იცავს თუ არა სერბეთის ეკლესია COVID-19-ისგან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ეკლესია
260
VIEWS

2020 წლის 29 მარტს ანტილიბერალურმა ონლაინ გამოცემამ “ალტ-ინფო” გამოავეყნა სტატია, სათაურით “სერბეთის საპატრიარქო: ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია და ზიარება არ შეჩერდება”. სტატიაში საუბარია სერბეთის ეკლესიის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ეკლესიამ კორონა ვირუსის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ზიარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალი შეცვალა. ალტ-ინფორ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ სერბეთის ეკლესიის მრევლი კვლავ მიიღებს ზიარებას და ეს საკითხი განხილვასაც არ ექვემდებარება.

"

ალტ-ინფოს სტატია მანიპულაციურია, რადგან ის სრულ ინფორმაციას არ გვაწვდის იმის შესახებ მრევლს კვლავ შეეძლება ტაძარში მისვლა თუ არა, ხოლო სტატიის სათაურს და შერჩეულ ფოტოს, რომელზეც მრევლი ჩანს, მკითხველი შეცდომაში შეჰყავს, ვინაიდან ახალი წესებით მრევლს სახლში დარჩენა და ლიტურგიის დისტანციურად მოსმენა მოეთხოვება.

სერბეთის ეკლესიამ გადაწყვეტილება 28 მარტს გამოაქვეყნა. კომუნიკეში ნათქვამია, რომ ვირუს კოვიდ-19-თან დაკავშირებული საფრთხეების გამო რელიგიურ ღვთისმსახურებებს ტაძრებსა და ღია ცის ქვეშ მრევლი არ დაესწრება. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მსგავსს წესებს უკვე მიჰყვება სერბული დიასპორა სხვადასხვა ქვეყანაში და ამ ყველაფრის ძირითადი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაა.

როგორც სერბეთის ეკლესია განმარტავს იმის გათვალისწინებით, რომ საღვთო ლიტურგია მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის, ეს პროცესი ეკლესიებში ისევ გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მღვდელი, დიაკონი, მგალობელი და სტიქაროსანი მიიღებს.

ეკლესია მრევლს მოუწოდებს, რომ ღვთისმსახურებებს სხვადასხვა ონლაინ საშუალებით მოუსმინონ (ტელევიზია, ეკლესიის ვებ-გვერდი). ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ ზიარება სახლში სასულიერო პირის ვიზიტის საშუალებით მიიღონ. ეკლესია მრევლს მოუწოდებს, რომ სხვა მნიშვნელოვანი პროცესები (მაგალითად ნათლობა) გადადონ, ხოლო დაკრძალვებს რაც შეიძლება მცირე რადოენობით ადამიანი დაესწროს.

  • კორონა ვირუსი და საეკლესიო აკრძალვები მართლმადიდებელ სამყაროში

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებში  კორონა ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა ზომები გატარდა. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, რაც რუსეთში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა, რუსეთის პატრიარქმა კირილემ მრევლს მოუწოდა სახლებში დარჩნენ და ეკლესიებში აღარ იარონ.

კორონა ვირუსის საფრთხეების გამო სრულიად აიკრძალა ღვთისმსახურებები საბერძნეთში.  გადაწყვეტილება სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ 16 მარტს იქნა მიღებული. აღნიშნული წესების დარღვევისთვის საბერძნეთის პოლიციამ 23 მარტს მიტროპოლიტიც კი დააკავა. მსგავსი პროცესები წარიმართა მონტენეგროშიც.

ბულგარეთის ეკლესიამ მრევლს ასევე სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ბულგარეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოწოდებისა და ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ტაძრები ღია დარჩა, თუმცა იქ მიმსვლელებს დისტანციის დაცვა დაევალდებულათ. რუმინეთის ეკლესიამ დასაშვებად მხოლოდ გარეთ ღია ცის ქვეშ ჩატარებული ღვთისმსახურებები სცნო, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი არ შეიკრიბება და მათ შორის დისტანცია 1 მეტრზე ნაკლები არ იქნება.

ასევე ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა ღვთისმსახურებებმა ალბანეთში. პატრიარქმა ანასტასიომა მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აერიდებინათ კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე. ღვთისმსახურებების მოსმენა ალბანეთში დღეს ონლაინ და რადიო სადგურების საშუალებებით არის შესაძლებელი.

მსგავს მკაცრ შეზღუდვებს არ შეუერთდნენ მხოლოდ პოლონეთისა და საქართველოს ეკლესიები. პოლონეთის ეკლესიის გადაწყვეტილებით ყურადღება მხოლოდ ჰიგიენურ ნორმებზე გამახვილდა. 17 მარტის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ “წმინდა ევქარისტია – არის წმინდა ცეცლი, რომელიც ყველაფერს ბოროტს ანადგურებს”. ეკლესიამ სასულიერო პირებს მოუწოდა, ტაძრებში სადენზიფექციო ხსნარები იქონიონ.

შეზღუდვები შეეხო მხოლოდ მრევლში ადამიანებს შორის დისტანციას საქართველოს ეკლესიის შემთხვევაში. კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვა ეკლესიების მსგავსად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მკაცრი ზომები არ მიუღიათ.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სერბეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist