივი ვარიანტები არ არსებობდა, რაც მას არასანდოს ხდიდა. გარდა ამისა, გაზის საწვავზე მომუშავე მანქანების დამზადება ნახევარ ფასად იყო შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრული მანქანების სხვადასხვა ვარიაციები მე-20 საუკუნის განმავლობაში არაერთხელ გამოჩნდა, ისინი ტექნიკურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი სულ ცოტა ხნის წინ გახდნენ.

არც ერთი ზემოთხსენებული ისტორიული გამოგონება არ იყო „დამალული“ საზოგადოებისგან – ისინი იმ დროს ან კონკურენტუნარიანი არ იყვნენ ან სერიოზულად გაუმჯობესდნენ წლების განმავლობაში. ეს ასევე ეხება ვიდეოში ნაჩვენებ ორ მოწინავე ტექნოლოგიას, რომლებიც წარსულში გამოიყენებოდა: კომპანია Bell-ის Picturephone [ფოტოფონი] და GPS სანავიგაციო მოწყობილობები.

teqnologia 6 კონსპირაცია, თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით ადრე არსებობდა

Bell Labs-მა ფოტოფონის ადრეული ვერსია 1964 წელს ნიუ-იორკში წარადგინა, თუმცა, ამ ტექნოლოგიის გამოყენების ფასი წარმოუდგენლად მაღალი იყო. სამი წუთის სატელეფონო ზარი ნიუ-იორკიდან ჩიკაგოში 27 დოლარი ღირდა, რაც დღეს დაახლოებით 200 დოლარის ტოლფასია. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ იყო არც კომპანიის ყოველთვიური სააბონენტო სერვისი, შესაბამისად, ის მალევე გაუქმდა.

რაც შეეხება GPS-ს, 1930 წელს ნაჩვენები ეგრეთ წოდებული GPS მოწყობილობა არ იყენებდა ფუტურისტულ ტექნოლოგიას. იგი საბაზისო მოდელი იყო, რომელიც წლების შემდეგ სერიოზულად გაუმჯობესდა. Iter Avto, მსოფლიოში პირველი საავტომობილო სანავიგაციო მოწყობილობა , შედგებოდა ეკრანისგან, რომელიც მანუალურად ანაცვლებდა ქაღალდის რუკებს მანქანის პროპორციული სიჩქარით. თუმცა, თუ მძღოლი შემობრუნდებოდა, მას რუკის შეცვლა და მისი მდებარეობის ხელახლა პოვნა უწევდა, რაც მხოლოდ საბაზისო მართვისთვის გამოადგებოდა.


ალექსანდრა კუენინგი

ერასმუს CEERES პროგრამის სტუდენტი, მითების დეტექტორის სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist