კიევის დაბომბვის და ნოვოსიბირსკის ხანძრის ძველი კადრები მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

88
VIEWS

29 აგვისტო – 13 სექტემბრის პერიოდში უკრაინის კონტრშეტევის შედეგად უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიღწეული წარმატების შემდეგ სოციალურ ქსელში პრო-რუსული ანგარიშების მიერ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ამსახველი სხვადასხვა კადრი გავრცელდა.

13 სექტემბერს ლევან ვასაძის პარტიის “ერთობა, რაობა, იმედი” მხარდამჭერმა ფეისბუქ ანგარიშმა ბნელი უბნელესი ვიდეო შემდეგი აღწერით გაავრცელა: “კიევზე საჰაერო იერიში”. ვიდეოში საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებს ავრცელებს და ამბობს, რომ უკრაინის დედაქალაქს რუსული რაკეტები იღებენ მიზანში.

Screenshot 6 4 კიევის დაბომბვის და ნოვოსიბირსკის ხანძრის ძველი კადრები მანიპულაციურად ვრცელდება
ამავე დღეს, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ დაბომბვები უკრაინის მასშტაბით განახლდა და ამ წუთებში 8 ოლქში საჰაერო განგაშია. პოსტს თან ახლავს ფოტოები, რომლებიც აფეთქებას ასახავს

Screenshot 7 4 კიევის დაბომბვის და ნოვოსიბირსკის ხანძრის ძველი კადრები მანიპულაციურად ვრცელდება
ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, 2022 წლის ივნისშია გადაღებული და მისი სექტემბერში გავრცელება ქმნის მცდარ კონტექსტს, თითქოს კადრები კიევში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს ასახავს. ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული აფეთქების ფოტოები კი არა უკრაინას, არამედ 2021 წლის 14 ივნისს ნოვოსიბირსკში გაჩენილ ხანძარს ასახავს.

გავრცელებული ვიდეო რეალურად კიევზე 2022 წლის ივნისში რუსეთის არმიის სარაკეტო იერიშს ასახავს. 26 ივნისს რაკეტა  ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატის ცნობით, რუსეთმა კიევს თავის შეიარაღებაში არსებული ყველაზე მაღალი სიზუსტისა და ფასის რაკეტები ესროლა.
Screenshot 8 4 კიევის დაბომბვის და ნოვოსიბირსკის ხანძრის ძველი კადრები მანიპულაციურად ვრცელდებაფოტო: Unian.net

სარაკეტო იერიშის ვიდეოკადრები კიევის მაცხოვრებლებმაც გაავრცელეს. თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც კიევზე სარაკეტო დარტყმას ასახავს, 27 ივნისს ЄвроМайдан-ის Twitter ანგარიშზეც გამოქვეყნდა.

Screenshot 9 4 კიევის დაბომბვის და ნოვოსიბირსკის ხანძრის ძველი კადრები მანიპულაციურად ვრცელდება
რაც შეეხება ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოებს, ისინი ნოვოსიბირსკში გაჩენილი ხანძრის დროს არის გადაღებული და რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვას არ ასახავს. 2021 წლის 14 ივნისს, ნოვოსიბირსკში გუსინობროდსკოეს გზატკეცილზე ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა გაზის ბალონებამდე მიაღწია და ავზები აფეთქდა. ფოტო, რომელიც ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა, გამოცემა ngs.ru-ს ადგილობრივმა თვითმხილველებმა გაუგზავნეს. 

Screenshot 10 3 კიევის დაბომბვის და ნოვოსიბირსკის ხანძრის ძველი კადრები მანიპულაციურად ვრცელდება

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, სულ რაღაც 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ დაიპყრო. 29 აგვისტოდან დღემდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის თითქმის მთელი რეგიონი და დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს. ბოლო დღეებში უკრაინამ ხერსონის ოლქის რიგ დასახლებებზე დაიბრუნა კონტროლი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი რეგიონიდან ძალების გაყვანა დაადასტურა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ბალაკლიასა და იზიუმის რაიონებიდან ჯარების დონეცკის რეგიონში გადაჯგუფება მიმდინარეობს. კონაშენკოვმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნების მისაღწევად” გადადგა, რომელიც დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გაზრდას მოითხოვდა.  პარალელურად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას. მაგალითად, დონეცკის რაიონში, ბახმუტში 14 სექტემბერს, უკრაინული მხარის ინფორმაციით, 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 16 კი დაშავდა. 10 სექტემბერს ქალაქ კუპიანსკის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების შემდეგ, რუსულმა ჯარებმა ცეცხლი კვლავ გაუხსნეს ქალაქის გათავისუფლებულ ნაწილს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist