2021 წლის 28 სექტემბეს ფეისბუქ ჯგუფში “1.000.000 ქართველი” ტელეკომაპნია “იმედის” ახალი ამბების ვებ-გვერდის სქრინშოთი გაზიარდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გუგული მაღრაძე ანტივაქსერებისთვის სექსის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. 28 სექტემბრის 11:00 საათის მდგომარეობით პოსტს 125 გაზიარება და ასობით გამოხმაურება აქვს.
გავრცელებული სქრინი ყალბია, ხოლო ინფორმაცია, თითქოს გუგული მაღრაძე ანტივაქსერებისთვის სექსის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, დეზინფორმაციაა. გუგული მაღრაძის მსგავსი განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება, ხოლო ტელეკომპანია “იმედის” გვერდზე ამგვარი შინაარსის ახალი ამბავი არ გვხვდება.
ყალბი სქრინის გავრცელებას გუგული მაღრაძის მისამართით პოსტის კომენტარებში არაერთი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა. რეალურად, გუგული მაღრაძის მსგავსი ინიციატივის შესახებ გამოქვეყნებული სტატია ტელეკომპანია “იმედის” არც მიმდინარე სიახლეებში და არცახალი ამბების არქივში არ გვხვდება. Google-ის საძიებო სისტემით გუგული მაღრაძისთვის მიწერილი ციტატის ძიებისას მხოლოდ ერთი ვებგვერდიJournalism Resource Center იძებნება, სადაც აღნიშნული ყალბი ამბავი ფაქტების გადამოწმების სექციაში გვხვება. ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ გუგული მაღრაძის ინიციატივის შესახებ დეზინფორმაციაა და “იმედის” ყალბი სქრინშოთი 2021 წლის 26 ივლისს გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ ყალბ სქრინზე რამდენიმე სიტყვა განსხვავებული ზომის შრიფტით წერია, რაც იმედის მიერ გამოქვეყნებულ ავთენტურ მასალებს არ ახასიათებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.