კალათბურთელი, რომლის გარდაცვალებასაც ვაქცინაციას უკავშირებენ, ცოცხალია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

კალათბურთელი, რომლის გარდაცვალებასაც ვაქცინაციას უკავშირებენ, ცოცხალია
24
VIEWS

20 დეკემბერს ფეისბუქ-პროფილმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ კარგავს გონებას კალათბურთელი მატჩის დროს. პოსტის ავტორი ვიდეოს აღწერაში აღნიშნავს, რომ აცრილი ესპანელი კალათბურთელი პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა.

"

დეზინფორმაციაა, თითქოს ვაქცინირებული კალათბურთელი ოსკარ კაბრერა მატჩის დროს გარდაიცვალა. ესპანურ საკალათბურთო გუნდ კანტბასკეტის მოთამაშემ გონება ნამდვილად დაკარგა, რისი მიზეზიც სინკოპე ანუ ტვინისთვის არასაკმარისი ჟანგბადის მიწოდება გახდა. კაბრერა გონს მალევე მოვიდა, ის საავამდყოფოში გადაიყვანეს და თავს კარგად გრძნობს.

მტკიცება, თითქოს კალათბურთელი ოსკარ კაბრერა თამაშის დროს გარდაიცვალა და ამასთან ვაქცინაციას აქვს კავშირი, დეზინფორმაციაა. კაბრერამ მატჩის დროს გონება დაკარგა, თუმცა ცნობიერება მალევე დაუბრუნდა და მისი გუნდისა და ოჯახის წევრების ცნობით, ის თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება მისი ვაქცინაციის სტატუსს, კაბრერას გულის წასვლის მიზეზების განმარტებისას მისი ოჯახის წევრები ამ საკითხს საერთოდ არ ახსენებენ.

26 წლის დომენიკელმა კალათბურთელმა გონება 18 დეკემბერს ესპანურ კალათბურთის გუნდებს სანტურსესა და კანტბასკეტს შორის გამართული მატჩის დროს დაკარგა. როგორც კანტბასკეტის ტვიტერის ანგარიშიდან ვიგებთ ოსკარ კაბრერამ გონება მაშინ დაკარგა, როცა მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთამდე დრო იყო დარჩენილი. კაბრერას დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა გამოეკვლიათ, ჰქონდა თუ არა გონების დაკარგვას რამე კონკრეტული მიზეზი. ინციდენტის გამო თამაში შეჩერდა.

მოგვიანებით საკალათბურთო გუნდის ვებ-გვერდზე კაბრერასთან დაკავშირებით მასალა გამოქვეყნდა, რომელშიც მისი გონების დაკარგვის მიზეზია ახსნილი. ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კაბრერა გონს მაშინ მოვიდა, როცა საავამდყოფოში საკაცით გადაჰყავდათ, მან დარბაზი აწეული ცერა თითით, მაყურებლების ტაშის ფონზე დატოვა.

"

კაბრერას სინკოპეს ეპიზოდი ჰქონდა, რაც სამედიცინო ენაზე გონების ხანმოკლე დაკარგვას ნიშნავს, რომელსაც თავის ტვინის სისხლმომარაგების შემცირება იწვევს. ამ დროს ტვინს ჟანგბადი არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება. სინკოპე საკმაოდ ხშირია და ის მამაკაცთა 3%-სა და ქალების 3.5%-ში ვლინდება, ამასთან სინკოპე შეიძლება ნებისმიერი ასაკის, სამედიცინო პრობლემების მქონე და არმქონე ადამიანებში გამოვლინდეს.

20 დეკემბერს დომენიკური რადიოსადგურის  Dominicana FM გადაცემა Cancha Entera-ს ტვიტერზე კაბრერას მამის ინსტაგრამ-პოსტი გამოქვეყნდა. ასიერ კაბრერამ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ოსკარმა მატჩის დღეს მსუბუქად ისაუზმა და შემდეგ საკვები აღარ მიუღია, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. მან ასევე აღნიშნა, რომ კაბრერას ვაზოვაგალური სინკოპე დაუდგინეს და გონების დაკარგვას გულთან კავშირი არ ჰქონია. კალათბურთელის მამა წერს, რომ კაბრერა თავს კარგად გრძნობს, თუმცა, გამოკვლევების ჩატარების მიზნით, საავადმყოფოში რჩება.

"

სპორტსმენების გონების დაკარგვასა და ვაქცინაციას შორის კავშირზე დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist