ითხოვს თუ არა გაერო არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დეკრიმინალიზაციას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

464
VIEWS

20 აპრილს პარტია “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” გაეროს იურისტთა საერთაშორისო კომიტეტის (ICJ) მიერ მომზადებული დოკუმენტი განიხილეს. “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერისა და “ალტ-ანალიტიკის” წამყვანის, შოთა მარტინენკოს თანახმად,   არასრულწლოვანის თანხმობის შემთხევაში გაერო არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის დეკრიმინალიზაციის რეკომენდაციას გასცემს, რაც პირდაპირ პედოფილიის ნორმალიზების წინაპირობაა. 

შოთა მარტინენკო: “არასრულწლოვან პირს, მისი თანხმობა თუ იყო, და მოხდა ვიღაცასთან სექსუალური კავშირი, რომელიც არის სრულწლოვანი, სათამაშო მისცე თუ სხვა რაღაცა მიზეზით, ეს თანახმა იყო და მერე იძახის რომ, მე თანახმა ვიყავი – არ უნდა იყოს კრიმინალიზირებული, ანუ არ უნდა ისჯებოდეს. ეს არის ჯერ რეკომენდაცია, რომელიც რა თქმა უნდა ყველაფერი იწყება რეკომენდაციებით, ყველაფერი იწყება მიდგომებით, თავიდან ეგრე დაიწყო ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით, ტრანსგენდერობასთან დაკავშირებით და შემდეგი ნაბიჯი  ლიბერალური დღის წესრიგის დამკვიდრებისა არის პედოფილიის ნორმალიზება და დეკრიმინალიზაცია. მანდამდე მივა დასავლეთი.” 

აღნიშნულ თემაზე საუბარია Известия-ს 22 აპრილის სტატიაშიც, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასევე ხაზგასმულია, რომ გაერო წევრი ქვეყნებისთვის ყველანაირი ტიპის სექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციის რეკომენდაციას გასცემს.

Screenshot 4 7 ითხოვს თუ არა გაერო არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დეკრიმინალიზაციას?

მტკიცება, თითქოს გაერო არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის დეკრიმინალიზაციის რეკომენდაციას გასცემს, მანიპულაციურია. რეალურად, იურისტთა საერთაშორისო კომისიის ანგარიში თანხმობის მინიმალური ასაკის კანონების არადისკრიმინაციული წესით დაცვას მოითხოვს. ერთი ფაქტორი 18 წლამდე ასაკის პირის უნარისა და მოწიფულობის გათვალისწინებაა, თუმცა კომისია ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოებს აქვთ მკაფიო ვალდებულება, დაიცვან ბავშვები სექსუალური ძალადობისგან, მათ შორის, ასეთი ქცევის კრიმინალიზაციის გზით.

ალტ-ინფოს მცდარი ინტერპრეტაციების საფუძველი იურისტთა საერთაშორისო კომისიის (ICJ) მიერ მარტში გამოქვეყნებული სამართლებრივი პრინციპების ანგარიში გახდა. ანგარიშის მიზანს ადამიანის უფლებების საკითხების განხილვა და მითითებების შეთავაზება წარმოადგენს.   ICJ უზრუნველყოფს სამართლებრივი სახელმძღვანელო მითითებებისა და ახალი პრინციპების დანერგვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა რეაგირებდეს საერთაშორისო თანამეგობრობა სისხლის სამართლის კანონის პირობებში ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე. 

8 მარტის ანგარიშში წარმოდგენილია პრინციპები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კრიმინალურად განიხილებოდეს საქმეები, რომლებიც მოიცავს აბორტს, ნარკოტიკების მოხმარებასა და ფლობას, აივ ინფიცირებას და შეთანხმებული სექსის ზოგიერთ შემთხვევას. ანგარიში არ მოუწოდებს ქვეყნებს, რომ შეცვალონ თავიანთი კანონები, მაგრამ გვთავაზობს რამდენიმე ფაქტორს, რომელთა გათვალისწინებაც რეკომენდებულია მანამ, სანამ ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა  18 წლამდე ადამიანთან შეთანხმებული სექსის გამო დაეკისრება. 

ICJ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 18 წლამდე პირებთან სექსი, თუნდაც ის კანონს ეწინააღმდეგებოდეს, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რომ იყოს კონსენსუსური. მაშინ, როდესაც უნდა დადგინდეს, უნდა დაეკისროს თუ არა ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 18 წლამდე ასაკის ადამიანთან შეთანხმებული სექსის გამო, გარკვეული ფაქტორების მხედველობაში მიღება არის საჭირო. ერთი-ფაქტორი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს, 18 წლამდე ასაკის პირის უნარი და მოწიფულობაა, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილებები კონსენსუალური ქცევის შესახებ.

იურისტთა საერთაშორისო კომისია ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოებს აქვთ მკაფიო ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დაიცვან ბავშვები ყველა სახის ძალადობისგან, როგორიცაა ბავშვთა სექსუალური ძალადობა, მათ შორის, ასეთი ქცევის კრიმინალიზაციის გზით.  20 აპრილს ICJ-ის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 მარტის პრინციპები არ მოითხოვს ბავშვებთან სექსის დეკრიმინალიზაციას და არც სექსზე თანხმობის მინიმალური ასაკის გაუქმებას. ICJ-ის თანახმად, 8 მარტის პრინციპები მიზნად ისახავს პარლამენტარებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შესთავაზოს მკაფიო, ხელმისაწვდომი და ოპერატიული სამართლებრივი ბაზა ჯანმრთელობის, თანასწორობისა და ადამიანის სხვა უფლებებზე გარკვეული ქცევის კრიმინალიზაციის მავნე ზემოქმედების მოსაგვარებლად.

ამ თემის შესახებ ინფორმაცია Aassociated press-მაც გადაამოწმა. Apnews ერინ მერფის, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ  დოკუმენტი, სინამდვილეში ,,ძლიერი განაცხადია იმ კანონების სასარგებლოდ, რომლებიც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების საწინააღმდეგოდ არის მიმართული”. ანგარიშში ნათქვამია, რომ თანხმობის მინიმალური ასაკი არადისკრიმინაციულად უნდა იყოს განსაზღვრული, და კანონი არ უნდა იყოს დაკავშირებული მონაწილეთა სქეს/გენდერთან ან ქორწინების თანხმობის ასაკთან. ერინ მერფის თანახმად,  ამერიკის ზოგიერთ შტატს არ აქვს ქორწინების მინიმალური ასაკი განსაზღვრული, რაც, შეიძლება, თანხმობის ასაკთან დაკავშირებული კანონის ლეგალური ხვრელი აღმოჩნდეს. დოკუმენტი ასევე ამბობს, რომ სექსუალური აქტივობა (რომელიც მოიცავს არასრულწლოვან ადამიანებს), შეიძლება იყოს კონსენსუალური, მიუხედავად იმისა, რომ კანონით არაა დაშვებული. ასეთ კონტექსტში, კანონი ყურადღებას უნდა აქცევდეს 18 წლამდე პიროვნების უფლებებსა და უნარს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები კონსენსუალურ სექსუალურ კავშირთან დაკავშირებით, და მოუსმინონ იმ საკითხებში, რომლებიც მათ ეხებათ.

ანალოგიურად, ქრისტინ სტეგლინგი, UNAIDS-ის დელეგატი პოლიტიკისა და ადვოკატირების მიმართულებით Apnews-თან ამბოს, რომ  არსებულ კანონში კონსენსუალური, არაექსპლუატაციური სექსუალური კავშირი ერთი და იგივე ასაკის მოზარდების შემთხვევაში შეუსაბამო კრიმინალურ სანქციებს ითვალისწინებს. სამართლის ჩიკაგო-კენტ კოლეჯის სამართლის პროფესორი,  ალექსანდრ ა. ბონი-საენზი,  ადასტურებს, რომ დოკუმენტი არ ადვოკატირებს ზრდასრულებსა და მოზარდებს შორის სექსუალური კავშირის დეკრიმინალიზაციას. ,,რასაც კანონი გვთავაზობს ისაა, რომ ის არ უნდა აღსრულდეს დისკრიმინაციულად, მაგალითად, განსხვავებული სქესის შემთხვევაში თანხმობის სხვადასხვა ასაკის დადგენით”. გაერთიანებული ერების სპიკერი სტეფანი დუჯარიკი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და მას დამაზიანებელი მისინტერპრეტაცია უწოდა.

არქივის ბმული:
ალტ-ანალიტიკა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist