ИЗВЕСТИЯ.РФ-ს ყალბ წერილს მოსკოვში აშშ-ის საელჩო ტვიტერზე გამოეხმაურა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

foto_twitter
26
VIEWS

მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა იმ ყალბ წერილს, რომელიც რუსულმა გამოცემა “Известия”-მ 18 ნოემბერს ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოაქვეყნა და რომელიც თითქოს რუსი LGBT აქტივისტ ნიკოლაი ალექსეევისადმი იყო მიწერილი.

საელჩოს წერილში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტობრივ და გრამატიკულ შეცდომებზე, რომლებიც მის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.  წერილის მიხედვით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ალექსეევს ურჩევს ფინანსური თუ ორგანიზაციული საკითხებისთვის დაუკავშირდეს მოსკოვში ა.შ.შ. საელჩოს თანამშრომელს და მითითებულია თანამშრომლის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც რეგისტრირებულია არა state.gov-ის დომეინზე, როგორც ეს აპრობირებული პრაქტიკაა, არამედ @gmail.com-ზე.

ტვიტერზე აშშ-ს საელჩომ გამოაქვეყნა გაყალბებული წერილის ვერსია, რომელსაც გრამატიკული და ფაქტობრივი შეცდომების ამსახველი შესწორებები ერთვის თან, შემდეგი კომენტარით: “პატივცემულო Известия.рф. შემდეგში, როდესაც გამოიყენებთ გაყალბებულ წერილებს, გამოგვიგზავნეთ ჩვენ – მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ შეცდომების შესწორებაში. პატივისცემით. სახელმწიფო დეპარტამენტი.”

18 ნოემბერს, ყოველდღიურმა გამოცემამ “Известия”-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “რუსი ჩინოვნიკების დისკრედიტაციისთვის LGBT აქტივისტებს იყენებენ.” “Известия”-ს სტატიის საილუსტრაციოდ სწორედ ზემოთხსნებული გაყალბებული მიმოწერაა მოყვანილი, რომლის გასაჯაროვება თითქოსდა ჰაკერების მიერ გახდა შესაძლებელი. სტატიაში ასევე საუბარია ცალკეული რუსი მაღალჩინოსნების სექსუალურ ორიენტაციაზე.

23

 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist