ითხოვს თუ არა შოლცი რუსეთის აგრესიის ფონზე ნაციზმის დანაშაულების დავიწყებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

556
VIEWS

22 მაისს ფეისბუკ-ჯგუფში “Нoрвeгия нa pуccкoм” გავრცელდა  ვიდეო აღწერით: არც ისე დიდი ხნის წინ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ დონბასში რუსების გენოციდი უბრალოდ სასაცილოა, და რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გერმანელებს მორალური უფლება აქვთ დაივიწყონ, რასაც მათი წინაპრები დიდი სამამულო ომის დროს სჩადიოდნენ.” ვიდეო კოლაჟში შოლცის ინტერვიუს რუსულად გახმოვანებული ფრაგმენტებია ჩასმული, რომელშიც ის ამბობს, რომ ნატო არ არის აგრესიული ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ პუტინის მტკიცება, თითქოს დონბასში გენოციდია, სასაცილოა. ვიდეო კოლაჟში ნატოს მიერ სერბეთის დაბომბვის კადრებსა და დონბასში მოკლული ადამიანების ახლობლების კომენტარებს აჩვენებენ, რითაც პარალელს ავლებენ შოლცსა და ჰიტლერს შორის.

მტკიცება, თითქოს ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე გერმანელებს უფლება აქვთ დაივიწყონ მათი წინაპრების მიერ მეორე მსოფლიო ომში ჩადენილი ქმედებები, სიმართლეს არ შეესაბამება. შოლცის ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფრაგმენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდანაა, რომელშიც მან უსაფრთხოების საკითხებზე და მათ შორის რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა. შოლცმა ნამდვილად განაცხადა, რომ პუტინის არგუმენტი, თითქოს დონბასში გენოციდია, სასაცილოა, თუმცა მას ნაციზმის დანაშაულების დავიწყებაზე არაფერი უთქვამს. 

2022 წლის 19 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა. 

ოლაფ შოლცი მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოვიდა. მას ჰკითხეს, პუტინის ეს ნაბიჯი [ჯარების განლაგება უკრაინის საზღვართან] გარკვეულწილად ხომ არ არის შედეგი იმისა, რომ უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან გაიწელა და ხომ არ იქნება ეს კრიზისი გაკვეთილი ევროპისთვის პროცესის დასაჩქარებლად. ოლაფ შოლცმა აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას ახსნა, რომ პუტინის ქმედებები ნატოს არ გამოუწვევია, რადგან ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და არა აგრესიული. მისი თქმით, ამ თემაზე პუტინის კონტრარგუმენტია ყოფილი იუგოსლავიის დაბომბვა. შოლცი აღნიშნავს, რომ ეს ქმედება განპირობებული იყო გენოციდის თავიდან არიდების მიზნით. რაც შეეხება დონბასის “გენოციდს”, შოლცმა ნამდვილად განაცხადა, რომ პუტინის მტკიცება თითქოს დონბასში გენოციდი მოეწყო, სასაცილოა. 

ოლაფ შოლცი: “გარკვევით ვაცხადებ, რომ ნატო და ევროკავშირი არ არის აგრესიული ორგანიზაცია, ამიტომ შიშის საფუძველიც არ არის.. და როდესაც, მას [პუტინს] ამას ვეუბნები, ის ახსენებს წინა კონფლიქტებს და აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ნატომ აგრესია გამოავლინა და საფრთხეს შეუქმნა უდანაშაულო ხალხს. [იგულისხმება იუგოსლავიის კონფლიქტი] მე მას ვპასუხობ, რომ ჩვენ გენოციდის თავიდან არიდებას ვცდილობდით. და დასავლეთ ბალკანეთის ხალხს თავადაც სურს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ისინი ასე ხედავენ საკითხს. … პუტინი ამტკიცებს, რომ დონბასში თითქოს რაღაც გენოციდი ხდება, რაც ძალიან სასაცილოა.” 

აღსანიშნავია, რომ კრემლის პროპაგანდა მუდმივად ცდილობს დონბასის რეგიონში რუსეთის ქმედებების გამართლებას იმ მტკიცებით, თითქოს უკრაინა ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდს ეწევა.

რაც შეეხება ციტატას, თითქოს  უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გერმანელებს მორალური უფლება აქვთ დაივიწყონ, რასაც მათი წინაპრები სჩადიოდნენ, ოლაფ შოლცს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ოლაფ შოლცის უკან “SS გალიციის” გენერლის ფრის ფონ შოლცის ფოტოა გამოსახული, რომლის შთამომავლობასაც გერმანიის კანცლერს აბრალებენ. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ შორის ნათესაური კავშირი არ არის. თემასთან დაკავშირებით იხილეთ მითების დეტექტორის სტატია: 

ვიდეო კოლაჟში ასევე გამოყენებულია ადამიანის ჯვარზე გაკვრის ამსახველი კადრები, რაზეც ამტკიცებენ, თითქოს აღნიშნული ფაქტი დონბასში უკრაინელი ჯარისკაცების ოპერაციაა. წარსულში ამ მოვლენას კონკრეტულად აზოვის ბატალიონს უკავშირებდნენ, რაზეც მითების დეტექტორი ადრეც წერდა:


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist