ჯანმო არ წერს, რომ PCR ტესტების შედეგები დაინფიცირებული ადამიანების რიცხვს მნიშვნელოვნად აჭარბებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

26
VIEWS

22 იანვარს  ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ გამოაქვეყნა ფეისბუქ-პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ “კოვიდ ტესტების შედეგები მნიშვნელოვნად აჭარბებდა დაინფიცირებული ადამიანების რიცხვს”. ტომარაძის მტკიცებით, ჯანმომ აღნიშნული განცხადება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გაავრცელა.

 

;

ტომარაძის მტკიცება, თითქოს ჯანმომ აღიარა, რომ კოვიდ-ტესტების შედეგები დაინფიცირებულების რიცხვს მნიშვნელოვნად აჭარბებს, მცდარია. ჯანმო 20 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში PCR-ტესტების ჩატარებისას მისი გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვისა და კორონავირუსის დიაგნოსტირებისას PCR ტესტის პასუხთან ერთად პაციენტის კლინიკური სურათის გათვალისწინების რეკომენდაციას გასცემს. ჯანმოს განცხადების ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირება მანიპულაციაა, რადგან მათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე  20 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში არ წერია, რომ PCR ტესტების შედეგები დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობას აჭარბებს. რეალურად განცხადება PCR ტესტების ჩატარებისა და კორონავირუსის დიაგნოსტირების პროცესში გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს ერთად უყრის თავს. განცხადებაში რეკომენდაციის სახით წერია, რომ სამედიცინო პერსონალმა კორონავირუსის დიაგნოსტირებისას PCR ტესტის პასუხთან ერთად პაციენტის კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინონ, ლაბორატორიაში მომუშავეები კი PCR ტესტების ჩატარების ინსტრუქციას ყურადღებით უნდა გაეცნონ.

 ტომარაძე ჯანმოს განცხადებას ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან მანიპულაციურად აკავშირებს. 20 იანვრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის 2020 წლის 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას ანაცვლებს, რომელიც ასევე PCR ტესტების გამოყენების რეკომენდაციებს გასცემდა.

 ტომარაძის პოსტის იდენტური გზავნილი კონსერვატიულმა გამოცემა The Gateway Pundit-მაც გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ინაუგურაციიდან 1 საათის შემდეგ ჯანმომ PCR ტესტების ცრუ დადებითი შედეგების მაღალი მაჩვენებელი აღიარა. The Gateway Pundit-ის მტკიცება PolitFact-მა გადაამოწმა და მას “მცდარის” ვერდიქტი მიანიჭა.

 PolitFact-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯანმოს განცხადება ტექნიკური ენითაა დაწერილი, თუმცა ხუთმა ვირუსოლოგმა, რომელთა უმეტესობა COVID-19-ის ტესტირების ლაბორატორიებში მუშაობს, მათ აუხსნა, რომ განცხადების მთავარი აზრი ლაბორატორიაში მომუშავეთათვის იმის შეხსენება იყო, რომ PCR ტესტების ჩატარების ინსტრუქციები ყურადღებით უნდა წაიკითხონ.

 “ალიასთან” ინტერვიუში ჯანმოს 2020 წლის 14 დეკემბრის განცხადებას ანტივაქსერი შორენა შანიძეც მანიპულაციურად ავრცელებდა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:


პოსტის არქივი: ზვიად ტომარაძე


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, აშშ
წყარო

წყარო

ტომ
ზვიად ტომარაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist