30 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის დღეს ფეისბუქ გვერდმა Your Page გაავრცელა კახი კალაძის საარჩევნო ბანერის ფოტო, რომელზეც ის ამჟამად ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერ 5-თან ერთადაა გამოსახული, პარტიული სლოგანით “მეტი სარგებელი ხალხს” და საარჩევნო დაპირებებით: “დასაქმება, ჯანდაცვა ყველას, ძლიერი სოფელი, 1000 ლარიანი ვაუჩერი”. მანამდე ფოტო ფეისბუქ მომხმარებელმა ლაშა ბერულავამაც გაავრცელა წარწერით “კახა კალაძემ აზრი შეიცვალა ქოცებო”. პოსტების კომენტარების მიხედვით, მომხმარებელთა ნაწილმა საარჩევნო ბანერი რეალურად მიიჩნია. 29 ოქტომბერს პოსტერი გამოაქვეყნამომხმარებელმა Nikā Deisādze-მაც.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერი სატირულია და ის 2012 წელს სატირულმა ვებ-გვერდმა “ჩიტი” გამოაქვეყნა.
კახა კალაძის ბანერი ნაციონალური მოძრაობის ლოგოთი პირველად 2012 წლის 16 ოქტომბერს სატირულ ვებ-გვერდზე chiti.ge და მის ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა. 2021 წლის 29 და 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს “ჩიტის” ლოგოც, თუმცა ფოტოს დაბალი ხარისხის გამო ის მკაფიოდ გარჩევადი არაა.
ორიგინალი ფოტო, რომელიც სატირულ პოსტერზეა გამოყენებული, ინტერნეტში 2008 წლიდან იძებნება და კომპანია “მაგთის” სარეკლამო კამპანიიდანაა. კალაძე “მაგთის” სახე 2007 წელს გახდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.