კელი დეგნანის სახელით წალენჯიხის მერზე ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

264
VIEWS

11 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “ჩემი საქართველო აქ არის” წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შემდეგი ციტატა გამოაქვეყნა: ,,️ასეთი ერუდირებული და საქმეზე ორიენტირებული მერი უნდა მართავდეს  საქართველოს ყველა  მუნიციპალიტეტს…” პოსტს თან ერთვის კელი დეგნანის, წალენჯიხის მერისა და ვიცე-მერის თამარ ბელქანიას ფოტო. 

Screenshot 14 2 კელი დეგნანის სახელით წალენჯიხის მერზე ყალბი ციტატა ვრცელდება

კელი დეგნანის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. გია ხარჩილავას შესახებ აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი კომენტარი ღია წყაროებში არ იძებნება. 

ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კელი დეგნანმა გია ხარჩილავას შესახებ მსგავსი ან იდენტური შინაარსის განცხადება გააკეთა. 

რაც შეეხება ფოტოს, ის 19 ივლისს დეგნანის წალენჯიხაში ვიზიტის დროსაა გადაღებული. ფოტო პირად ფეისბუქ პროფილზე წალენჯიხის ვიცე-მერმა თამარ ბელქანიამ 19 ივლისვე გამოაქვეყნა.

Screenshot 15 2 კელი დეგნანის სახელით წალენჯიხის მერზე ყალბი ციტატა ვრცელდება

ფოტოზე კელი დეგნანი, გია ხარჩილავა, თამარ ბელქანია და წალენჯიხის საკრებულოს თავჯდომარე კორნელი სალია არიან გამოსახულნი. 

წალენჯიხას დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთში ვიზიტის ფარგლებში ეწვია. 19 ივლისს ის წალენჯიხის მერიაში მერსა და საკრებულოს წევრებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ელჩს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. დეგნანმა ასევე მოინახულა ის ინიციატივები, რომლებიც მუნიციპალიტეტში აშშ-ის დაფინანსებით ხორციელდება, მათ შორის IT აკადემიაში სტუმრობისას ის მედიაწიგნიერების სემინარს დაესწრო. სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში დეგნანი ზუგდისის ამერიკულ კუთხესა და ზუგდიდის სასამართლოშიც იმყოფებოდა. 

წალენჯიხაში ვიზიტისა და მერთან შეხვედრის შესახებ დეგნანმა მედიასთან დაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ მერთან და საკრებულოს თავჯდომარეთან ერთად მან სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა, მათ შორის მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმები და საგანმანათლებლო შესაძლებლობები:

კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში: “შევხვდი წალენჯიხის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გვქონდა საინტერესო დისკუსია. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, წალენჯიხის პრიორიტეტებზე, მათ შორის განათლებაზე. ასევე იმ შესაძლებლობებზე, რაც ახალგაზრდებისთვის არის განსაზღვრული, მასწავლებელთა უნარებზე. ვისაუბრეთ ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ერთად ვიმუშავებთ სამომავლო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. ჩვენ ასეთი შესაძლებლობები უნდა შევუქმნათ არამხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ დანარჩენ მოსახლეობასაც.”

  • “ჩემი საქართველო აქ არის” შესახებ

ფეისბუქ ანგარიში “ჩემი საქართველო აქ არის” უკრაინის საწინააღმდეგო, ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ მიმართულ და “ქართული ოცნების” მხარდამჭერ პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 

Screenshot 16 2 კელი დეგნანის სახელით წალენჯიხის მერზე ყალბი ციტატა ვრცელდება

ანგარიშს სამუშაო ადგილებად ფეისბუქ გვერდი Mwerali.com და Nobelee აქვს მითითებული. გვერდის აღწერის მიხედვით, ის ახალბედა მწერლებისა და მათი მკითხველებისთვის შექმნილი პლატფორმაა.

Screenshot 17 2 კელი დეგნანის სახელით წალენჯიხის მერზე ყალბი ციტატა ვრცელდება

გვერდი 2013 წელს შეიქმნა და ამჟამად გერმანიიდან და საქართველოდან იმართება. გვერდს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელი ერქვა, მათ შორის “რეალ მადრიდის ქართველი ფანები” და “სერიალები TV Series.”

Screenshot 18 1 კელი დეგნანის სახელით წალენჯიხის მერზე ყალბი ციტატა ვრცელდება

Nobelee-ს აღწერის მიხედვით, ის კომერციულ პროდუქტს/სერვისს წარმოადგენს, გვერდზე 2017 წლის შემდეგ პოსტი აღარ გამოქვეყნებულა. 

Screenshot 19 1 კელი დეგნანის სახელით წალენჯიხის მერზე ყალბი ციტატა ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist