ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.1k
VIEWS

19 ივნისს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ  ხაშურის მერმა მრავალშვილიან ოჯახებს კონტრაცეპტივები გადასცა. 17 ივნისს ამავე გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს ხაშურის მუნიციპალიტეტი ორენოვანი აბრების ინგლისური ტექსტის შეცვლას რუსული ენით გეგმავს. ზემოაღნიშნული ორივე პოსტი  ფეისბუკ გვერდმა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია გამოაქვეყნა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი ავრცელებს.

Screenshot 40 1 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მცდარი ინფორმაცია ვრცელდებაფეისბუქ გვერდის “ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის” გავრცელებული ინფორმაცია 19 ივნისს ოპოზიციასთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდებმა ლურჯი ვირი, როდის მიდის? როდის მოდის?, ანტი-ქოცი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი #ქამ  გააზიარეს.

Screenshot 41 1 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

ინფორმაცია ხაშურის მერის მიერ მრავალშვილიანებისთვის კონტრაცეპტივების გადაცემის შესახებ სატირულია. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება სიახლე, თითქოს მერია აბრებზე რუსულენოვანი წარწერების დატანას გეგმავს. ფეისბუკ გვერდი “ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია” მუნიციპალიტეტის რეალურ გვერდს არ წარმოადგენს და მასზე სატირული შინაარსის პოსტები ქვეყნდება. 

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ხაშურში მრავალშვილიან ოჯახებს კონტრაცეპტივები გადაეცათ, სიმართლეს არ შეესაბამება და იგი სატირულმა გვერდმა გაავრცელა. მცდარია ასევე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხაშურის მუნიციპალიტეტი ორენოვან აბრებში ინგლისური ენის რუსული ენით ჩანაცვლებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს ხაშურის მუნიციპალიტეტის იმავე სახელწოდების ოფიციალური ფეისბუკ გვერდი –   ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ყალბი გვერდის შექმნას გამოეხმაურა და გაცრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

Screenshot 42 1 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ნამდვილი და ყალბი ფეისბუქ გვერდების სახელწოდება (“ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია”) და პროფილის ფოტო ერთნაირია, თუმცა ოფიციალური გვერდისგან განსხვავებით, ყალბ გვერდზე არ გვხვდება გარეკანის ფოტო. ხაშურის მუნიციპალიტეტის რეალური, ოფიციალური გვერდი 2012 წლის 12 აპრილს არის შექმნილი. ამასთანავე, ოფიციალურ გვერდს მუნიციპალიტეტის ვებსაიტი და საკონტაქტო ინფორმაციაც აქვს მითითებული. 

Screenshot 43 1 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
ნამდვილი გვერდი

ყალბი ფეისბუკ გვერდი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წლის 17 ივნისს შეიქმნა და მას 20 ივნისის მდგომარეობით 350-მდე გამომწერი ჰყავს.  20 ივნისის მდგომარობით გვერდზე ექვსი პოსტია გამოქვეყნებული, მათ შორის არც ერთი არ შეესაბამება სიმართლეს და ყველა სატირულია.

მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდისგან განსხვავებით, ყალბი გვერდის აღწერაში მითითებულია ისიც, რომ იგი გართობის მიზნით არის შექმნილი.

Screenshot 44 1 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სატირული გვერდი

წყაროს შესახებ

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებულ ფეისბუკ გვერდს ლურჯი ვირი მცდარი ინფორმაცია ადრეც გაუვრცელებია. იგივე გვერდი 2021 წელს ფეისბუკ გვერდთან “როდის მიდის? როდის მოდის?” ერთად ჩართული იყო ასევე გიორგი გახარიას დისკრედიტაციის კამპანიაში. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist