“კარდჰუ” ოდესაში რუსული ფლოტის შესვლაზე და დესანტის გადასხმაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

256
VIEWS

24 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა “კარდჰუ”  ოდესაში საზღვაო და საჰაერო დესანტის შეჭრის შესახებ ორი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტებს თან ახლავთ ფოტოები, რომლებიც თითქოს რუსული დესანტის უკრაინის სანაპირო ზოლზე გამოჩენას ასახავს.  პირველი ფოტო 9:24-ზე გამოქვეყნდა და მას თან ერთვის კომენტარი “რუსული ფლოტი ოდესაში შევიდა”, მეორე კი 9:07-ზე გამოქვეყნდა ტექსტით “რუსული საზღვაო და საჰაერო დესანტი ოდესაში შევიდა”.

Screenshot 1 17 “კარდჰუ” ოდესაში რუსული ფლოტის შესვლაზე და დესანტის გადასხმაზე დეზინფორმაციას ავრცელებს
“კარდჰუს” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინის შეიარაღებული ჯარების გენერალურმა შტაბმა ინფორმაციას რუსული დესანტის ოდესაში შემოსვლის შესახებ სიცრუე უწოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ცნობა, რომლის თანახმადაც, რუსულმა ფლოტმა ოდესის სანაპიროზე დესანტი გადმოსხა, სიმართლეს არ შეესაბამება. 24 თებერვლის დილას უკრაინულმა და რუსულმა  საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფლოტმა ოდესასთან და აზოვის ზღვაში სადესანტო ოპერაციები დაიწყო, თუმცა რამდენიმე საათში (09:25) უკრაინის გენშტაბმა ინფორმაციას სიცრუე უწოდა.  უკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსეთმა უკრაინული პოზიციების სარაკეტო შეტევა 24 თებერვლის დილის ხუთი საათიდან დაიწყო. პარალელურად, საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების საარტილერიო დაბომბვა დაიწყო. განცხადების თანახმად, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტა ბორისპოლის, ოზერნოს, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობილის აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა უკრაინის სახელმწიფო საზღვართან მდებარე დასახლებები.

ოდესაში დილას ოპერატიული შტაბი შეიქმნა. ქალაქის მაცხოვრებლებს ქალაქში გადაადგილების შეზღუდვას სთხოვენ, მოსწავლეები კი ონლაინ სწავლაზე გადაიყვანეს. შუადღის მონაცემებით, ოდესის რეგიონში  ოთხი რაკეტა ჩამოვარდა, ხოლო თავად ოდესაში კი სახელოსნოები აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, არც ერთ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

Screenshot 2 17 “კარდჰუ” ოდესაში რუსული ფლოტის შესვლაზე და დესანტის გადასხმაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

რაც შეეხება პოსტზე თანდართულ ფოტოებს, პირველი რუსული სამხედრო ფლოტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს 2018 წლიდან ახლავს თან, მეორე 2021 წლის სექტემბერში რუსეთისა და ბელორუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სტრატეგიული წვრთნების „დასავლეთი-2021“ დახურვის ოფიციალური ცერემონიის დროს ნიჟნი ნოვგოროდში არის გადაღებული.

Screenshot 3 19 “კარდჰუ” ოდესაში რუსული ფლოტის შესვლაზე და დესანტის გადასხმაზე დეზინფორმაციას ავრცელებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

კა
კარდჰუ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist