კომედიური ფილმსა და 2021 წლის აქციას ფერმერების პროტესტს ყალბი აღწერებით უკავშირებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

120
VIEWS

6 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა დიტო ბიძინაშვილი გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ კლასიკურ სამოსში ჩაცმულ მამაკაცებს ავზიდან მუქი ფერის სითხეს ასხამენ. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო გაზრდილი ფასების გამო ნიდერლანდებში მიმდინარე ფერმერების პროტესტს ასახავს. ევროპაში მიმდინარე ფერმერების პროტესტის შესახებ პოსტებს რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლებიც (1, 2, 3, 4, 5, 6) აქტიურად აქვეყნებდნენ. პოსტებზე თანდართული იდენტური აღწერების მიხედვით, ნიდერლანდელი ფერმერების პროტესტს იმავე მიზეზით იტალიელებიც შეუერთდნენ და ეს პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. იდენტური აღწერის მქონე პოსტების უმეტესობა კრემლისტურ გამოცემა Sputnik-ს ეყრდნობა და აქციის ამსახველ ვიდეოებსაც შეიცავს. ერთ-ერთი პოსტის შემთხვევაში კი იგივე ტექსტი კრემლისტური გამოცემა Vesti.ru-ს სტატიაზეა დართული. 

მტკიცება, რომ ნიდერლანდებში მიმდინარე პროტესტის მთავარი მიზეზი პროდუქტებზე ფასების ზრდაა, მცდარია. რეალურად,  პროტესტის მიზეზი მავნე გამონაბოლქვის  კლების გეგმაა, რომელიც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შემცირებას გულისხმობს. გავრცელებული ფოტო კი  ჰოლანდიური ფილმის “დიდება გლეხურ სიყვარულს” ერთ-ერთი სცენიდანაა ამოჭრილი. რაც შეეხება იტალიელი ფერმერების პროტესტს, მართალია, იტალიის ერთ-ერთ რეგიონში რამდენიმე ათეულმა ფერმერმა ფასების ზრდა ნამდვილად გააპროტესტა, თუმცა გავრცელებული კადრები არა ფერმერების მიმდინარე, არამედ ანტივაქსერების 2021 წლის მსვლელობას ასახავს.

  • ფილმიდან ამოჭრილი კადრი და ნიდერლანდებში მიმდინარე პროტესტის რეალური მიზეზები

ფოტო, რომელსაც დიტო ბიძინაშვილი ავრცელებს, 2013 წელს გამოსული ჰოლანდიური ფილმიდანაა, სახელად “გაუმარჯოს გლეხურ სიყვარულს”. ფილმი კომედიური ჟანრისაა და ჰოლანდიელი ფერმერის – ჯელტე ჰეგის ცხოვრებას ასახავს. ჯელტე ადგილობრვ ხელისუფლებას მაშინ უპირისპირდება, როდესაც მას ელექტროენერგიის მთავარი წყაროს – ქარის წისქვილის გაჩერებას დაავალებენ, რადგან მისი ტერიტორიის მახლობლად სატელევიზიო შოუს გადაღება მიმდინარეობს. 

გავრცელებულ ფოტოზეჯელტეს მიერ ქალაქის ადმინისტრაციის შენობიდან გამოსულ ოფიციალურ პირებისთვის ნაკელის გადასხმის სცენაა ასახული. აღნიშნული სცენა ფილმის ოფიციალურ თრეილერშიც  მოხვდა: 

კიდევ ერთი ფოტო შენობისკენ მიმავალ ჟელტეს ტრაქტორს ასახავს.

ფოტო: incrediblefilm.com

რაც შეეხება ამჟამად ნიდერლანდებში მიმდინარე პროტესტს, პროტესტი ნიდერლანდებში ივნისის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის მთავრობამ აზოტის ოქსიდისა და ამიაკის გამონაბოლქვის შემცირების გეგმა გამოაცხადა. ამ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით გამოყოფს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელთა მოშენებაც ბევრი ჰოლანდიელი ფერმერის შემოსავლის მთავარი წყაროა. ახალი რეგულაციების შესაბამიასდ, კი მაქთ პირუტყვის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევთ. პროტესტის ფარგლებში ფერმერების ნაწილი მნიშვნელოვან მაგისტრალებზე შეიკრიბა და მანქანების ნელა გადაადგილებით ან გაჩერებით საცობები შექმნა. მათმა ნაწილმა სხვადასხვა ადგილას ქალაქის ადმინისტრაციული შენობების წინ ხანძარიც დაანთო

  • იტალიელი ფერმერების პროტესტი და არასწორი აღწერით გავრცელებული ვიდეო

რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებში გამოყენებულ ვიდეოში იტალიის დროშები და ადამიანების დიდი ჯგუფი ჩანს. აღწერების მიხედვით, ფერმერების პროტესტი, ნიდერლანდების მსგავსად, მთელ იტალიაში მიმდინარეობს. რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელი თავიანთ პოსტში ინფორმაციის წყაროდ კრემლისტურ გამოცემა Sputnik-ს უთითებს, ერთ-ერთი მათგანი კი Vesti.ru-ს მასალას აზიარებს.  

რეალურად, გამოქვეყნებული ვიდეო არა იტალიელი ფერმერების თანამედროვე პროტესს, არამედ 2021 წლის 9 ოქტომბერს რომში კოვიდ-19-ის გავრცელებასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული “მწვანე პასპორტების” საწინააღმდეგო პროტესტს ასახავს. 

Რაც შეეხება ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გავრცელებული პოსტების წყაროს, ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი ინფორმაციის დასადასტურებლად Vesti.ru-ს მასალას აზიარებდა, რომელიც რეალურად არა თანამედროვე, არამედ 2016 წლის იტალიელი ფერმერების პროტესტს ეხება და თავის მხრივ შვეიცარიაში მდებარე რუსეთის საკონსულოს 2016 წლის 30 ივნისის ტვიტს ეყრდნობა. საკონსულო კი ტვიტის წყაროდ სპუტნიკის ამავე თარიღის მასალას უთითებს. 

შესაბამისად, ინფორმაციის წყაროდ მითითებული მასალები არა 2022 წლის, არამედ 2016 წლის მოვლენებს ასახავს. რაც შეეხება იტალიელი ფერმერების ახალ პროტესტს, რეალურად, იტალიის ერთ-ერთი რეგიონის ლამეცია ტერმეს მკვიდრმა ფერმერებმა 6 ივლისს სოფლის მეურნეობის სფეროში საჭირო პირველადი მასალების ფასების ზრდა ნამდვილად გააპროტესტეს. მსვლელობაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნიდერლანდები
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist