ხელოვნურად შექმნილი თუ ლენტიკულური ღრუბელი – რას ასახავს გავრცელებული ვიდეოები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

130
VIEWS

სოციალურ ქსელში რამდენიმე  მომხმარებელმა, მათ შორის “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და Nina Marji, გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც უცნაური ფორმისა და შეფერილობის ღრუბელი ჩანს.  აღწერის მიხედვით, ეს ღრუბელი თურქეთის ქალაქ ბურსას ცაზე  თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა და მიწისძვრებთან კავშირშია, რადგან  ხელოვნური ტექნოლოგიითაა შექმნილი.  

Screenshot 2 8 ხელოვნურად შექმნილი თუ ლენტიკულური ღრუბელი - რას ასახავს გავრცელებული ვიდეოები?

მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ასახული ღრუბელი ხელოვნური ტექნოლოგიითაა შექმნილი, ყალბია. რეალურად, ვიდეოებში იშვიათი, თუმცა ბუნებრივი მოვლენა – ლენტიკულური ღრუბლებია ასახული და ქალაქ ბურსაში 19 იანვარს ასეთი ღრუბლები მართლაც გამოჩნდა.

19 იანვარს ქალაქ ბურსას თავზე წარმოქმნილი უცნაური ფორმის ღრუბლის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო მედიაში ფართოდ გავრცელდა. მასალებში აღნიშნული იყო, რომ ვიდეოებზე ლენტიკულური ღრუბელი იყო ასახული. ასეთი ტიპის ღრუბლები ლინზის ფორმისაა და ისინი  მთიანი ადგილების თავზე ქარის ტალღების საშუალებით იქმნება. ლენტიკულური ღრუბლები დიდ სიმაღლეზე დისკოების სახით ჩნდება, რასაც  ხელს  ქარიანი ამინდები უწყობს. 19 იანვარს, როცა ბურსაში ეს ღრუბლები გამოჩნდა, ბურსასა და ზოგადად დასავლეთ თურქეთში ძლიერი ქარი იყო. ღრუბლების მსგავსი შეფერილობა კი მზის ჩასვლის პერიოდმა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ბურსა 6 თებერვლის მიწისძვრის გავრცელების არეალში არც კი ყოფილა.

Screenshot 3 8 ხელოვნურად შექმნილი თუ ლენტიკულური ღრუბელი - რას ასახავს გავრცელებული ვიდეოები?

ლენტიკულური ღრუბლები მსოფლიოს სხვა წერტილებში ადრეც დაფიქსირებულა. 2020 წლის თებერვალში, მსგავსი ღრუბლები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კალიფორნიის რეგიონშიც გამოჩნდა. აშშ-ში ლენტიკულური ღრუბლები განსაკუთრებით ხშირი ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია, სადაც წყნარი ოკეანის ნოტიო ჰავა და მაღალი კლდეები გვხვდება. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო დიდია ტოპოგრაფიული სხვაობები, მით უფრო შთამბეჭდავია ამ დროს წარმოქმნილი ლენტიკულური ღრუბლები.  

Screenshot 4 6 ხელოვნურად შექმნილი თუ ლენტიკულური ღრუბელი - რას ასახავს გავრცელებული ვიდეოები?
ფოტო: The Washington post

მტკიცებები იმის შესახებ, რომ 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრები შესაძლოა ხელოვნური და დაგეგმილი ყოფილიყო,  არაერთხელ გავრცელდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

ფეისბუქ მომხმარებლებს “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და Nina Marji დეზინფორმაციუილი და კონსპირაციული მტკიცებები წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


მოამზადა ნუცა ძანძავამ
კონკურსის “ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა” გამარჯვებული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist