იწვევენ თუ არა უსახლკარო ამერიკელებს “უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონში” გასაწევრიანებლად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

163
VIEWS

4 აპრილიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6,7) პროფილები, ასევე რუსულენოვანი გვერდი კედელზე გაკრული პლაკატის ფოტოს ავრცელებდნენ, რომელზეც სკამზე მძინარე შავკანიან მამაკაცს ვხედავთ. პლაკატზე ინგლისურ ენაზე დატანილია წარწერა, რომელიც სოციალური ბენეფიტების ხარჯზე მცხოვრებ ამერიკელებს უკრაინის დასაცავად “საერთაშორისო ლეგიონში” გაწევრიანებისკენ მოუწოდებს და სანაცვლოდ საერთაშორისო მოხალისის სტატუსს, სამედიცინო დაზღვევასა და თვიურ ანაზღაურებას ჰპირდება. პლაკატზე საკონტაქტო ტელეფონის ნომერიც გვხვდება. ანგარიშების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული პლაკატი ნიუ-იორკის მეტროში განათავსეს.

Screenshot 15 2 იწვევენ თუ არა უსახლკარო ამერიკელებს “უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონში” გასაწევრიანებლად?

მტკიცება, რომ ნიუ-იორკის მეტროში გამოჩნდა პლაკატები, რომლებიც გაჭირვებულ ამერიკელებს “საერთაშორისო ლეგიონში” გაწევრიანებისკენ მოუწოდებს, მცდარია. მსგავსი მიზნით უკრაინის საელჩოს ან რომელიმე საელჩოს პლაკატები არ გაუვრცელებია. 

“მითების დეტექტორი” ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა. საელჩოს კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნული პლაკატები გაყალბებულია და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს ან უკრაინის საელჩოს აშშ-ში მსგავსი ან სხვა რაიმე ტიპის მასალა “საერთაშორისო ლეგიონში” ამერიკის მოქალაქეების რეკრუტირების მიზნით არ შეუქმნია. 

გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის “დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმაც” გადაამოწმა და დაადგინა, რომ მსგავსი რეკლამა ნიუ-იორკის მეტროში არ განთავსებულა. ცენტრის მიხედვით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უკრაინული არმიისა და მთავრობის დისკრედიტაციას ემსახურება

“უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი” 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით შეიქმნა. ლეგიონის ოფიციალურ საიტზე განსაზღვრულია წევრების შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ძირითად ნაბიჯს, მათ შორის, უკრაინის საელჩოში საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას, გასაუბრებასა და კონტრაქტის დადებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ შერჩევის კრიტერიუმებს შორის საბრძოლო გამოცდილებაცაა დასახელებული, რაც დამატებით აყენებს ეჭვქვეშ გავრცელებული პოსტერის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა ლეგიონისთვის ამერიკელებს მათი ფინანსური მდგომარობის მიხედვით არჩევს. 

Screenshot 16 2 იწვევენ თუ არა უსახლკარო ამერიკელებს “უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონში” გასაწევრიანებლად?

წყაროების შესახებ: 

რუსულენოვანი ანგარიში Злой Ёжик ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს, მათ შორის მცდარ ინფორმაციას ხშირად აქვეყნებს. ეს ანგარიში “მითების დეტექტორის” მასალებში არაერთხელ მოხვედრილა. ხოლო ანგარიში Niki Pov დეზინფორმაციას სხვა რუსულენოვან ანგარიშებთან (1,2) ერთად კოორდინირებულად ავრცელებს (1,2). 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist