​​​​​​ითვალისწინებს თუ არა ესპანეთის კანონი ვაქცინაციაზე უარის გამო მშობლებისთვის შვილის ჩამორთმევას? 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

26
VIEWS

26 ივნისს ფეისბუქ მომხმარებლებმა Nina Marji-მ და ბაჩი ქურდაძემ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხამრებლის Tamila España-ს კომენტარის სქრინი გააზიარეს, სადაც აღნიშნუალია, რომ ესპანეთში ახალი კანონის მიღებას აპირებენ, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში მშობლებს შვილებს ჩამოართმევენ, ხოლო უპასუხისმგებლო მშობლებს სასჯელის მოსახდელ ზონებში გაამწესებენ. ბაჩი ქურდაძე გამოქვეყნებული სქრინის კომენტარში იმასაც აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია მოსახლეობის განადგურების იარაღია, ნანოტექნელოგიების გამოყენებით დნმ-ს ცვლიან, საერთო ჯამში კი ეს ყველაფერი ახალ მსოფლიო წესრიგს ემსახურება.

;;
მტკიცება იმის შესახებ, რომ ესპანური კანონპროექტით ვაქცინაციაზე უარმა შესაძლოა მშობლებისთვის შვილის ჩამორთმევა და მათი დასჯა გამოიწვიოს, ყალბია. ესპანეთში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია,  ხოლო ბავშვის ოჯახისგან განცალკევება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ხდება. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში, ფინანსური სანქციის დაწესებას მხოლოდ ერთი, გალისიის ავტონომიური ერთეულის ახლადმიღებული კანონი ითვალისწინებს. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთის მთავრობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი კანონის მიღებას აპირებს, რომლითაც აცრაზე უარის შემთხვევაში მშობლებს შვილებს ჩამოართმევენ და ურჩ მშობლებს სასჯელის მოსახდელ ზონებში განათავსებენ, ღია წყაროებში არ იძებნება. ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონის მიხედვით, ნებისმიერი ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ვაქცინაციის ჩასატარებლად პაციენტის წინასწარი და ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია ესპანეთის ავტონომიურ ერთეულებშიც, თუმცა 2020 წლის ბოლოს გალისიის ავტონომიური ერთეულის ჯანმრთელობის კანონში შეტანილი ცვლილებები ცენტრალური ხელისუფლების განხილვის საგანი გახდა.

8 ოქტომბერს გალისიის მმართველი საბჭოს პრეზიდენტმა ალბერტო ნუნიეს ფეიხოუმ განაცხადა, რომ გალისიის მთავრობა ჯანმრთელობის კანონის შეცვლას covid-19-თან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით აპირებდა.

ცვლილებები კორონავირუსით ინფიცირებულთა და მათთან კონტაქტში მყოფი პირების მკაცრ კონტროლს, ასევე დაუსაბუთებლად ვაქცინაზე უარის თქმის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, კანონში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მცირე და სერიოზული დარღვევები და მათი ერთჯერადად ან განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმებია გაწერილი. ვაქცინაციაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა საზოგადოებრივი ჯანრმთელობის კანონის მცირე (minor) დარღვევად ითვლება, ამავე კატეგორიაში ერთიანდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარებაზე უარის თქმა და შეზღუდვების მიუხედავად  ხალხმრავალი წვეულებების მოწყობა. ამ კატეგორიის დარღვევებისთვის ყველაზე მცირე ჯარიმა 600 ევროა, მაქსიმალური კი – 3000. აღსანიშნავია, რომ ეს კატეგორია აერთიანებს არა მარტო, კორონავირუსთან დაკავშირებულ წესებს, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც, მათ შორის კვებით უსაფრთხოებას. მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონის მცირე დარღვევადაა მიჩნეული საკვებ პროდუქტებზე არასწორი საიდენტიფიკაციო იარლიყების გამოყენება. ხაზგასასმელია, რომ  გალისიის ჯანმრთელობის ახალ კანონში არსადაა ნახსენები მშობლებისთვის შვილების ჩამორთმევა იმის გამო, რომ მშობლები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. 

გალისიის ჯანმრთელობის ახალ კანონი 2021 წლის 21 თებერვალს დაამტკიცეს, თუმცა მას როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე ადგილობრივი ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.   კრიტიკა შეეხებოდა კანონის 38-ე მუხლს, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობის პრევენციულ ზომებს ეხება და მასში ინფიცირებულების და მათთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების მკაცრად კონტროლირებადი იზოლაციის შესახებაა საუბარი. უფრო კონკრეტულად კანონში ვკითხულობთ, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ადამიანების იზოლირება შესაძლოა მოხდეს “სახლებში, კლინიკებში ან სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ სხვა დაწესებულებებში.”

ესპანეთის მინისტრთა საბჭომ 2021 30 მარტს გადაწყვიტა, გალისიის ჯანმრთელობის კანონის ახალი ცვლილებები არაკონსტიტუციურობის გამო გაესაჩივრებინა, თუმცა სარჩელი სასამართლომდე არ მისულა, რადგან ესპანეთის ცენტრალური და გალისიის ადგილობრივი მთავრობების მოლაპარაკებების შედეგად 2021 წლის 21 მაისს გადაწყდა, რომ გალისიის ჯანრმთელობის ახალ კანონზე სამუშაოდ ორივე მხარის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შექმნილიყო, რომელიც კანონის ახალი დამატებების შესახებ ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

  • ბავშთა უფლებების შესახებ ესპანეთის ორგანულ კანონის მიხედვით, მშობლებისგან ბავშვის განცალკევება მხოლოდ უკიდურესად აუცილებელ სიტუაციაში ხდება

ბავშვებისა და მოზარდების უფლებების შესახებ ესპანეთის ორგანული კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, ყველა ბავშვს აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს თავის ბიოლოგიურ ოჯახში. ამავე მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ ბავშვები და მოზარდები საკუთარი ოჯახისგან მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში განცალკევდებიან, როდესაც ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის მკაცრად აუცილებელია.

Nina Marji-ის მიერ გავრცელებული პოსტის კომენტარებში ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო ბავშვების ჩამორთმევის შესახებ “კანონი” საქართველოში იუვენალურ მართლმსაჯულებას მანიპულაციურად  დაუკავშირეს.

;
რეალურად იუვენალური მართლმსაჯულება არასწრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის ნაცვლად რეაბილიტაციისთვის უპირატესობის მინიჭებას  ითვალისწინებს. ამ პრინციპის თანახმად, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვანთა ინტერესები და შემუშავებული იქნება ინდივიდუალური მიდგომა. რაც შეეხება ბავშვის ჩამორთმევის საკითხს, ის “ბავშვის უფლებათა კოდექსს” და სოციალურ მუშაკს უკავშირდება. თუმცა, როგორც ესპანეთში, ასევე საქართველოშიც ბავშვის ოჯახიდან განცალკევება წარმოადგენს უკიდურეს ზომას – როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი და გაფრთხილება ან ნაკლებად მკაცრი ზომები შედეგს არ იძლევა.

ბავშვთა უფლებათა კოდექსის საშუალებით ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო მშობლებისთვის შვილების ჩამორთმევის შესახებ დეზინფორმაცია ქართულ კანონმდებლობასთან მიმართებითაც ვრცელდებოდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

  •  არის თუ არა კავშირი Covid-19-ის ვაქციანციასა და “ბავშვის უფლებათა კოდექსის” შესახებ ტრენინგებს შორის?
  • გავრცელებულ პოსტებში ნახსენები სხვა დეზინფორმაციები

ბაჩი ქურდაძის გავრცელებულ პოსტზე თანდართულ ტექსტში ნახსენებია, რომ კოვიდსაწინააღდმეგო ვაქცინები ნანოტექნელოგიების გამოყენებით დნმ-ს ცვლის და საბოლოო ჯამში ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას ემსახურება. რეალურად ვაქცინაციისას რნმ-ის ან დნმ-ის ადამიანის გენომში ინტეგრირება და გენეტიკის დონეზე რაიმე ცვლილების გამოწვევა შეუძლებელია, ხოლო ვაქცინები ნანოჩიპებს ან ნანორობოტებს არ შეიცავენ. რაც შეეხება “ახალ მსოგლიო წესრიგს,” ის შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist