იწინასწარმეტყველეს თუ არა COVID-19 სამხრეთ კორეულ სერიალში 2018 წელს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სადფ
277
VIEWS

6 აპრილს ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც თან ერთვის აღწერა: “ფრაგმენტი 2018 წლის სამხრეთ კორეული სერიალიდან სათაურით: “ვიღაც ჩემს უკან” – კორონა ვირუსის დაანონსება”. როგორც პოსტიდან ჩანს, ნიკოლოზ მჟავანაძე ნაწყვეტს კორეული სერიალიდან “ტერიუსი ჩემს უკან” კორონავირუსის წინასწარმეტყვებელად მიიჩნევს.

"

ნიკოლოზ მჟავანაძის გავრცელებული ვიდეო მანიპულაციური ხასიათისაა და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს 2018 წელს კორეულ სერიალში COVID-19-ის არსებობა დააანონსეს მაშინ, როდესაც აღნიშნულ სერიალში კორონავირუსების ოჯახის სხვა დაავადებებს ახსენებენ და არა COVID-19-ს.

რომელ კორონავირუსზე ლაპარაკობდნენ კორეულ სერიალში 2018 წელს?

ნაწყვეტები კორეული სერიალიდან “ტერიუსი ჩემს უკან” გარდა ნიკოლოზ მჟავანაძისა, ტვიტერის მომხმარებლებმაც ვირუსულად გაავრცელეს. ამ თემაზე მასალა Snopes-მა და ბრიტანულმა Sun-მა მოამზადეს და ახსნეს, თუ რეალურად რომელ კორონავირუსზე იყო საუბარი სერიალში.

სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი ექიმი მართლაც ახსენებს კორონავირუსს, თუმცა განმარტავს, რომ კორონავირუსების ჯგუფს ეკუთვნოდა ისეთი მწვავე რესპირატორული დაავადებები, როგორებიცაა 2002 წლის SARS და 2012 წლის MERS. სერიალში ახალ კორონავირუსზე ანუ COVID-19-ზე საუბარი არ არის.

'

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოგონილი კორონავირუსი, რომელზეც სერიალში ლაპარაკობენ, განსხვავდება არამარტო COVID-19-სგან, არამედ არ შეესაბამება კორონავირუსების ჯგუფის არც სხვა ცნობილ დაავადებებს, რადგან სერიალის მიხედვით, აღნიშნულ სახეობას 90% სიკვდილიანობა აქვს. სცენარში განვითარებულია კონსპირაციის თეორია, თითქოს ტერორისტებმა უკვე არსებული კორონავირუსის ხელოვნური მუტაცია მოახდინეს და მისი სიკვდილიანობა გაზარდეს იმისათვის, რომ ის ბიოლოგიურ იარაღად გამოიყენონ.

რეალურად, COVID-19-ზე, რომლის სიკვდილიანობა ამ დროისათვის მსოფლიო მასშტაბით საშუალოდ 3.4%-ია, ხოლო სამხრეთ კორეაში კი მხოლოდ 1.8%, ჩატარდა გენეტიკური მონაცემების კვლევა და დადასტურდა, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოქმნილი. რაც შეეხება ზოგადად კორონავირუსებს, ისინი ათწლეულებია არსებობს, შესაბამისად COVID-19 წარმოქმნილია კორონავირუსისგან, თუმცა ყველა კორონავირუსი არ იწვევს COVID-19-ს.

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სამხრეთ კორეა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist