ითხოვს თუ არა ავსტრიული  ZIB-ი საქართველოსთვის ევროკავშირის დაფინანსების შეჩერებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

27
VIEWS

5 ივლისს “ტელეკომპანია ახალის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც გერმანულენოვან სქრინს შეიაცავს და ახლავს ქართულენოვანი აღწერა: “ავსტრიული მედია ქართულ ჯოჯოხეთზე – ავსტრიელები ითხოვენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს დაფინანსება შეუჩეროს”. სქრინს თან ერთვის ZIB-ის ლოგო.

7 ივლისისათვის პოსტს 47 მოწონება, 17 გაზიარება და 43 კომენტარი აქვს, რომლებშიც ძირითადად ანტიდასავლური განწყობები ვლინდება და აქცენტი კეთდება იმაზე, რომ კარგი იქნება, თუ ევროკავშირის მხრიდან დაფინანსება შეწყდება.

;
“ტელეკომპანია ახალის” მიერ გამოქვეყნებული პოსტი ავსტრიული გამოცემა Zeit im Bild (ZIB)-ის პუბლიკაციას ეხება, ხოლო თანხმელბი ქართულენოვანი აღწერა მცდარია. ZIB-ის პოსტი მხოლოდ თბილისის 2021 წლის პრაიდის მოვლენებსა და საქართველოში ლგბტქ თემის მდგომარეობას აღწერს. პოსტში ევროკავშირზე და ავსტრიელთა მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტის მოთხოვნაზე არაფერი წერია.

ავსტრიულმა ტელეკომპანია Zeit im Bild-მა (ZIB) 5 ივლისს ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზე თბილისის პრაიდთან დაკავშირებით საინფორმაციო პოსტი თანდართული ვიზუალით გამოაქვეყნა.

;
პოსტში ვკითხულობთ, რომ თბილისში პრაიდის მარში სექსუალურ უმცირესობათა წინააღმდეგ ძალადობის გამო გააუქმეს, ვინაიდან ლგბტქ თემის უფლებების დასაცავად დემონსტრაციის გამართვამდე კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან მასიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება თანმლებ ფოტოს, მას შემდეგი ტექსტი ერთვის:

“თავდასხმებისა და დაპირისპირების შემდეგ საქართველოს დედაქალაქ თბილისში პრაიდის მარშის გაუქმება აუცილებელი გახდა. ძალადობრივი ჯგუფის ქმედებების შედეგად ათეულობით აქტივისტი და ჟურნალისტი დაშავდა. თავდამსხმელები სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვისათვის დაგეგმილი გამოსვლის ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ. საქართველოში ჰომოფობია ფართოდაა გავრცელებული. პრაიდის გამოსვლების დროს მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობა მუდმივად ხდება.”

ZIB-ს ინფორმაცია თბილისი პრაიდზე სოციალური მედიების გარდა სხვა პლატფორმებზე, როგორებიცაა ონლაინ გაზეთი და ტელევიზია, არ გამოუქვეყნებია. “ტელეკომპანია ახალის” თარგმანისგან განსხვავებით არც ZIB-ის პოსტში და არც მის კომენტარებში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე  ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე არაფერი წერია. ZIB-ის ინსტაგრამ გვერდზე არც ერთი მსგავსი კომენტარი არ გვხვდება, ხოლო ფეისბუქზე 7 ივლისისთვის გაკეთებული 738 კომენტარიდან კი ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის დახმარების შეჩერების მოთხოვნით არა რედაქციის, არამედ ერთ-ერთი მომხმარებლის ერთადერთი კომენტარია.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრია, ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist