ჯაფარიძის, ვაშაძის და კადიროვის ერთობლივი ფოტო გაყალბებულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

534
VIEWS

2022 წლის 1 ნოემბერს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა ეროვნული საქართველო პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის, პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით “ახმატ სილა”. 

Screenshot 25 2 ჯაფარიძის, ვაშაძის და კადიროვის ერთობლივი ფოტო გაყალბებულია

გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ორ სხვადასხვა ფოტოს აერთიანებს. ვაშაძისა და ჯაფარიძის ფოტო 2022 წლის ოქტომბერშია გადაღებული, მასზე კადიროვის ნაცვლად ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრია გამოსახული, ხოლო კადიროვის ფოტო ერთ-ერთ რუს პოლიტიკოსთან ერთად 2019 წელსაა გადაღებული. 

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო გაყალბებულია. რამზან კადიროვის გამოსახულება და ფონი აღებულია ფოტოდან, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა 2019 წლის 26 ივნისს რუს პოლიტიკოსთან, ევგენი სუბაჩევთან ერთად გადაიღო. სუბაჩევი პარტია “ერთიანი რუსეთის” ჩელიაბინსკის რეგიონული ფილიალის პოლიტიკური საბჭოს პრეზიდიუმის წევრია. აღნიშნული ფოტო სუბაჩევის ინსტაგრამის გვერდზე დღესაც იძებნება

Screenshot 26 2 ჯაფარიძის, ვაშაძის და კადიროვის ერთობლივი ფოტო გაყალბებულია

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის გამოსახულებებს, ისინი 2022 წლის 20 ოქტომბერს გავრცელებული ფოტოდანაა ამოჭრილი, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა ბრიუსელში ვიზიტის დროს ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, ქსავიე ბეტელთან, შეხვედრისას გადაიღეს. 

Screenshot 27 2 ჯაფარიძის, ვაშაძის და კადიროვის ერთობლივი ფოტო გაყალბებულია Screenshot 28 2 ჯაფარიძის, ვაშაძის და კადიროვის ერთობლივი ფოტო გაყალბებულია

პოსტს თანდართული წარწერა “ახმატ სილა” (ახმატი ძალაა) გავრცელებული ფრაზაა, რომელსაც რამზან კადიროვი მიმართვებისას ხშირად იყენებს. “ახმატში” რამზან კადიროვის მამა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილი მეთაური – ახმატ კადიროვი იგულისხმება.  გარდა კადიროვისა, ფრაზას ჩეჩნეთის სხვა ოფიციალური პირები და სპორტსმენებიც იყენებენ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist