ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინით გარდაცვალების შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

2
VIEWS

25 აპრილს ფეისბუკ მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირწმუნება, რომ Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა თემურ ჩაჩანიძე. შანიძე წერს, რომ ჩაჩანიძე ექიმის ძმა იყო და მისი ახლობლები დააშინეს.

;

შორე შანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც Pfizer-ის ვაქცინის შედეგად გარდაცვალების შემთხვევას არ ადასტურებენ.

შორე შანიძის მიერ Pfizer-ის ვაქცინით თემურ ჩაჩანიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებენ.

სამინისტროში ამბობენ, რომ 27 აპრილის მდგომარეობით, არ დაფიქსირებულა ფაქტი, როდესაც საქართველოში Pfizer-ის აცრის გაკეთების შემდეგ პირი გარდაიცვალა. Pfizer-ის ვაქცინით აცრა საქართველოში 30 მარტს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ შანიძეს პოსტში დაკონკრეტებული არ აქვს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი. ასევე არაა მითითებული აცრის და გარდაცვალების დრო.

ფეისბუქ მომხმარებელი ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას კორონავისუსის პანდემიასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით. “მითების დეტექტორმა” მის მიერ გავრცელებული ყალბი მტკიცებები წარსულში არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist