კამალა ჰარისის შესახებ ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

კამალა ჰარისი
3.8k
VIEWS

23 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ,,ნინო ნინო” ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის კამალა ჰარისის შესახებ დაწერა, რომ ის წარსულში ელიტებს სექსუალურ მომსახურებას უწევდა. პოსტს რამდენიმე ფოტო და ვიდეო აქვს თანდართული. ფოტოზე ასახულია ორი ქალი, მათგან ერთზე, რომელსაც ხვეული თმა აქვს და შავი კაბა აცვია, მინიშნებაა, რომ კამალა ჰარისია. ერთ-ერთ ვიდეოზე ჰარისი და ტელეწამყვანი მონტელ უილიამსია ნაჩვენები. მეორე ვიდეოზე კი ჰარისის სიტყვით გამოსვლას ასახავს, სადაც ის გაუგებრად საუბრობს. პოსტის ავტორი წერს: ,,თავად ტაკერ კარლსონმა მიუძღვნა გადაცემა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ბოზობის ფაქტებს. უბრალო მეძავი არ გეგონოთ, წვეულებებზე ელიტების ბოზი ყოფილა”.

kamala harisis shesakheb vizualuri manipulatsiebi vrtseldeba კამალა ჰარისის შესახებ ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

გავრცელებული ინფორმაცია ვიზუალურ მანიპულაციებს შეიცავს: 1) ვიდეო, რომელშიც ჰარისი გაუგებრად საუბრობს, დამონტაჟებულია და მას ჰოვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მსგავსად არ უსაუბრია; 2) ფოტო, რომელზეც ამტკიცებენ, თითქოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სექს მუშაკობის დროსაა აღბეჭდილი, სინამდვილეში, უცნობ ადამიანებს ასახავს და ფოტოგრაფიც ადასტურებს, რომ მასზე კამალა ჰარისი არ ჩანს; 3) ჰარისისა და ტელეწამყვან მონტელ უილიამსის საერთო ვიდეოს საფუძველზე მტკიცება, რომ ვიცე-პრეზიდენტი ელიტებს სექსუალურ მომსახურებას უწევდა, კამალა ჰარისის დისკრედიტაციას ემსახურება და ამ ფაქტის დამადასტურებელი ცნობები არ არსებობს. 

  • გავრცელებული ფოტო კამალა ჰარისის წარსულ საქმიანობას არ ასახავს 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ორი სექს მუშაკია აღბეჭდილი, ერთ-ერთზე, რომელსაც ხვეული თმა აქვს და შავი კაბა აცვია, ამტკიცებენ, რომ კამალა ჰარისია. აღნიშნული ფოტო თანდართული მტკიცებით თავდაპირველად 8 ივლისს, პლატფორმა Rumbel-ზე მეთ უოლესმა გაავრცელა.

ფაქტების გადამოწმების პორტალი Logically Facts შეეცადა დაედგინა, თუ ვინ არის გამოსახული ფოტოზე. მათი თქმით, ფოტო ქუჩის ფოტოგრაფმა, მეთ ვებერმა, ნიუ-იორკში 1989 წელს გადაიღო და მისი სახელწოდებაა ,,იყიდება”. Logically Facts აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში კამალა ჰარისი სან-ფრანცისკოში სწავლობდა, ამიტომ წარმოუდგენელია, სხვა შტატში სექს მუშაკობითაც ყოფილიყო დაკავებული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ჰარისს 80-იანი წლების ბოლოს ფოტოზე ნაჩვენებისგან განსხვავებული თმის ვარცხნილობა ჰქონდა.

kamala harisis shesakheb vizualuri manipulatsiebi vrtseldeba 1 კამალა ჰარისის შესახებ ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება
წყარო: Politico (1986) / The Atlantic (1989)

ფაქტების გადამოწმების პლატფორმა დამატებით ფოტოგრაფსაც დაუკავშირდა. მეთ ვებერმა უარყო, რომ ფოტოზე კამალა ჰარისია აღბეჭდილი და თქვა: ,,თქვენ იცით, რომ ეს არ არის კამალა, ფოტოს ასეთი მყისიერი გამოქვეყნება სასოწარკვეთის მაგალითია”. 

  • ინფორმაცია, თითქოს ჰარისი წვეულებებზე ელიტებს სექსუალურ მომსახურებას უწევდა, მტკიცებულების გარეშეა

ჰარისის წარსული საქმიანობის აღსაბეჭდად მოყვანილია ვიდეო, რომელიც კამალა ჰარისსა და ტელეწამყვან მონტელ უილიამსს ასახავს. ის რამდენიმე წლის წინ ამერიკულმა მედია Inside Edition-მა გაავრცელა. გამოცემის მტკიცებით, კამალა ჰარისი და ტელეწამყვანი მონტელ უილიამსი ერთმანეთს ხვდებობდნენ, ეს კი ერთად პირველი საჯარო გამოჩენა იყო. ვიდეო 2001 წელს Race to Erase MS-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზეა გადაღებული. Race to Erase MS ცენტრალური ნერვული სისტემის მკურნალობაზე კონცენტრირებული ორგანიზაციაა. ორგანიზაცია ყოველწლიურ საქველმოქმედო ღონისძიებებს ატარებს, 2001 წელს მას დაესწრო მონტელ უილიამსი, კამალა ჰარისთან და შვილთან ერთად.

აღნიშნული ვიდეო წარსულშიც ვრცელდებოდა. 2019 წელს მონტელ უილიამსმა სოციალურ ქსელ თვითერზე დაწერა, რომ ის და ჰარისი ერთმანეთს 20 წლის წინ ხვდებოდნენ, მაშინ, როდესაც არც ერთს პარალელურად სხვასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. პოსტში უილიამსი ინტერესდება, ჰარისი რომ კაცი ყოფილიყო, მაშინაც ამდენს დაწერდნენ თუ არა მის ურთიერთობებზე. 

ვიდეოს იმგვარი აღწერით გავრცელება, თითქოს კამალა ჰარისი წვეულებებზე ელიტებს სექსუალურ მომსახურებას უწევდა, პრეზიდენტობის კანდიდატის დისკრედიტაციას ემსახურება. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰარისი სექსუალური მომსახურების გაწევით იყო დაკავებული. 

  • ვიდეო, რომელშიც კამალა ჰარისი გაუგებრად საუბრობს, დამონტაჟებულია

გავრცელებულ ვიდეოში კამალა ჰარისი სიტყვით გამოსვლისას ამბობს: ,,დღევანდელი დღე დღევანდელი დღეა და გუშინდელი დღე გუშინ დღევანდელი დღე იყო. ხვალინდელი დღე ხვალ დღევანდელი დღე იქნება, ასე რომ იცხოვრეთ დღეს ისე, რომ მომავალი დღევანდელი დღე წარსული დღევანდელი დღე იყოს, როგორც ეს ხვალაა.” აღნიშნული ვიდეო გასულ წელსაც გავრცელდა, მასზე ,,მითების დეტექტორმა” დაადგინა, რომ დამონტაჟებულია და სინამდვილეში, ჰოვარდის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ვიცე-პრეზიდენტმა რეპროდუქციული უფლებების ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

21 ივლისს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა X-ზე გამოაქვეყნა წერილი და მოქალაქეებს პრეზიდენტობის კანდიდატურის მოხსნა აცნობა. ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ დემოკრატებმა პრეზიდენტობის კანდიდატად ის დაასახელონ. 

კამალა ჰარისის შესახებ შეცდომაში შემყვანი ცნობები თუ ვიზუალური ვანიპულაციები წარსულშიც ვრცელდებოდა, არაერთი მათგანი ,,მითების დეტექტორმაც” გადაამოწმა:

წყაროს შესახებ:

ანგარიში ,,ნინო ნინო” თავდაპირველად dato.okribelashvili.77-ის სახელითაა დარეგისტრირებული. მას წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია ვიზუალური მანიპულაცია, ,,ნინო ნინოს” მიერ გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. 

არქივის ბმული 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist