ჯო ბაიდენის ვიდეოს “ჩვენ ვართ” მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

40
VIEWS

6 ნოემბერს ტრამპის მხარდამჭერმა ქართულმა გვერდმა “ჩვენ ვართ” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც ჯო ბაიდენის სიტყვებია მოყვანილი: “ჩვენ შევკრიბეთ ამერიკის პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი და ყოვლისმომცველი არჩევნების გაყალბების ორგანიზაცია.”

ჯო ბაიდენის ფრაზა უკონტექსტოდ და მანიპულაციურად ვრცელდება, რეალურად ბაიდენი საუბრობს არა ხმების გაყალბების სისტემის ორგანიზებაზე, არამედ ხმების დაცვის სისტემზე, რომელიც მისი თქმით, ამერიკის პოლიტიკური ისტორიის განმავლობაში ყველზე ძლიერია.

  • ბაიდენის ინტერვიუ და მისი გავრცელება აშშ-ში

24 წამიანი ვიდეო წარმოადგენს ნაწყვეტს პროდემოკრატიული პოდკასტიდან Pod Save America, რომელსაც ბაიდენი 24 ოქტმბერს ესტუმრა. პოდკასტის წამყვანები ობამას ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები არიან. ერთ-ერთმა მათგანმა ბაიდენს ჰკითხა, თუ რას ეტყოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ხმა ჯერ კიდევ არ მიუციათ ან იმათ, ვინც ფოსტით უკვე გააგზავნა თავისი ბიულეტენი.

ამ შეკითხვას ბაიდენმა ვრცელი პასუხი გასცა, სადაც მიმოიხილა თავისი კამპანიის ფარგლებში ხმის დაცვისთვის შექმნილი მექანიზმები და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები აკეთებენ ყველაფერს, რათა ხმის მიცემა გართულდეს განსაკუთრებით ფერადკანიანი ადამიანებისთვის. მან ასევე მოუწოდა ამომრჩევლებს, გამოეყენებინათ საიტი Iwillvote.com, რომელიც დემოკრატების მიერ იმართება. რაიმე სირთულის ან ეჭვის შემთხვევაში კი დაერეკათ ბაიდენის კამპანიის ცხელ ხაზზე, სადაც დახმარებას აუცილებლად აღმოუჩენდნენ.

ჯო ბაიდენი, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი: პირველ რიგში ეწვიეთ საიტს IWILLVOTE.com, რათა ზუსტად დაგეგმოთ, როგორ, როდის და სად მიცემთ ხმას. რადგან ეს შეიძლება რთული იყოს, რესპუბლიკელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პროცესი გაართულონ, განსაკუთრებით ფერადკანიანებისთვის. ასე რომ, შედით IWILLVOTE.com-ზე.
მეორეც, ჩვენ ვართ სიტუაციაში, სადაც თავი მოვუყარეთ, თქვენ ეს აქამდეც გააკეთეთ ჩვენი ადმინისტრაციისთვის, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციისთვის, ჩვენ შევკრიბეთ ყველაზე ფართო და ინკლუზიური არჩევნების გაყალბების ორგანიზაცია ამერიკის პოლიტიკის ისტორიაში. ახლანდელი პრეზიდენტი ცდილობს, რომ ხალხს გადააფიქრებინოს ხმის მიცემა, თითქოს მათი ხმა არ დაითვლება ან შეუძლებელია დაითვალოს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს არ დავუშვათ და გვაქვს ყველა საჭირო რესურსი. თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი მისცემს ხმას, სისტემა ჩამოიშლება.
ხედავთ, რაც ხდება, თქვენც იცით ეს გრძელი რიგები ადრეული ხმის მიცემისთვის. ხედავთ მილიონობით ადამიანს უკვე გაგზავნილი ბიულეტენით. ასე რომ, არ შეშინდეთ, თუ რამე პრობლემა გექნებათ, დარეკეთ… ნომერი თან არ მაქვს, მაგრამ ეს არის 833-DEM-VOTE… დარეკეთ ამ ნომერზე. ათასზე მეტი იურისტი გვყავს, ისინი გიპასუხებენ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ხმას საფრთხე ემუქრება.

ნათელია, რომ ბაიდენი ხმის დაცვის მეთოდებზე საუბრობს, თუმცა ვრცელი პასუხიდან მხოლოდ 24 წამიანი მონაკვეთი გავრცელდა, სადაც “არჩევნების გაყალბების ორგანიზაცია” არის ნახსენები. ეს ნაწყვეტი თავიანთ ანგარიშებზე განათავსეს თეთრი სახლის პრეს მდივანმა კეილ მაკნენიმდონალდ ტრამპმაერიკ ტრამპმა და სხვდასხვა პრორესპუბლიკურმა ანგარიშმა თუ გვერდმა.

ფაქტების გადამოწმების პლატფორმის Snopes-ის განმარტებით, ბაიდენის მიერ “გაყალბების” ხსენება ინტერპრეტაციის საშუალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლეოდა, თუ ამ წინადადებას რესპუბლიკელები ყველანაირი კონტექსტის გარეშე გაავრცელებდნენ, რაც ასე მოხდა კიდეც.

USA Today-ის მიხედვით, რესპუბლიკური მედიაც თანხმდება, რომ მტკიცება იმის შესახებ, თითქოს ბაიდენმა აღიარა არჩევნების გაყალბება, არის მცდარი. FOX News-ის 25 ოქტომბრის სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაიდენის სიტყვები მიემართებოდა არჩევნების დაცვის იმ კამპანიას, რომლის შესახებაც სხვა ინტერვიუებშიც საუბრობდა.

რაც შეეხება გავრცელებული მონაკვეთის წინმსწრებ ნაწილს, სადაც ბაიდენი ობამას ადმინისტრაციას ახსენებს, თავის მასალაში როიტერი აღნიშნავს, რომ ბაიდენი გულისხმობდა ხმის მიცემის სტრატეგიას, რომელიც ობამას მმრათველობის დროს განიხილეს, როგორც რასისტული, და უზენაესი სასამართლოში მის წინააღმდეგ მუშაობაც დაიწყო.

  • 24 წამიანი ვიდეოს გავრცელებაქართულ სოციალურ ქსელებში

კონტექსტისა და აღწერის გარეშე ბაიდენის ინტერვიუს 24 წამიანი ნაწყვეტი საქართველოში მხოლოდ 6 ნოემბრეს გამოჩნდა ფეისბუქ გვერდზე “ჩვენ ვართ,” რომლის მისიის განაცხადი ცარიელია, თუმცა გარეკანის ფოტოზე ვკითხულობთ “ქართველები ტრამპისთვის.” ორგანიზაცია აერთიანებს სახელისუფლებო ექსპერტებს, ასეევე ულტრანაციონალისტულ აქტივისტებს.

აღნიშნული ვიდეო ასევე გააზიარა გვერდმა დედაქალაქი.

ფეისბუქ გვერდიდან ვიდეო გაზიარდა ორ საჯარო ჯგუფში “კონსერვატორები” და “ალტ-ინფოს მხარდამჭერების ჯგუფი.”

აღსანიშნავია, რომ 23 ოქტომბერს ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ანგარიშები  წაშალა. მითების დეტექტორმა ალტ-ინფოს მიერ გავრცელებული მანიპულაციური და სიძულვილის ენის შემცველი მასალები არაერთხელ გამოავლინა.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist