იწინასწარმეტყველა თუ არა “სიმპსონებმა” კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

26
VIEWS

მრავალსერიან ანიმაციურ სიტკომს “სომპსონებს” ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენის წინასწარმეტყველებას მიაწერენ. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობაა. Snopes.com-ის სტატია  ხსნის, რომ ეს ტყუილია და სინამდვილეში წინასწარმეტყველებასთან საქმე არ გვაქვს.

ინაუგურაციის დღეს 20 იანვარს სოციალურ ქსელის მომხმარებელები  აქვეყნებდნენ ფოტოებს, რომელიც მათი მტციცებით აჩვენებდა, რომ “სიმპსონებმა” კამალა ჰარისის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობა იწანასწარმეტყველა. ისინი “სიმპსონების” ერთ-ერთ ეპიზოდზე მიუთითებდნენ, რომელიც 2000 წლის მარტში შეიქმნა. ამ ეპიზოდში ლიზა სიმპსონი დონალდ ტრამპის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი ხდება და იასამნისფერ ტანსაცმელშია გამოწყობილი, როგორც კამალა ჰარისი ინაუგურაციის დღეს.

;

ადრე სოციალურ მედიაში ამტკიცებდნენ, თითქოს “სიმპსონებმა” ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები იწანასწარმეტყველა, როგორიცაა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა და ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, რომელსაც აშშ-ში დიდი გამოსვლები მოჰყვა.

ზოგიერთ შემთვხვევაში “სიმპსონების” წინასწარმეტყველება გაყალბებულ ფოტოებს ეფუძნება, რომელიც სინამდვილეში სერიალში მიმდინარე მოვლენებს არ აღწერს ან შეცდომაში შემყვანად არის წარმოდგენილი. მაგალითად, მიმები ამტკიცებდნენ, რომ სიმპსონებიდან ამოჭრილი ფოტო, რომელიც ტრამპის “ტრამპის კოშკში” ესკალატოზრე ჩამოსვლას ასახავს, როდესაც მან 2015 წელს საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო, 2000 წლის ერთ-ერთი ეპიზოდიდან იყო. სინამდვილეში ეს კადრო YouTube-ზე განთავსებული მოკლე ვიდეოდან არის, როდესაც კამპანია უკვე დაწყებული იყო.

“სიპმსონების” 32 სეზონში ასობით ეპიზოდია, ამიტომ ხშირად ჩანს, თითქოს სერიალში ასახულია მოვლენები, რომლებიც რეალური სამყაროს პარალელურად ვითარდება. მაგალითად, 2000 წელს შექმნილი ეპიზოდი 16 წლის შემდეგ გახდა პოპულარული, რადგან მან თითქოსდა ტრამპის პრეზიდენტობა იწინასწარმეტყველა.

თუმცა, ტრამპი პრეზიდენტობის სურვილს 1999 წლიდან საჯაროდ ახმოვანებდა. ხოლო, 2000 წელს, როდესაც ეპიზოდი ტრამპის პრეზიდენტობის შესახებ შეიქმნა, ის პრეზიდენტობისთვის წარუმატებლად იბრძოდა. გარდა ამისა, ტრამპი ათწლეულების მანძილზე ამერიკული პოპ კულტურის აქტიური ფიგურა იყო.

“სიმპსონების” სცენარისტმა დან გრინიმ განაცხდა, რომ სიმპსონების ეპიზოდში, სადაც ლიზა სიმპსონი ამბობს, რომ მას ტრამპისგან მემკვიდერობად საბიუჯეტო კრიზისი ერგო, სერიაში დისტოპური მომავლის ეფექტის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. მისი თქმით, ეს “ამერიკისათვის გაფრთხილება იყო” და ეხმიანებოდა ხედვას, რომ “ამერიკა სიგიჟისკენ მიდის”.

სიმპსონებში ტრამპის ხსენება რეალურ მოვლენებს ეფუძნებოდა, თუმცა კამალა ჰარისის შესახებ წინასწარმეტყველება უფრო დიდი გაზვიადებაა. მან პირველად საჯარო პოსტი 2003 წელს დაიკავა, ეპიზოდის შექმნიდან 3 წლის შემდეგ. “სიმპსონების” ამ სერიაში კამალა ჰარისი ნახსენები საერთოდ არ არის.

ლიზა სიმპსონის იასამნისფერ სამოსში გამოჩენა წინასწარმეტყველება კი არა,  უბრალო დამთხვევაა და ნებისმიერი ქალის შემთხვევაში იქნებოდა მართალი, რომელიც პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა და როდისმე იანამნისფერ ტანსაცმელს ჩაიცვამდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist