ადრონული თერაპია – ბრძოლა კიბოს უჯრედებთან და არა გენური ინჟინერია

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

350
VIEWS

2020 წლის 17 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა Lasha Modebadze, რომელიც სავარაუდოდ ყალბი პოფილია, ფონდ “ქართუს” მიერ დაფინანსებული ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში არა უნივერსიტეტს, არამედ მაღალტექნოლოგიურ კვლევით ცენტრს აშენებს, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოს მოსახლეობაზე და პირველ რიგში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებზე დასავლურ სახელმწიფოებში აკრძალული ექსპერიმენტების ჩატარება იქნება. ავტორის მტკიცებით, ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტი ბირთვული კვლევების ევროპულ ორგაზაციასთან (CERN) თანამშრომლობით ქუთაისში შექმნილი ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება. მოდებაძე ადრონულ თერაპიას ადამიანების გენური მოდიფიკაციის ჩინურ ექსპერიმენტებთან აკავშირებს, რომელთაც, მისი თქმით, მსოფლიოს უმდიდრესი ტექნოლოგიური კომპანიები, ბილ გეითსი და როკფელერები აფინანსებდნენ.

Lasha Modebadze-ის პოსტს ახლავს იტალიურენოვან ვებ-გვერდზეgospanews.net-ზე 2019 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის ბმული, რომელიც ჩინეთში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დაბადებულ გენმოდიფიცირებულ ტყუპ გოგონებს ეხება.

;

ქუთაისისა საერთაშორისო უნივერსიტეტისა და CERN-ის შესახებ გავრცელებული მტკიცებები კონსპირაციულია. აღნიშნული ორგანიზაციების პარტნიორობის, ასევე ცერნის ლაბორატორიის კვლევების და ადრონული თერაპიის შესახებ ინფორმაცია არაერთ ღია წყაროაშია ხელმისაწვდომი, ხოლო მოსაზრება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ფარული ექსპერიმენტების ჩასატარებლად გამოიყენებენ, მტკიცებულების გარეშეა.  მოდებაძის მიერ პოსტისათვის დართული იტალიურენოვანი სტატია ადამიანის გენური ინჟინერიის შესახებ არარელევანტურია, რადგან პოსტში ნახსენები კვლევითი ცენტრები არა გენური ინჟინერიის, არამედ ფიზიკის მიმართულებით მუშაობენ. 

  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ  

ქუთაისში მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო უნივერსიტეტის და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მშენებლობა 2016 წელს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები 2020 წლის ოქტომბერში სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე მიიღო. ამჟამად უნივერსიტეტში 246 ქართველი სტუდენტი სწავლობს, ხოლო უცხოელი სტუდენტების მიღება პანდემიის დასრულების შემდეგ გამოცხადდება. უნივერსიტეტი მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორია, რომელთანაც პროგრამების შემუშავების პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონისთვის უპრეცედენტო მასშტაბის მაღალტექნოლოგიური ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნაა, რომელშიც კვლევების განხორციელება ელემენტარული ნაწილაკების, რადიაციულ ფიზიკისა  და ბიოფიზიკის მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს უნივერსიტეტი ცერნთან ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ტექნოლოგიურ და სამეცნიერო ცენტრებთან.

  • ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის შესახებ

ქუთაისის უნივერსიტეტისა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN)-ის თანამშრომლობის შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რამდენიმე კვლევითი ცენტრი, მათ შორის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის  მაღალტექნოლოგიური ცენტრი უნდა დაფუძნდეს. 2015 წელს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტში საქართველოს მთავრობამ და ფონდმა “ქართუმ” თანამშრომლობა ცერნთან, ადრონული თერაპიის იტალიურ ცენტრსა და ბირთვული ფიზიკის იტალიურ კვლევით ინსტიტუტთან დაიწყო.

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) 1954 წელს იუნესკოს ეგიდით შეიქმნა. ცერნი 23 თანამონაწილე ქვეყნის საერთო პროექტია, თუმცა შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე იგი  არაწევრ სახელმწიფოებთანაც, მათ შორის საქართველოსთანაც, თანამშრომლობს. ცერნის კვლევით რესურსებს კი მსოფლიოს 600-მდე ინსტიტუტი და უნივერსიტეტი იყენებს. ამჟამად ჟენევაში მდებარე ცერნის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია თანამედროვე ფიზიკაში მიმდინარე მასშტაბური კვლევებითაა ცნობილი. ცერნის ლაბორატორიის ექსპერიმენტები ძირითადად ნაწილაკურ ფიზიკას ეხება და მსოფლიოში უდიდეს ადრონულ ამაჩქარებელზეა (LHC)  კონცენტრირებული. ტრანსჰუმანიზმი და გენური ინჟინერია, რომელსაც მოდებაძე ცერნსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკავშირებს ცერნის ლაბორატორიის ექსპერიმენტების ჩამონათვალში არ გვხვდება, რადგან ლაბორატორია არა ბიოლოგიისა და გენური ინჟინერიის, არამედ ფიზიკის კვლევებითაა დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ცერნის მიერ შექმნილი ზოგიერთი ტექნოლოგია მედიცინაშიც გამოიყენება.

  • რა არის ადრონული თერაპია? 

ლაშა მოდებაძის მტკიცებით, ქუთაისის უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნის რეალური მიზანი კიბოთი დაავადებულ ქართველ პაციენტებზე დასავლეთის ქვეყნებში აკრძალული, მათ შორის ადამიანის გენეტიკური მოდიფიკაციის, ექსპერიმენტების ჩატარებაა. რეალურად, ადრონული თერაპია ნაწილაკური და რადიაციული ფიზიკის ნაწილია და მას კავშირი არ აქვს ბიოინჟინერიასთან ან ტრანსჰუმანიზმთან. კიბოს ადრონული თერაპია თანამედროვე ფიზიკაში მიმდინარე კვლევებზე დაფუძნებული უახლესი თერაპიული მეთოდია, რომელსაც მნიშვნელოვანი სამედიცინო გამოყენება აქვს და იგი პაციენტზე პროტონებით ან სხვა ნაწილაკებით დასხივებას გულისხმობს. ამგვარ ნაწილაკებს ადამიანის ქსოვილში შეღწევა და სიმსივნურ უჯრედებზე ჯანმრთელი ქსოვილის დაუზიანებლად ზემოქმედება შეუძლიათ.

აღნიშნულ პროექტზე ფიზიკოსი გია დვალი, ასევე დოქტორი თემურ ლომთაძე მუშაობენ.

  • ჩინეთში ადამიანის გენეტიკური მოდიფიკაციის ექსპერიმენტს კავშირი არც ქუთასის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და არც მოდებაძის მიერ ჩამოთვლილ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან აქვთ

ლაშა მოდებაძის მტკიცებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ადრონული თერაპიის ცენტრის საშუალებით მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები აკრძალულ ექსპერიმენტებს ჩაატარებენ, როგორც, მისი თქმით, ეს 2019 წელს ჩინეთში ამაზონის, გუგლის, მაიკროსოფტის, ბილ გეითსისა და როკფელერების ფონდის მიერ დაფინანსებული ექსპერიმენტის დროს მოხდა. მოდებაძის მტკიცებით, ამგვარი ექსპერიმენტების მიზანი სხვადასხვა სპეციალობისა და პროფესიის მქონე ადამიანების გენმოდიფიცირების გზით გამოყვანაა.

რეალურად, 2018 წლის 26 ნოემბერს ჩინელმა მეცნიერმა, “მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამხრეთული უნივერსიტეტის” პროფესორმა ჰე ძიანკუიმ ადამიანის რამდენიმე ემბრიონის დნმ-ს ხელოვნური მოდიფიცირების შესახებ განაცხადა, თუმცა გენომის კორექტირების მიზანი არა ბავშვების მომავლის აბსოლუტური განსაზღვრა და მათი კონტროლი, არამედ იმუნური სისტემის ხელოვნური გაძლიერება და HIV-ის ვირუსისადმი იმუნოგამძლეობის ჩამოყალიბება იყო. მოგვიანებით, პროფესორი ექსპერიმენტისას ეთიკური ნორმების დარღვევისთვის დააპატიმრეს, დამნაშავედ სცნეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს განჩინების მიხედვით, ადამიანის გენომის ხელოვნურ მოდიფიკაციაზე ექსპერიმენტები სამედიცინო კვლევის ეთიკურ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. 

არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი მოდებაძის მიერ ჩამოთვლილი მსხვილი კომპანიების ან ბიზნესმენების მიერ ფინანსდებოდა. აღნიშნულ ექსპერიმენტისა და ცერნის ექსპერიმენტებს ან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამომავლო კვლევების დაკავშირება კონსპირაციაა, რადგან ქუთაისის კვლევითი ცენტრიც, ცერნის მსგავსად, არა გენური ინჟინერიის, არამედ ნაწილაკური და რადიაციული ფიზიკის კვლევის მიმართულებით იმუშავებს.

გავრცელება

მოდებაძემ აღნიშნული პოსტი 17 დეკემბრის 21: 03 საათზე გამოაქვეყნა. ამ დროიდან მოყოლებული 18 დეკემბრის 00:10 საათამდე მის გვერდზე  ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ 13 საჯარო პოსტი გამოჩნდა, რომელთაგანაც ორი ზემოთ აღწერილი პოსტის იდენტური იყო, ხოლო სხვები 2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვადასხვა მედია პლატფორმებზე ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ცერნის მეცნიერების თანამშრომლობის შესახებ გამოქვეყნებულ ახალი ამბების ბმულებს შეიცავდა. ყველა ბმულს აღწერის სახით იდენტური ტექსტი ახლდა.

;;

;;

;

23 დეკემბრის 11:00 საათის მონაცემებით ლაშა მოდებაძის 17 დეკემბრის პოსტის 52 გაზიარება აქვს. პოსტი გამოქვეყნებიდან 20 წუთის განმავლობაში სამჯერ გააზიარა ფეისბუქ ანგარიშმა Kote Afxazi, რომელიც პლატფორმა “ვინ ვინ არის?” მიერ ყალბ ანგარიშადაა მონიშნული.

წყაროს შესახებ

Kote Afxazi-ის მსგავსად, სავარაუდოდ ყალბი ანგარიშია Lasha Modebadze-ც, რომელიც ფეისბუქ ჯგუფ კორონა მაფიას ერთ-ერთი ადმინისტრატორი იყო. ანგარიში ფეისბუქიდან რამდენჯერმე წაიშალა და თავიდან შეიქმნა. ამჟამად Lasha Modebadze ჯგუფის “კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა”  ადმინისტრატორია.

;

მოდებაძე თავის პროფილსა და მის მიერ შექმნილ ჯგუფებში კორონავირუსისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სხვადასხვა, ძირითადად რუსულენოვან კონსპირაციის თეორიებს და დეზინფორმაციებს აზიარებს.“მითების დეტექტორი” ადრე წერდა, რომ კრემლთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას  მსგავსად, მოდებაძე ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმის შემდეგ გაჟონილ დოკუმენტებს მანიპულაციურად აქვეყნებდა.

ლაშა მოდებაძის მიერ გავრცელებული სხვა კონსპირაციული თეორიების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვეიცარია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist