იწვევს თუ არა ვაქცინაცია გულის ანთებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

66
VIEWS

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ახალგაზრდებში გულის ანთებას იწვევს. 13 ივნისს “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ვაქცინები თინეიჯერებში მიოკარდიტების გამომწვევია. ანტივაქსერი ჰომეოპათის, თინა თოფურიას 8 ივნისის პოსტის მიხედვით კი, ისრაელმა ვაქცინის შედეგად მიოკარდიტის განვითარება აღიარა.

;;
მტკიცება იმის შესახებ, რომ ვაქცინები გულის ანთებებს იწვევს, მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. პირდაპირი კავშირი ვაქცინაციასა და გულის ანთებებს შორის ჯერჯერობით დადგენილი არ არის და მათთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს. CDC-ისა და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, აშშ-სა და ისრაელში ვაქცინის მიღების შემდეგ დაფიქსირებული გულის ანთების შემთხვევები იშვიათია.  ორივე ქვეყნის მარეგულირებლის განცხადებით, ინფიცირების რისკები ვაქცინაციის რისკებს ბევრად აღემატება და მასობრივი ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. 

  • ვაქცინაციასა და გულის ანთებებს შორის კავშირის არსებობის შესახებ კვლევები მიმდინარეობს

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მიერ გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ “შხამქცინა თინეიჯრებში გულის ანთებას იწვევს,” ამის საილუსტრაციოდ კი მოყვანილია dailymail-ის სტატია, რომელიც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ 18 ივნისს ახალგაზრდა მამაკაცებში ვაქცინის შემდეგ განვითარებულ გულის ანთებებზე ჩანიშნულ “სასწრაფო შეხვედრას” ეხება. CDC-მ აღნიშნული შეხვედრის შესახებ 10 ივნისს განაცხადა, შეხვედრა გულის ანთებების 226 შემთხვევის  გამოკვლევასა და მათ განხილვას შეეხებოდა. აღნიშნული შემთხვევები ვაქცინის მიღების შემდეგ დაფიქსირდა და მათ გამომწვევ მიზეზებზე კვლევა დაიწყო. CDC-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დოქტორმა ტომ შიმაბუკურომ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ წინასწარი  პასუხებია და გამოკვლევის შემდეგ მათი ნაწილი მიოკარდიტი ან პერიკარდიტი შესაძლოა არ აღმოჩნდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკაში 145 მილიონზე მეტი ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული, გულის ანთების სამიდან ორი ფორმის – მიოკარდიტისა და პერიკარდიტის – სავარაუდო შემთხვევები კი მხოლოდ 226-სთან დაფიქსირდა და ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, არსებობს თუ არა პირდაპირი კავშირი ვაქციანციასა და გულის ანთებებს შორის.

CDC-მა მაისში განაცხადა, რომ ვაქცინის გვერდითი მოვლენების აღრიცხვის სისტემაში (VAERS) მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდებში მიოკარდიტის შემთხვევები მართლაც მოსალოდნელზე მეტი იყო, თუმცა კიდევ ერთი ვაქცინების უსაფრთხოების ბაზის (VSD) მონაცემებში საგანგაშო არაფერი იყო და რეალური რაოდენობა მოლოდინებს ემთხვეოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ VAERS სისტემაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავისი შემთხვევის დამატება და როგორც თავად საიტზეა აღნიშნული, შეტყობინება ვაქცინის გვერდითი მოვლენის შესახებ იმის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რომ გართულება უპირობოდ ვაქცინამ გამოიწვია, ხოლო VSD-ის ბაზას CDC-სთან ერთად 9 სამედიცინო დაწესებულება მართავს და მონაცემები მხოლოდ გადამოწმების შედეგად იტვირთება.

  • ისრაელში 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია გრძელდება

თინა თოფურიას მტკიცებით, ისრაელის მთავრობამ აღიარა, რომ ვაქცინის შემდეგ მიოკარდიტები ვითარდება.

რეალურად ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ 1-ლ ივნისს განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცებში დაფიქსირებული გულის ანთებების მცირე ნაწილი, შესაძლოა, კავშირში იყოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინასთან. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზასა და მიოკარდიტებს შორის სავარაუდო კავშირი 16-დან 30 წლამდე მამაკაცებში შეიმჩნევა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ამ განცხადებასთან დაკავშირებით  კომპანია Pfizer-ში აღნიშნეს, რომ ვაქცინასა და გულის ანთებებს შორის კავშირი არ იკვეთება, ხოლო ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინების უსაფრთხოების დეპარტამენტთან რეგულარული შეხვედრების დროს ვაქცინის ყველა შესაძლო უკუჩვენება განიხილება, შესაბამისად, Pfizer-ს ისრაელის ამ დაკვირვების შესახებაც ჰქონდა ინფორმაცია. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, ვირუსის რისკები ვაქცინაციის სავარაუდო უკუჩვენებებს ბევრად აღემატება და შესაბამისად, ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე მოზარდებში 6 ივნისს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო.

ისრაელში 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისამდე 5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, დაფიქსირდა მიოკარდიტის 275 შემთხვევა, რომელთა 95% მსუბუქად მიიჩნიეს, ხოლო პაციენტთა უმეტესობას კლინიკაში 4 დღეზე მეტი არ გაუტარებია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად მიოკარდიტის დაახლოებით 1.5 მილიონი შემთხვევა ხდება, ეს რიცხვი ყოველ 100 000 ადამიანზე 10-დან 20-მდე შემთხვევის დაანგარიშებას ემყარება, რადგან ხშირად მიოკარდიტის შემთხვევები დიაგნოზის დასმის და შესაბამისად, სტატისტიკაში  მოხვედრის გარეშე მიმდინარეობს.

რაც შეეხება ევროპულ მარეგულირებელს, ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) მიხედვით, ვაქცინის მიღების შემდეგ აღრიცხული მიოკარდიტისა და პერიკარდიტის შემთხვევები მცირე რაოდენობით დაფიქსირდა, ხოლო მათსა და ვაქცინაციას შორის რაიმე ტიპის კავშირის შესახებ კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, EMA-ს განცხადებაში ნახსენებია ისიც, რომ ევროპის ეკონომიკურ სივრცეში (EEA) ყოველწლიურად ყოველ 100 000 ადამიანზე 1-დან 10-მდე მიოკარდიტი ფიქსირდება, შემთხვევების უმეტესობა კი დამატებითი სამედიცინო ჩარევის ან ან მის გარეშე იკურნება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist