კალიფორნიელი სენატორის განცხადება მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

43
VIEWS

10 ივნისს კონსერვატიულ პორტალზე “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოქვეყნდა სიახლე სათაურით: “კალიფორნიის დემოკრატი სენატორის განცხადებით, მტკიცება რომ არსებობს ორი სქესი და მშობლების უფლებებზე საუბარი „სიძულვილის“ გამოხატულებაა”. სიახლის თანახმად, სენატორმა სკოტ ვინერმა განაცხადა, რომ მინდობით აღზრდაში მყოფი ლგბტქ+ ბავშვები არ ეკუთვნიან მშობლებს და ეკუთვნიან ლგბტქ+ თემს. გარდა ამისა, სტატიის მიხედვით, სენატორმა განაცხადა, რომ “მშობლები, რომლებსაც სურთ შვილებზე მეურვეობის უფლებების შენარჩუნება, “საზიზღარი ხალხია”. სტატიის მიხედვით, სენატორმა ეს განცხადებები სან ფრანცისკოში პრაიდის თვის დაწყებისას გააკეთა. “საქართველო უპირველეს ყოვლისას” სიახლის წყაროდ მითითებული აქვს ინგლისურენოვანი ინსტაგრამ-გვერდი mindsetofpotential, რომელმაც იგივე შინაარსის პოსტი 9 ივნისს გამოაქვეყნა.

სიახლის შესაბამისი საინფორმაციო ბარათი პორტალის ფეისბუქ გვერდზე, Georgia First NEWS-ზეც გამოქვეყნდა. ეს ბარათი გაავრცელეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც (1,2)

kaliphornieli senatoris gantskhadeba mtsdari interpretatsiith vrtseldeba კალიფორნიელი სენატორის განცხადება მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება

kaliphornieli senatoris gantskhadeba mtsdari interpretatsiith vrtseldeba1 კალიფორნიელი სენატორის განცხადება მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება

გავრცელებულ სიახლეში სენატორ სკოტ ვინერის გამოსვლიდან რამდენიმე ციტატა და ფრაზა კონტექსტიდან ისეა ამოგლეჯილი, რომ სრულიად შეიცვალა მისი გამოსვლის რეალური შინაარსი. 1) სენატორი არ ამბობს, რომ ლგბტქ+ ბავშვები არ ეკუთვნიან მშობლებს და ეკუთვნიან ლგბტქ+ თემს. ფრაზაში “ისინი ჩვენი ბავშვები არიან”, “ჩვენ” მიმართება საზოგადოებას/სოციალური დაცვის სისტემას, რომელიც ვალდებულია მოწყვლად ჯგუფებზე იზრუნოს; 2) ფრაზას “საზიზღარი ხალხი” სენატორი ამბობს, ადამიანებზე რომლებიც სიძულვილით არიან განწყობილი ლგბტქ+ თემის მიმართ და არა მშობლებზე. თავის გამოსვლაში სენატორი მშობლებს ერთხელ ახსენებს და სრულიად განსხვავებულ კონტექსტში.

სტატიის სათაურიდან და ტექსტიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ აქ გამოთქმული მოსაზრებები სენატორმა თავის გამოსვლაში გააჟღერა.

გავრცელებული სტატიიდან ზემოთ მოყვანილ მონაკვეთებში, სენატორის გამოსვლიდან რამდენიმე რეალური ფრაზა და ციტატაა მოყვანილი: “ესენი ჩვენი შვილები არიან”, “საზიზღარი ხალხი”, “ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი თემის მიმართ სიძულვილის დიდი ნაწილი სხვა შტატებში კვლავაც აქტუალურია. სამწუხაროდ, ეს სიძულვილი აქაც, კალიფორნიაშიც იგრძნობა” – თუმცა ტექსტის დანარჩენი ნაწილი, რომელიც თითქოს სენატორის სიტყვების პერიფრაზია, რეალურად სრულიად არასწორ კონტექსტს აძლევს ვინერის ციტატებს და შესაბამისად სრულიად უცვლის შინაარს სენატორის გამოსვლას. სენატორს არ უხსენებია არც მშობლების უფლებები ან მეურვეობის შენარჩუნების სურვილი.

რა კონტექსტში ამბობს სენატორი ფრაზას “ისინი ჩვენი შვილები” არიან?

სან ფრანცისკოში პრაიდის თვის დაწყებასთან დაკავშირებით სკოტ ვინერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოწყვლადი ჯგუფების და განსაკუთრებით ლგბტქ+ თემის ახალგაზრდა წევრებისთვის და ბავშვების სოციალური უსაფრთხოება. გამოსვლისას ვინერი საუბრობდა სენატორის, სენატის ბიუჯეტის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან, რაც მიანიშნებს, რომ ფრაზა “ისინი ჩვენი შვილები არიან” მიემართება არა ქვიარ თემს, არამედ მთლიანად საზოგადოებას და სოციალური დაცვის სისტემას.

სენატორი სკოტ ვინერი: “…თუმცა გამოწვევები გვაქვს. ახლა ცოტა უფრო სერიოზულად ვისაუბრებ. მაქვს პატივი ვიყო სენატის ბიუჯეტის კომიტეტის თავმჯდომარე ამ წელს, როდესაც გვაქვს ბიუჯეტის მსხვილი დეფიციტი. ბიუჯეტის მხრივ გამოწვევებით სავსე წელია, თუმცა ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა სოციალური უსაფრთხოება, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც უსახლკარობის რისკის ქვეშ არიან და მინდობით აღზრდაში მყოფი ჩვენი ბავშვებისთვის, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ლქგბტქ+ თემის წევრია, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ცუდი ბიუჯეტის პერიოდშიც ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით. ისინი ჩვენი ბავშვები არიან და უნდა უზრუნველვყოთ მათი გაძლიერება და გეზი მივცეთ წარმატებისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამისთვის.”

რა კონტექსტში ამბობს სენატორი ფრაზას “საზიზღარი ხალხი”?

ფრაზას “საზიზღარი ხალხი” სენატორი ლგბტქ+ თემის მიმართ აგრესიულად და სიძულვილით განწყობილ ჯგუფებზე საუბრისას ამბობს. ეს ფრაზა მშობლებთან კავშირში არ არის. თავის გამოსვლაში სიტყვას მშობლებს სენატორი ერთხელ და სულ სხვა კონტექსტში ახსენებს. სენატორმა აღნიშნა, რომ ის თუ როდის გაამჟღავნებს ადამიანი თავის სექსუალურ ან გენდერულ იდენტობას და როდის გაუზიარებს ამას მშობლებს მისი გადასაწყვეტია და არავის აქვს ქამინგ აუთის იძულების უფლება.

სენატორი სკოტ ვინერი: “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ თემის სიძულვილის დიდ ნაწილს სხვა შტატებში ვხვდებით, ის აქ, კალიფორნიაშიცაა. ვიცით, რომ განსაკუთრებით კონსერვატორულ რეგიონებში სკოლების საბჭოები თავს ესხმიან ლგბტქ+ ახალგაზრდებს და მათ დემონიზებას ახდენენ, რაც ძალიან, ძალიან სახიფათოა. ამიტომაც დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჩვენმა 12 კაციანმა ჯგუფმა ვთქვით, რომ ამას არ დავუშვებდით და წარვადგინეთ კანონმდებლობა, რომელიც აკრძალავს იძულებითი ქამინგ აუთის პოლიტიკას, რომელთა მიღებაც სკოლის საბჭოებმა დაიწყეს. ჩვენ ყველამ, აქ მყოფებმა ქამინგ აუთის დიდი გამოცდილების მქონეებმა ვიცით, რომ თუ როდის გადაწყვეტს ადამიანი თავის მშობლებთან ქამინგ აუთს, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი და არავის სხვის საქმე. ამას ცხადად გავწერთ კალიფორნიის შტატის კანონმდებლობაში. როდესაც ვებრძვით ყველა ამ საზიზღარ ადამიანს, რომლებიც ჩვენს დაზარალებას ცდილობენ, ჩვენ მათ დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ.”

ვინერი საუბრობს კანონპროექტზე, რომლის მიზანია, აკრძალოს სკოლებში ე.წ. იძულებითი აუთინგის პოლიტიკა – მოზარდის თანხმობის გარეშე მშობლებისთვის მისი სექსუალური ან გენდერული იდენტობის გამჟღავნება.

არქივის ბმულები: საქართველო უპირველეს ყოვლისა (1,2), ფეისბუქ-პოსტები (1,2).


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist