17 სექტემბერს ფეისბუკ-ანგარიშმა “ბნელი უბნელესი” რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ნიდერლანდებში სათამაშოების მაღაზიებში ჯვარცმის სათამაშო ფიგურა იყიდება. სათამაშოს “ჯვარს აცვი იესო” ჰქვია. ვიდეოში ნაჩვენებ ფოტოზე ჩანს, რომ იესოს ფიგურასთან ერთად ყუთში ასწაყობი ჯვარი, ჩაქუჩი და ლურსმნებია მოთავსებული.
ვიდეოში ნაჩვენებ ფოტოზე არა საბავშვო სათამაშო, არამედ ნიდერლანდელი ხელოვანის, ფილემონ ვესელინკის ნამუშევარია გამოსახული, რომელიც 2015 წელს ნიდერლანდებში ხელოვნების ფესტივალის ერთ-ერთი ექსპონატი იყო.
Crucify Jesus yourself (თავად აცვი ჯვარს ისეო) 2015 წელს ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე, ტვენტეს ბინეალეზე ერთ-ერთი ექსპონატი იყო. ნამუშევრის ავტორი ფილემონ ვესელინკია.
ვესელინკი აღნიშნავს, რომ ჯვარცმა ქრისტიანობის სიმბოლოა, მისი თქმით ის ქრისტიანად აღზარდეს და ბავშობიდან ყველგან ხედავდა ჯვარცმას. ველენსკის თანახმად, მისი ნამუშევარი ქრისტიანობაში ჯვარცმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.
ვესელინკი: “ქრისტეს ჯვარზე გაკვრის დროს ვის მხარეს ხარ? ჯვარცმის გარეშე ხომ ქრისტიანობა ასეთი დიადი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ნამუშევარი ზედმეტი ხომ არ არის ქრისტიანებისთვის? ხოლო თუ მოიწონებენ ამ ნამუშევარს, მაშინ რას გვეტყვის ეს ქრისტიანობაზე? იგრძნობენ ადამიანები თავს დამნაშავედ როცა ამ ნამუშევარს იყიდიან და ჯვარცმის პროცესს გაიმეორებენ? და თუ დამნაშავედ იგრძნობენ თავს, განა ეს იმაზე არ მიანიშნებს, რომ ჭეშმარტად სწამთ?
ველინსკისკის ნამუშევარი ნიდერლანდების ერთ-ერთ გალერეაში, Art Kitchen Gallery-ში იყიდებოდა და მისი ფასი 525 ევრო იყო. ნამუშევარი გაყიდულია და გალერეის საიტზე ხელმისაწვდომი აღარ არის.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეომონაკვეთი საზღვარგარეთ რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის მღვდლის, ალექსანდრ ლიპინის ვიდეოადანაა ამოჭრილი. ვიდეო სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა და ლიპინის YouTube-არხზე იყო გამოქვეყნებული. ლიპინის თქმით, ჯვარცმის “სათამაშოს” ფოტო მას მეგობარმა გაუგზავნა. ამჟამად ალექსანდრ ლიპინის YouTube-არხი ხელმისაწვდომი აღარ არის. ლიპინის ფეისბუკ-პროფილზე მითითებულია არხის ბმული, რომელზე გადასვლისაც ჩანს, რომ YouTube-ის წესების გამოა გაუქმებული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.