ჯო ბაიდენის ვიდეო სერბების შესახებ არასწორი თარგმანით ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.3k
VIEWS

20 მარტს ფეისბუკ-გვერდმა World political news  გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას ასახავს. ფეისბუკ-გვერდი ვიდეოს შემდეგი აღწერით ავრცელებს: ნახეთ როგორი სიძულვილით საუბრობდა ბაიდენი სერბებზე და რა დამართა მათ!”

ვიდეო ქართულადაა გახმოვანებული და ჯო ბაიდენის სიტყვები შემდეგნაირად არის ნათარგმნი: 

“რატომ მეკითხებით, რატომ არ მიყვარს სერბები? იმიტომ, რომ ეს ის ნაციაა, რომელსაც არ ვენდობი. Რატომ არ მეცოდებიან სერბები, რომლებშიც კარგი ადამიანებიც არიან? იმიტომ, რომ სანამ არ მოუსმენენ თავიანთ გულს, ვერასდროს განიკურნებიან დაავადებებისგან, რომლებიც მათ აქვთ. და სანამ არ დაემორჩილებიან დასავლეთის სტანდარტებს, დაბომბვები გაგრძელდება და გაგრძელდება.” 

გავრცელებულ ვიდეოს თან ახლავს სერბეთის დაბომბვის კადრებიც

Screenshot 9 16 ჯო ბაიდენის ვიდეო სერბების შესახებ არასწორი თარგმანით ვრცელდება

ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლის იგივე ფრაგმენტი ფეისბუკ მომხმარებლებმა დიტო ბიძინაშვილი  და თეონა თავართქილაძე გამოაქვეყნეს.

Screenshot 10 14 ჯო ბაიდენის ვიდეო სერბების შესახებ არასწორი თარგმანით ვრცელდება

24 მარტს ვიდეო იდენტური შინაარსის რუსული თარგმანით რუსულ ჯგუფში Наш выбор В.В.Путин გავრცელდა.

Screenshot 11 14 ჯო ბაიდენის ვიდეო სერბების შესახებ არასწორი თარგმანით ვრცელდება

Სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მანიპულაციაა და არასწორი თარგმანით ვრცელდება. ავთენტურ ვიდეოში, ჯო ბაიდენი სერბების მიმართ გამოჩენილ სიმკაცრეზე საუბრობს და Განმარტავს, თუ რატომ არ უწევს მათ საერთაშორისო დახმარებას. Ნდობის ნაწილში კი, არა ზოგადად სერბი ხალხის მიმართ უნდობლობაზე, არამედ სერბეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრზე ვოისლავ კოშტუნიცაზე საუბრობს. 

  • ფეისბუკის ქართულ გვერდებზე გავრცელებული ვიდეო ტიკტოკის რუსი მომხმარებლის ანგარიშიდანაა აღებული

Სოციალური ქსელის Ქართულ ანგარიშებზე გავრცელებული ვიდეო მოკლე ფრაგმენტია ტიკტოკის ანგარიშზე  pantera_800  ატვირთული ვიდეოკოლაჟისა, რომელშიც ბაიდენის გამოსვლა იდენტური შინაარსიით რუსულ ენაზეა გახმოვანებული. Ვიდეო ტიკტოკზე 19 მარტს გამოქვეყნდა. Ქართველმა ფეისბუკ მომხმარებლებმა კი ვიდეოს ფრაგმენტი ქართულად თარგმნეს და 20 მარტს  გამოაქვეყნეს. 

Screenshot 12 12 ჯო ბაიდენის ვიდეო სერბების შესახებ არასწორი თარგმანით ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ ქართულ გვერდებზე გავრცელებულ ვიდეოში, ტიკტოკის ანგარიში pantera_800 ჩანს, რაც ადასტურებს, რომ ვიდეოს ფრაგმენტი სწორედ ამ ანგარიშიდანაა აღებული. 

Screenshot 13 11 ჯო ბაიდენის ვიდეო სერბების შესახებ არასწორი თარგმანით ვრცელდება

  • ჯო ბაიდენის გამოსვლის Სოციალურ ქსელში გავრცელებული ფრაგმენტი 2002 წლის ამერიკულ-ალბანური კონფერენციიდანაა 

კონფერენცია  2002 წლის 28 აპრილს ჩატარდა. Რეალურად, Სიტყვით გამოსვლისას,  ბაიდენსერბების მიმართ გამოჩენილ სიმკაცრეზე საუბრობს და Განმარტავს, თუ რატომ არ უწევს მათ საერთაშორისო დახმარებას. Ნდობის ნაწილში კი, არა ზოგადად სერბების მიმართ უნდობლობაზე, არამედ სერბეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრზე ვოისლავ კოშტუნიცაზე საუბრობს.

ავთენტური ვერსია გაყალბებული თარგმანი
ჯო ბაიდენი: ზოგიერთი თქვენგანი მეკითხება, თუ რატომ ვარ ასეთი მკაცრი სერბეთისა და პრემიერ კოშტუნიცას მიმართ, რომელსაც არ ვენდობი. Რატომ ვარ ასეთი მტკიცე ამ საკითხის მიმართ და არ ვუწევ საერთაშორისო დახმარებას სერბებს, სადაც ბევრი კარგი ადამიანია. იმიტომ, რომ სანამ ისინი არ ჩაიხედავენ საკუთარ გულებში, ვერ განიკურნებიან იმ დაავადებისგან, რომლითაც დაავადებული არიან. და სანამ ისინი ამ სტანდარტით მოქმედებენ, ეს ციკლი გაგრძელდება და გაგრძელდება. ჯო ბაიდენი: “რატომ მეკითხებით, რატომ არ მიყვარს სერბები? იმიტომ, რომ ეს ის ნაციაა, რომელსაც არ ვენდობი. Რატომ არ მეცოდებიან სერბები, რომლებშიც კარგი ადამიანებიც არიან? იმიტომ, რომ სანამ არ მოუსმენენ თავიანთ გულს, ვერასდროს განიკურნებიან დაავადებებისგან, რომლებიც მათ აქვთ. და სანამ არ დაემორჩილებიან დასავლეთის სტანდარტებს, დაბომბვები გაგრძელდება და გაგრძელდება. 

2002 წლის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

აშშ თავის მისიას ბოლომდე მიიყვანს

Ჯო ბაიდენის მაშინდელი გამოსვლის მიხედვით, აშშ გააგრძელებს თავის მისიას, მანამ, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს. Საქმის ბოლომდე მიყვანა კი, მისი თქმით, რეგიონში დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას გულისხმობდა, რაც მათ ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად დაეხმარებოდა.

სერბების როლი კონფლიქტის დასრულების პროცესში

Ჯო ბაიდენმა ყურადღება  ამ კონფლიქტის დასრულების პროცესში სერბი ხალხის როლსა და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა. Გამოსვლისას, Ბაიდენმა აღნიშნა, რომ სერბებსაც ისეთივე ღირსეულ ხალხად მიიჩნევს, როგორც სხვა ყველას ევროპაში. თუმცა, მათაც უნდა გაიაზრონ და საკუთარ თავზე აიღონ ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრიათ, ისევე როგორც გერმანელებმა ნიურნბერგის პროცესზე

კოლექტიური უსაფრთხოების საკითხი

Ჯო ბაიდენმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და  ხაზი გაუსვა, რომ ბალკანეთის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის, ხოლო ევროპული უსაფრთხოება – თავად აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. 

ომი კოსოვოში 1998 წელს დაიწყო და 1999 წელს ნატოს სპეცოპერაციის შედეგად დასრულდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, სერბეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist