კონგრესი თუ გენერალ მარკ მილის პროგნოზი? 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

130
VIEWS

6 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა “კარდჰუ” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს კონგრესმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შესაძლოა, კიევი 72 საათში დაეცეს.

პოსტი შეცდომაში შემყვანია, რადგან აღნიშნული ვარაუდი არა აშშ-ს კონგრესს ან მის რომელიმე წარმომადგენელს, არამედ აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის ეკუთვნის. Fox News-ის ინფორმაციით აღნიშნული პროგნოზი გენერალმა მილიმ კონგრესში გამართულ დახურულ შეხვედრაზე გააკეთა.

6 თებერვალს ამერიკულმა მედიამ Fox News-მა კონგრესში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კონგრესში გამართული დახურული შეხვედრის დროს გენერალმა მარკ მილიმ თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, კიევი 72 საათში დაეცეს, დაიღუპოს 15 000 უკრაინელი და 4 000 რუსი ჯარისკაცი.

Fox News-ის ინფორმაციით, გენერალმა მილიმ ეს განცხადება 2 და 3 თებერვალს დახურულ კარს მიღმა კონგრესმენებთან გამართულ ბრიფინგებზე გააკეთა. მათივე ინფორმაციით, ამერიკელი კანონმდებლების ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სწრაფად არ იმოქმედა უკრაინისათვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების, მათ შორის საზენიტო იარაღის და სარაკეტო სისტემების მიწოდების კუთხით. Fox News წერს, რომ შეხვედრებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ამ შეშფოთების პასუხად განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდების შემთხვევაში რუსეთს შესაძლოა, ეს ქვეყანაში შეჭრის საბაბად გამოეყენებინა. გამოცემის მიხედვით, შეხვედრებზე დამსწრე ოფიციალურ პირებს შორის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც იყვნენ.

აშშ-ს კონგრესს ან მის რომელიმე წერმომადგენელს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს აშშ-ს კონგრესში უკრაინის საკითხზე ღია მოსმენაც გაიმართა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა. ევროპაში თანამშრომლობისა და უსაფრთხოების კომისიის წევრმა სენატორებმა ევროპაში აშშ-ს სამხედრო ჯარების ყოფილ მეთაურს, ბენ ჰოჯესს, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილ მრჩეველს, ფიონა ჰილს და უკრაინაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელ უილიამ ტეილორს მოუსმინეს. გარდა ამისა, იანვარში უკრაინას ამერიკელ კონგრესმენთა ნაწილი ეწვია, რომლებიც პრეზიდენტ ვლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს. 21 იანვარს კი კონგრესში დარეგისტრირდა უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის აქტი, რომლის ავტორი დემოკრატი კონგრესმენი გრეგორი მიკსია. აქტი უკრაინისათვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენის გარდა, სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

გენერალი მილის განცხადების გავრცელების შემდეგ, Fox News-მა კომენტარი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს სთხოვა. მან განაცხადა, რომ პროგნოზებს არ გააკეთებდა, თუმცა აშშ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის ემზადებოდა. მისივე თქმით, აშშ უკრაინას მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა და თავდაცვით დახმარებას უგზავნიდა და ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთს ეს სტრატეგიულად ძვირად დაუჯდებოდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში აშშ-დან გაგზავნილი, სამხედრო დახმარებით დატვირთული უკვე მერვე თვითმფრინავი ჩაფრინდა. გასული წლის დეკემბერში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის დაწყების შემდეგ, აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად 200 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. 600 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უკრაინას დიდი ბრიტანეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნები გაუწევენ. ვრცლად აშშ-ს და ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისათვის მიწოდებული დახმარების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

ფეისბუკ გვერდ “კარდჰუს” უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება მანიპულაციურად წარსულშიც გაუვრცელებია. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:

“კარდჰუს” შესახებ

ფეისბუქ გვერდი 2017 წლის 23 ივლისს შეიქმნა. ავრცელებს სიძულვილის ენას ეროვნული, სექსუალური და სხვა უმცირესობების მიმართ. აღვივებს ევროსკეპტიციზმსა და უნდობლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. “კადჰუს” შესახებ იხილეთ ბმულზე.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

კა
კარდჰუ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist