დეტროიტში კამალა ჰარისის  მხარდამჭერებთან შეხვედრის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

კამალა ჰარისი
194
VIEWS

12-13 აგვისტოს ფეისბუქზე ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1;2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის გუნდმა და მედიამ ფოტოშოპით დაამუშავეს ფოტოები, რათა დეტროიტში ჩატარებულ საარჩევნო ღონისძიებაზე უფრო მეტი მხარდამჭერი გამოჩენილიყო. ავტორების მტკიცებით, ამას ადასტურებს თვითმფრინავის ზედაპირი, რომელიც ადამიანების გამოსახულებას არ ირეკლავს. 

კამალა ჰარისი

მტკიცება, თითქოს კამალა ჰარისის მხარდამჭერების ფოტო მოქალაქეების რაოდენობის გაზრდის მიზნით ფოტოშოპით დაამუშავეს, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულ ღონისძიებას არაერთი მედიასაშუალება აშუქებდა და სანდო წყაროების მიერ მრავალი ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა, რომლებიც ამტკიცებს, რომ ადგილზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. 

7 აგვისტოს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტობის კანდიდატი დეტროიტს ეწვია და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოც სწორედ ამ დღეს არის გადაღებული. ფაქტი, რომ 7 აგვისტოს ჰარისს დეტროიტში ათასობით ადამიანი დახვდა, არაერთმა მედიამ გააშუქა და ამის მრავალი ფოტო/ვიდეო მასალაც გამოქვეყნდა. კონკრეტულად თვითმფრინავთან დახვედრის ფოტოები Reuters-მა, BBC-მ და AP-მაც გამოაქვეყნეს, კადრები მათი ჟურნალისტების მიერაა გადაღებული.  

კამალა ჰარისი
Associated Press-ის ფოტოგრაფის გადაღებული სურათი 
კამალა ჰარისი
Reuters-ის მიერ გადაღებული ფოტო
კამალა ჰარისი
BBC-ის ფოტო

ფეისბუქ-ანგარიშების მტკიცების მიუხედავად, ფოტო ნამდვილია – ის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არ არის დამუშავებული და მასში ხალხი არც ფოტოშოპით არის ჩამატებული. გავრცელებული მტკიცებები ისეთმა გამოცემებმა და ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა შეამოწმეს, როგორებიცაა Associated Press; Politifact; Reuters და BBC. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გავრცელებული ფოტო ავთენტურია, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის ოფისმაც დაადასტურა.   

კამალა ჰარისი

დამატებითი მტიცებულებისთვის Politifact დაუკავშირდა ჰანი ფარიდს, ექსპერტს ციფრული კრიმინალისტიკის საკითხებში, რომელმაც კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით დაასკვნა, რომ ფოტო 100%-ით რეალურია და მასზე დამუშავების კვალი იმჩნევა მხოლოდ ფერების სიმკვეთრის დასარეგულირებლად. 

აღსანიშნავია, რომ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს ფოტოს გაყალბებაში ბრალი მისმა კონკურენტმა, დონალდ ტრამპმაც დასდო. თავდაპირველად ეს ინფორმაცია მისმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და ყურადღება თვითმფრინავის ზედაპირის ანარეკლზე გაამახვილა, რის შემდეგაც ტრამპმა მისი პოსტი გააზიარა. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო დეზინფორმაციის ფართო გავრცელებაც. 

კამალა ჰარისი

“მითების დეტექტორს” ჰარისის შესახებ გავრცელებული არაერთი მანიპულაციური პოსტი და დეზინფორმაცია აქვს გადამოწმებული.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist