ითხოვს თუ არა ნიდერლანდების მთავრობა ფერმებისგან პირუტყვის 70-95%-ის დახოცვას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

237
VIEWS

4 ივლისს ფეისბუკ-გვერდმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად ნიდერლანდების მთავრობამ აზოტის ოქსიდის შემცირების საბაბით ქვეყანაში პირუტყვის რაოდენობის 70-95%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და ფერმერებს პირუტყვის დახოცვის ან სხვა ქვეყანაში გადაყვანის ულტიმატუმი წაუყენა. პოსტს თან ახლავს “ევრონიუსის” ინგლისურენოვანი სიუჟეტი, რომელიც ნიდერლანდებში აზოტის ემისიის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.

Screenshot 17 ითხოვს თუ არა ნიდერლანდების მთავრობა ფერმებისგან პირუტყვის 70-95%-ის დახოცვას?

მტკიცება, თითქოს ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყანაში პირუტყვის რაოდენობის 70-95%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, მცდარია. პოსტის შინაარსი “ევრონიუსის” სიუჟეტის შინაარს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ნიდერლანდების მთავრობამ არა პირუტყვის, არამედ აზოტის ემისიის 70-95%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რაც პირუტყვის რაოდენობაზეც აისახება, თუმცა მთავრობა ფერმერებისგან მათ დახოცვას არ ითხოვს.

2022 წლის ივნისში ნიდერლანდების მთავრობამ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გასატარებელი აუცილებელი ზომების შესახებ გამოაცხადა და ქვეყანაში აზოტის ოქსიდების ემისიისის მკვეთრი შემცირების გეგმა წარადგინა. ახალი მანდატით ქვეყნის ზოგ რეგიონში აზოტის ემისია 70%-ით, გარკვეულ რეგიონებში კი 95%-ით უნდა შემცირდეს. ევრონიუსის სტატიასა და სიუჟეტში სწორედ ეს ინფორმაციაა გადმოცემული.

Screenshot 18 ითხოვს თუ არა ნიდერლანდების მთავრობა ფერმებისგან პირუტყვის 70-95%-ის დახოცვას?

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში აზოტის ემისიის 41% სოფლის მეურნეობის სექტორზე და უფრო კონკრეტულად ფერმებზე მოდის. მთავრობის მიზანია, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში აზოტის ემისია მთლიანობაში და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში 50%-ით შემცირდეს. ამ მიზნით ქვეყნის დაახლოებით 131 რეგიონში აზოტის ემისია სხვადასხვა მოცულობით უნდა შემცირდეს. დასახული გეგმის შესასრულებლად, მოსალოდნელია, რომ ნიდერლანდებში პირუტყვის საერთო რაოდენობის 3033%-ით შემცირება გახდება საჭირო და არა 70-90%-ით. მთავრობა ფერმერებისგან პირუტყვის დახოცვას არ ითხოვს. აზოტის ემისიების შემცირებისთვის ცვლილებები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, რუდი ბუისის თანახმად, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ერთი წლის ვადაში აზოტის ემისების შემცირების დეტალური გეგმები უნდა შეიმუშაონ და წარადგინონ.

ნიდერლანდების მთავრობის შეფასებით, მოსალოდენლია, რომ ქვეყანაში 11 200-მდე ფერმის დაიხურება. გარდამავალ პერიოდში ფერმერების დასახმარებლად მთავრობამ 24.3 მილიარდი ევრო გამოყო, თუმცა აზოტის ემისიის შემცირების გეგმაზე მთავრობის გადაწყვეტილებას ფერმერების უკმაყოფილება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

სოფლის მეურნეობის სფეროში აზოტისა და წყალბადის ნაერთი (ამიაკი) ნაკელისა და შარდის შერევით წარმოიქმნება. ამ ნარევის წყლის არხებში, მდინარეებსა და ზღვაში მოხვედრა გარემოსთვის დამაზიანებელია. აზოტის ოქსიდები ძირითადად წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება. აზოტის ოქსიდების ემისიას ტრანსპორტი, ავიაცია და საზღვაო ინდუსტრიაც უწყობს ხელს. ნიდერლანდებში აზოტის ემისიის შემცირება სოფლის მეურნეობის სექტორის გარდა სხვა სფეროებშიც იგეგმა. ემისიის შემცირების მოთხოვნები ამსტერდამის აეროპორტს, როტერდამის პორტს და საავტომობილო ტრანსპორტსაც შეეხება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნიდერლანდები
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist